📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.06.2022
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016495
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2022
matsne.gov.ge 2,113 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.01.2022 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.07.2020 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის -სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.08.2020 შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.04.2022 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.09.2023

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2022 წლის 28 ივნისი ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 აგვისტოს №14 დადგენილება (ვებგვერდი, 27/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.112.016430). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე დანართი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სამსახურის მისამართია ქ. ლანჩხუთი, კოსტავას ქ. №37. თავი II სამსახურის შემადგენლობა მუხლი 2🔗. სამსახურის შემადგენლობა სამსახურის შემადგენლობაში შედის: ა) სამსახურის უფროსი – პირველადი სტრუქტურული   ერთეულის  ხელმძღვანელი; ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების უფროსი -მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები – პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები. თავი III სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები  სამსახურის ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და კოორდინაცია; ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება; გ) დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; დ) ჯანდაცვის მუნიციპალურ ობიექტებთან თანამშრომლობა; ე) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა; ზ) სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; თ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; ი) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; კ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ლ)  შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება; მ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა; ნ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; ო) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; პ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; ჟ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; რ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ს) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ტ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; უ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსთვის გადაგზავნა. ფ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; ქ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. ყ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება; შ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; ჩ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამის რეაგირება; ც) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა; ც) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; ძ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარება; წ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარება. მუხლი 4🔗. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების ფუნქციებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და კოორდინაცია; ბ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება; გ) დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია; დ) ჯანდაცვის მუნიციპალურ ობიექტებთან თანამშრომლობა; ე) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა; ზ) სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება; თ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; ი) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; კ) იმ პირთა აღრიცხვა, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ლ)  შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება; მ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ ინფორმაციის მოძიება და აღრიცხვა; ნ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; მუხლი 5🔗. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 1. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდგომში - განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით შექმნილი, მეორადი სტრუქტურული ერთეული. 2. განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. განყოფილების ფუნქციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს: ა) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ბ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება; დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; ზ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა; თ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება; ი) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიური იდენტიფიცირება, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვა და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება; ლ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირება და მასზე შესაბამის რეაგირება; მ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და მათში ჩართვის ხელშეწყობა; ნ) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა; ო) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარება; პ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მუშაობის ჩატარება. ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები. 4. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას; ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას; გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით განყოფილების ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას. 5. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს. 6. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი-მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 7. ბავშვისა და ოჯახისა სოციალური მუშაკი არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც: ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასებას ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით; ბ) შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე; გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას; დ) კოორდინაციას უწევს სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით; ე) საქმის წარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით მონიტორინგს უწევს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცესს და ადგენს ანგარიშს; ვ)საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე; ზ) ახორციელებს მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. ბავშვის ფსიქოლოგი არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც: ა) მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში; ბ) ადგენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, სწავლობს მის ქცევას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; გ) საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით ახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს; დ) ახორციელებს მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი არის განყოფილების საჯარო მოსამსახურე, რომელიც: ა) მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში; ბ) ადგენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების შესახებ; გ) საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და ოჯახის თანხმობით ახორციელებს ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, ქალის ორსულობის პერიოდში და მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს; დ) ახორციელებს მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. 10. განყოფილების სამართლებრივ დახმარებას უზრუნველყოფს მერიის იურიდიული სამსახურის საჯარო მოსამსახურე. მუხლი 6🔗. ბავშვთა დაცვის ინსპექტორი 1. ბავშვის დაცვის ინსპექტორი (შემდგომში – ინსპექტორი) არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურე, რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას. ინსპექტორის უფლებამოსილებებია: ა) საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა; ბ) საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ბავშვის ჯგუფური ტრანსპორტირების წესების და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირების (ღონისძიების ორგანიზატორი) მიერ საკუთარი ვალდებულებების დაცვაზე ზედამხედველობა, გ) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბეჭდური მედიის გავრცელების წესების დაცვაზე ზედამხედველობა; დ) საჯარო კინოჩვენებებზე და ღამის კლუბებში ბავშვის დაშვების წესების დაცვაზე ზედამხედველობა; ე) ჩაწერილ ფილმებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვების დაცვაზე ზედამხედველობა; ვ) ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა თრობის საშუალებების, ალკოჰოლის შემცველი სასმელის,  თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულების ბავშვისთვის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა. 2. განყოფილების საქმიანობა განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. თავი IV სამსახურის მართვა, სამსახურის მოხელეები და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 7🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი – პირველადი პირველადი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს   მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას  მიკუთვნებულ  საკითხებზე; თ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია  მერის წინაშე; 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნისას სამსახურის ერთ-ერთი მოხელე მერის დავალებით. 5. განყოფილების უფროსი: ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების თანამშრომლებს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას; გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; დ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს; ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს; ვ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურე არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 9🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.