ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის I ჩიხისთვის, მასთან არსებული უსახელო მონაკვეთისთვის და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის V ჩიხისთვის გენერალ-მაიორის ზაურ უჩაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№707
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016953
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №707

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის  I ჩიხისთვის, მასთან არსებული უსახელო მონაკვეთისთვის და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის V ჩიხისთვის გენერალ-მაიორის ზაურ უჩაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. სამგორის რაიონში, ბოგდან ხმელნიცკის  I ჩიხს მიენიჭოს გენერალ-მაიორის ზაურ უჩაძის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის V ჩიხს და მასთან არსებულ უსახელო მონაკვეთს მიენიჭოს გენერალ-მაიორის ზაურ უჩაძის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე     გიორგი ტყემალაძე