„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 23.11.2020
ძალაში შესვლა 01.06.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №558-3
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016693
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/07/2022
matsne.gov.ge 491 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.11.2020 მიღება
01.06.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გრენადის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 10.05.2021 შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ეკვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 09.04.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 23.06.2015 „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 24.04.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 26.06.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობა და გრენადის მთავრობა, შემდგომში  „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს, გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი ორდინალური   პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 თითოეული ხელშეკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ, გავიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არაუმეტეს  ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოცდღიან (180)  პერიოდში.  მუხლი 2🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებსაც განზრახული აქვთ იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ოთხმოცდაათ (90) დღეზე მეტი ვადით, მოეთხოვებათ წინასწარ მიიღონ შესაბამისი ვიზა. მუხლი 3🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი ორდინალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული  ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით. მუხლი 4🔗 თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ორდინალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეები, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 5🔗 წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე, ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი ორდინალური პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს, რომელთაც ის მიიჩნევს არასასურველად. მუხლი  6🔗 1. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, გაცვლიან თავიანთი მოქმედი ორდინალური პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. 2. ხელშემკვრელი მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ერთმანეთს მიაწვდიან  მათი  ახალი  ან შეცვლილი ორდინალური პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად, მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე. მუხლი 7🔗 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება. 2. შეთანხმების მოქმედების შეჩერების და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 8🔗 იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ ხელშეკრულებაზე უკეთეს პირობებს, გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები. მუხლი 9🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 10🔗 1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ. 3. წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. შესრულებულია ქ. ნიუ იორკში, 2020 წლის 23 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) გრენადის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)