სასტუმროების კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „პარკ ჰოტელი“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი, საკადასტრო კოდი 69.04.56.308) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2022 წლის 7 ივლისი ხაშური |
სასტუმროების კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „პარკ ჰოტელი“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი, საკადასტრო კოდი 69.04.56.308) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი“-ის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ამავე დადგენილების №5 დანართის მე-9 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 19.04.22 წ-ის სხდომის ოქმი №1-19/22-ისა და „სასტუმროების კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „პარკ ჰოტელი“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი, საკადასტრო კოდი 69.04.56.308) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 21.04.2022 წ-ის №23 განკარგულების გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
მუხლი 1
დამტკიცდეს, სასტუმროების (მრავალფუნქვციური დასასვენებელი) კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „პარკ ჰოტელი“-ს (ს/კ 405030327) კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, ჩუმათელეთი, საკადასტრო კოდი 69.04.56.308, დაზუსტებული ფართობი 30511,00 მ2) განაშენიანების დეტალური გეგმა წარმოდგენილი დანართის შესაბამისადю
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
|