ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №97 |
|
2026 წლის 24 თებერვალი ქ. თბილისი |
1. გლდანის რაიონში ლიბანის შესახვევს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას და სამ უსახელო ჩიხს მიენიჭოს მაყვალა მრევლიშვილის სახელი (გაგრძელდეს მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა), თანდართული რუკის თანახმად.
2. გლდანის რაიონში მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მაყვალა მრევლიშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. გლდანის რაიონში, მაყვალა მრევლიშვილის I ჩიხს მიენიჭოს მაყვალა მრევლიშვილის V ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე