1. წინადადებების მიღების ვადის გასვლის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი ახდენს მიღებული წინადადებების პირველად გადარჩევას ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად.

2. პირველადი გადარჩევის პროცესი უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.

3. წინადადებების პირველადი გადარჩევისას, სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებება წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.

4. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე.

5. წინადადებების წარმომდგენებს, რომელთა პროექტები ვერ გაივლიან კვალიფიკაციას, სამუშაო ჯგუფის სახელით ეგზავნება არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარა მისმა პროექტმა გადარჩევის ეტაპი. პასუხი შესაძლებელია გაიგზავნოს როგორც წერილობით, ასევე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით.

6. პროგრამის კოორდინატორი უზრუნველყოფს, რომ კენჭისყრის ეტაპზე გადასული პროექტები კენჭისყრისთვის ატვირთული იყოს კენჭისყრის პროგრამულ უზრუნველყოფაშ