“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016629
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2022 წლის 1 ივლისი

ქ.ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2019, ს/კ 010250050.35.105.016523) და დადგენილებით დამტკიცებული:

ა)  დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას, უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას, საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადებას და მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.“

ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება. “

გ) დებულების მე-3 მუხლის „უ“ პუნქტს დაემატოს „უ.ა.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ.ა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას; მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგს; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის/ მიწოდებას; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას,  მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს; მოსახლეობისთვის აგრალურ საკითხებზე საკონსულტაციო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას;

დ) დებულებას დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რიცხული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობის აღრიცხვას მათი საგაზაფხულო და სხვა სახის სამუშაოების შესრულებისათვის მზადყოფნის მიზნით;

ბ)  მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით სოფლის მეურნეობის  დარგის სრულ მონიტორინგს;

გ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

დ) სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან  აქტიურ თანამშრომლობას;

ვ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას;

თ)   სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ი)  სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;  

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ლ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას,  მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს;

მ) საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, შესაბამისი დაინტერესებული უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და საგაზაფხულო სამუშაოების მსვლელობის მონიტორინგის განხორციელებას;

ნ) საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების შედგენას, გამოცემას და გავრცელებას;

ო) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და ხელშეწყობას;

პ) მოსახლეობისთვის აგრალურ საკითხებზე საკონსულტაციო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას;

ჟ)  სახელმწიფო და არასახელმწიფო აგრალური პროექტების დანერგვა - განზოგადოებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში;

რ) მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგს და პირუტყვთა სულადობისა და პროდუქტიულობის მონაცემების დამუშავებას ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით;

ს) მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება-მოპოვებას;

ტ) მეცხოველეობაში ცხოველთა და ფრინველთა სულადობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

უ)  კოორდინირებას სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამებს მუნიციპალიტეტში სოფლის-მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების განხორციელებაში;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. “

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2022.
როდის იქნა მიღებული “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.07.2022. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016629.
რამდენი მუხლისგან შედგება “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №18, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016629 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5513860/