ქალაქ თბილისში გლდანის რაიონში ალექსანდრე გობრონიძის ჩიხისთვის და ქობის ჩიხის ორი მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის გიორგი მარგიანის სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№482
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016920
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №482

2024 წლის  13 სექტემბერი 

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ალექსანდრე გობრონიძის ჩიხისa და ქობის ჩიხის ორი მონაკვეთისთვის გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის გიორგი მარგიანის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. გლდანის რაიონში ალექსანდრე გობრონიძის ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მაშველის გიორგი მარგიანის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. გლდანის რაიონში ქობის ჩიხის ორ მონაკვეთს მიენიჭოს გიორგი მარგიანის I ჩიხისa და I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. გლდანის რაიონში ალექსანდრე გობრონიძის ჩიხის ორ მონაკვეთს მიენიჭოს გიორგი მარგიანის II და III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე                                                    გიორგი ტყემალაძე