1. ექსპლუატანტის სერტიფიცირების დროს ამ მუხლით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტები, ექვემდებარება დამტკიცება/შეთანხმებას სააგენტოსთან:
ა) * - კონფიგურაციიდან გადახრების ჩამონათვალი (CDL);
ბ) * - ძირითადი მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MMEL);
გ) კონკრეტული თვითმფრინავის მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL);
დ) მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა ( გარდა RNP-AR):
ე) ფრენების წარმოება MNPS-ის საჰაერო სივრცეში;
ვ) ელექტრონული სანავიგაციო მონაცემების გამოყენების წესები;
ზ) ** - ტექნიკური მომსახურების აუცილებელი სამუშაოები და მათი პერიოდულობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, აღნიშნული ერთი ვარსკვლავით –
„*“ უნდა დამტკიცდეს რეგისტრაციის სახელმწიფოსთან, ორი ვარსკვლავით –
„** “ აღნიშნული - მწარმოებელ სახელმწიფოსთან, ხოლო ვარსკვლავის გარეშე დოკუმენტები –
სააგენტოსთა