1. კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, მუნიციპალური ვებ-გვერდის ლინკის მეშვეობით.

2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება გააჩნია ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს. კენჭისყრისას, მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

3. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა ასევე შეიძლება უშუალოდ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზით.

4. კენჭისყრისას, თითოეული მონაწილე უფლებამოსილია კენჭი უყაროს 1 პროექტს.

5. კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია.

6. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობ