საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.01.2003 ძალადაკარგული 11.02.2004
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
170.030.000.11.106.005.648
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 6, 20/01/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.030.000.11.106.005.648

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №9

2003 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებებისშეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა 2002 წლის 28 დეკემბრის რიგგარეშე საერთო კრების მიერ მიღებული თანდართული ცვლილებები და დამატებები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში (სსმ III ნაწ. №93, 4.09.2001 წ.) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) წესდების თავების არსებული ნუმერაცია შეიცვალოს რომაული ციფრებით;

ბ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. კრების თავმჯდომარე. კრების ოქმი

1. კრებას თავმჯდომარეობს კრების მიერ არჩეული ნოტარიუსი.

2. კრების ოქმს ადგენს მდივანი და მას ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე და კრების მდივანი.

3. კრების თავმჯდომარე ვალდებულია კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგინოს კრების ოქმი.”;

დ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „ოფიციალური გამოქვეყნების” შეიცვალოს სიტყვით „არჩევის”, ხოლო სიტყვის „ამასთანავე” შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ვადის გასვლის შემდეგ”;

ვ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავმჯდომარე წარმოადგენს საქართველოს ნოტარიატსა და გამგეობას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ურთიერთობებში, ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს, ასრულებს საერთო კრებისა და გამგეობის გადაწყვეტილებებს და ახორციელებს ყველა სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია გამგეობის ფუნქციებთან.”;

ზ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. გამგეობის მიერ ფუნქციების შესრულება

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე და მოადგილე საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების პერიოდში იმავდროულად არ შეიძლება ასრულებდეს ნოტარიუსის ფუნქციას.

2. კრება განსაზღვრავს თავმჯდომარისა და მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობას.

3. ხარჯები, რომლებიც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, ანაზღაურდება წერილობითი განცხადებისა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამგეობაში წარდგენის საფუძველზე.”.