მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულებით საპროექტო წინადადებებისათვის განსაზღვრულია შემდეგი კრიტერიუმები:

საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს დუშეთის თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს (ბიუჯეტს);

წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ჩასმული დასაგეგმი წლის ბიუჯეტის პროექტში;

ტექნიკურად უნდა იყოს შესაძლებელი საპროექტო წინადადების განხორციელება;

პროგრამის კოორდინატორი ახდენს საპროექტო წინადადებების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების აღრიცხვას (ე.წ. check-list) თანდართული ფორმით