აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში შიდა სტაჟირების წესის, პირობების და სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2022 წლის 1 ივლისი ქ.თბილისი |
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში შიდა სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი №1-ის შესაბამისად.
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუში დანართი №2-ის შესაბამისად.
|
დანართი #1
2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიზანია უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოთა პოტენციური კადრების გამოვლენა, პრაქტიკული სწავლება, და მათი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
ა) სტაჟირება – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში
გ) კანდიდატი – პირი, რომელიც აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგებლის სახელზე წარმოადგენს განცხადებას აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;
დ) უშუალო ხელმძღვანელი – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
2. სტაჟიორთა შერჩევის შესახებ განაცხადი უნდა მოიცავდეს:
ა) გამგეობის იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელებას, სადაც ცხადდება სტაჟიორთა შერჩევა;
ბ)სტაჟირების ვადას;
გ) სტაჟიორისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს;
დ) სხვა საჭირო ინფორმაციას სტაჟიორთა შერჩევის თაობაზე.
ა) სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას;
ბ) არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
გ) ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
2. კანდიდატმა სტაჟირების გავლისათვის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის, ასევე განაცხადის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემთხვევაში, მასში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს 150 სიტყვისა;
3. განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში კანდიდატი გასაუბრებას გადის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიასთან (შემდეგში -კომისია).
4. კანდიდატი, რომელმაც კომისიის გადაწყვეტილებით წარმატებით გაიარა სტაჟიორთა შერჩევის პროცესი, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით მიიღება სტაჟიორად, არაუგვიანეს გასაუბრების ჩატარებიდან 10 დღისა. ამავე ბრძანებით სტაჟიორს სტაჟირების ვადით განესაზღვრება უშუალო ხელმძღვანელი.
5. სტაჟირება ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით, ანაზღაურების გარეშე.
2. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვით. სტაჟიორს, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაუგრძელდეს სტაჟირების ვადა, რომელიც საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
ა) გაეცნოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკას;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს კონკრეტული დავალებები;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და გამომდინარეობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
1.სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია შეუქმნას სტაჟიორს სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მოითხოვოს სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების შედეგების შესახებ ანგარიში წარუდგინოს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 7 სამუშაო დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;
გ) დავალების არაერთგზის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამისი სტაჟირების ხელმძღვანელის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე.
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებელად შეფასების შესახებ;
გ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა გასცემს ცნობას სტაჟირების გავლის შესახებ, ხოლო შედეგების დადებითად შეფასებისას სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.