„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- LAW OF GEORGIA ON INVESTMENT FUNDS 14.07.2020
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„71. სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) უფლება აქვს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი პირობების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის მთლიანი წილის (ერთეულების) 25%-ზე მეტის ან საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში ყველაზე დიდი წილის ფლობა, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში რაიმე სახის პრივილეგირებული ხმის უფლებით სარგებლობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა და საინვესტიციო ფონდისთვის/ქვეფონდისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფუნქციის შესრულება.
72. ამ მუხლის 71 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, საინვესტიციო ფონდში/ქვეფონდში მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და საქართველოს პარლამენტს უგზავნის წინა წლის ანგარიშს. ამ ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს ასახული აღნიშნული მონაწილეობით (ერთეულის ფლობით) არსებული საინვესტიციო ფონდების/ქვეფონდების შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, მონაწილეობის (ერთეულის ფლობის) მიზეზი, მიზანი, თანხის მოცულობა და სარგებელი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 23 ივნისი 2022 წ. N1708-VIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2022.
- როდის იქნა მიღებული „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1708-VIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 240080000.05.001.020591.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1708-VIIIმს-Xმპ, 23.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 240080000.05.001.020591 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5501455/