1. კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, მუნიციპალური ვებგვერდის ბმულის მეშვეობით.
2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს დუშეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებლად რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. კენჭისყრისას, მოქალაქემ უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია კენჭისყრაში მონაწილე ფიზიკური პირის მიერ მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემები სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე მისი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გადაამოწმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში
4. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს კენჭისყრაში მონაწილეობა ელექტრონულთან ერთად მატერიალური ფორმითაც - ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზითაც. ამგვარი წესით ხმის მიცემისას მერია უფლებამოსილია ასევე გადაამოწმოს კენჭისყრაში მონაწილეთა მონაცემები ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
5. კენჭისყრისას თითოეული მონაწილე უფლებამოსილია აირჩიოს და ხმა მისცეს 1 პროექტს.
6. კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია.
7. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა, მაგრამ არანაკლებ 265 ხმის