ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2022 წლის 19 ივლისი ქ. ბათუმი |
|
2. ამ წესის ამოცანებია:
ა) შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავარიული შენობების ლიკვიდაციის და მათ ნაცვლად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლების, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების ხელშეწყობა, ასევე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო საცხოვრისი გარემოს შექმნა;
დ) ქალაქის იერსახის გაუმჯობესება;
ე) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
ვ) მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდის შევსება.
ა) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე;
ბ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში;
გ) ავარიული შენობა-ნაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით;
დ) იმ ობიექტის დასრულების მიზნით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს მხოლოდ საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენებაზე უარის შესახებ, ეს გადაწყვეტილება აღარ საჭიროებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებას.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ღონისძიების შედეგად შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ისა (ზუსტი ოდენობა განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით საკრებულოს გადაწყვეტილებით) სასარგებლო ფართობის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და გამოყენებული უნდა იქნეს სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის. ეს ფართობი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება მესაკუთრის ან/და მშენებლობის ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუ ეს არ დაუპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და არ გამოიწვევს ადამიანთა საცხოვრებელი გარემოს და სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესებას. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ქალაქგეგმარებითი ესთეტიკური პარამეტრები და არსებული საინჟინრო, სატრანსპორტო და მწვანე ინფრასტრუქტურის ეფექტიანი შენარჩუნების/გაუმჯობესების პირობები.
3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ისეთი ობიექტების დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ, რომლებზეც არსებობს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენება დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნეულ პირვანდელ საპროექტო ობიექტზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებზე, ასევე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით გამოყოფილ ან გამოყენებულ სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).
4. დაინტერესებული პირი, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ან უნდა განთავსდეს ობიექტი ან მისი ნაწილი, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება;
ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;
გ) ფოტოსურათები;
დ) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა (კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში);
ე) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა (განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების არსებობის შემთხვევაში);
ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;
ზ) ინფორმაცია მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესის შესახებ, თუ დაინტერესებული პირი მიიჩნევს, რომ ობიექტი დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნეულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;
თ) სხვა დოკუმეტაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოითხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.
5. ამ წესით დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის ავარიულ სახლად მიიჩნევა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, რომელთა ავარიულობის ხარისხი არის V , IV და III კატეგორია და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ექვემდებარება დემონტაჟს ან უკვე დემონტირებულია ან/და მისი აღდგენა-გამაგრება არარენტაბელურია, მათ შორის საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე მდებარე ე.წ. „ბარაკები“.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები გამოიყენება ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, ავარიულ შენობა-ნაგებობად მიჩნეულ შენობა-ნაგებობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე, ასევე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყოფილ ან/და გამოყენებულ/გამოსაყენებელ სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).
7. დაინტერესებული პირი/პირები, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ან უნდა განთავსდეს ობიექტი ან მისი ნაწილი, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრე(ებ)ს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება/შეთანხემება;
ბ) ავარიული სახლის ყველა მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე. ამასთან, თუ ავარიული სახლის მესაკუთრე პირთაგან რომელიმე სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტია, მათი თანხმობა სავალდებულო არ არის;
გ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;
დ) ფოტოსურათები;
ე) შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დამადასტურებელი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი არის III, IV ან V კატეგორიის. ამასთან, ეს დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ;
ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;
ზ) სხვა დოკუმეტაცია/ინფორმაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოთხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.
8. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყეტილებით გამოყოფილია/გადაცემულია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილებისათვის.
9. დაინტერესებული პირი, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა;
ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;
გ) ფოტოსურათები;
დ) მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა (კონსტრუქციის არსებობის შემთხვევაში);
ე) განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნა (განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების არსებობის შემთხვევაში);
ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი.
10. განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტად, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მიიჩნევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
11. დაინტერესებული პირი, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერ(ებ)ი საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა;
ბ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა;
გ) ფოტოსურათები;
დ) განმარტებითი ბარათი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის დასაბუთების შესახებ;
ე) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;
ვ) სხვა დოკუმეტაცია/ინფორმაცია, რომლის წარდგენასაც დამატებით მოთხოვს საკითხის განმხილველი ორგანო.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სათათბირო საბჭოს შემადგენლობას.
3. სათათბირო საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი.
4. სათათბირო საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
5. სათათბირო საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი (საბჭოს მდივანი შეიძლება იყოს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი), რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
6. სათათბირო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების საკითხის განსახილველად.
7. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე საბჭოს წევრი.
8. სათათბირო საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ წესთან და მოქმედ კანონმდებლობასთან;
ბ) იმსჯელოს და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების ან გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
გ) გამოითხოვოს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებისაგან განსხვავებით დამატებითი მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც აუცილებელია საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის.
9. სათათბირო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.
10. სათათბირო საბჭოს სხდომაზე საკითხების განხილვა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით, ადმინსიტრაციული წარმოების ფარგლებში საბჭოზე განხილვისათვის ამ წესით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებას უზრუნველყოფს მშენებლობის ნებრათვის გაცემის პროცედურების წარმართვაზე უფლებამოსილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
11. სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი საკითხთან დაკავშირებით სათათბირო საბჭოს თავმჯდომარე განსაზღვრას სათათბირო საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღს და იწვევს სხდომას. სათათბირო საბჭოს სხდომა ტარდება კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების ვადების ფარგლებში. სხდომის თარიღისა და მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება დაუყონებლივ ეცნობება საბჭოს ყველა წევრს.
12. სათათბირო საბჭო განხილულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ღებულობს ღია კენჭისყრის საფუძველზე ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით.
13. სათათბირო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული, მატერიალურ და ტენიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეული.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 05.07.2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.020588) მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ განსაზღვრული დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებისა და საკომპენსაციო ღონისძიების გამოყენების და ამ კანონით გათვალისწინებული სათათბირო საბჭოს საქმიანობის წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე
დანართი