ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის III შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული შალვა ქვასროლიაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 10.06.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №281
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016676
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2022
matsne.gov.ge 161 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის IV მკ/რაიონში, 420-ე კორპუსთან არსებული უსახელო სკვერისთვის ირადიონ (იური) ჩოფლიანის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 10.06.2022 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №579 ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.11.2023 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 15.02.2022 ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გიორგი წულაიას სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 21.03.2025 ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული II შესახვევისთვის აკადემიკოს გივი ცინცაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 25.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის III შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული შალვა ქვასროლიაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №281  2022 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის III შესახვევისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული  შალვა ქვასროლიაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის III შესახვევს მიენიჭოს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული შალვა ქვასროლიაშვილის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე