ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.07.2022
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016393
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2022
matsne.gov.ge 11,971 სიტყვა · ~60 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
20 15
ტექნიკური წყლის მილის დიამეტრი- მმ მიერთების მაქსიმალური პერიოდი, სამუშაო დღე
მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარში მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარში
ტექნიკური წყლის მრიცხველის მილის დიამეტრი, მმ აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ მოთხოვნილი დიამეტრი (მმ) 97% 30.08.2023 ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყალით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშერულების ტიპიური ფორმის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის და აღიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივნისის №12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 03.08.2022 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი 88% 19.12.2019 წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 30.08.2023 პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის გასაფორმებელი საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 05.03.2021

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №6 2022 წლის 15 ივლისი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტექნიკური წყლის მიწოდების საფასურის (ტარიფის) დადგენის, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის, ტექნიკური წყალის მომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის, აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი, სულადობრივი აღრიცხვისა და წყალმომარაგების შეწყვეტა/აღმდგენი აქტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლი მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ე.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დაადგინეს ტექნიკური წყლის მიწოდების ტარიფი: ა) გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1მ​3 ღირებულება 0,50 (ნული ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის 1მ​3 ღირებულება 3,50 (სამი ლარი და ორმოოცდაათი თეთრი) ლარი. ბ) გაუმრიხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის სულადობის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 1.50 (ერთი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. დაადგინეს, წყალმომარაგების ქსელზე ახალი  მომხმარებლის მიერთების საფასური, რომლელიც იანგარიშება, გამანაწილებელი ქსელის მაგისტრალიდან, ახალი მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის მოწყობის პუნქტამდე, მილის დიამეტრისა და მანძილის გათვალისწინებით შეადგენს (არასაყოფაცხოვრებო). ტექნიკური წყლის მილის დიამეტრი- მმ მიერთების მაქსიმალური პერიოდი, სამუშაო დღე 0 დან 100 მეტრის რადიუსში 100 დან 200 მეტრის რადიუსში მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარში მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარში 20 40 400 500 2. დადგინეს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (საყოფაცხოვრებო): ტექნიკური წყლის მრიცხველის მილის დიამეტრი, მმ აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით) 20 15 100 მუხლი 3🔗 დამტკიცდეს: ა) „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესი“ №1 დანართის მიხედვით; ბ)  ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშეკრულების ტიპიური ფორმა, როგორც არასაყოფაცხოვრებო, ასევე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, №2 დანართის მიხედვით; გ)  აღრიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტის ფორმა №3 დანართის მიხედვით; დ) სულადობრივი აღრიცხვის აქტის ფორმა №4 დანართის მიხედვით. ე) წყალმომარაგების შეწყვეტის /აღდგენის აქტის ფორმა №5 დანართის მიხედვით. მუხლი 4🔗 განთავისუფლდეს ტექნიკური წყლით მოხმარების საფასურის და შესაბამისად დაგროვებული დავალიანების გადახდის ვალდებულებებისაგან ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების ქსელით მოსარგებლე საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მიმწოდებელმა განახორციელოს ტექნიკური წყლის მიწოდების მომსახურეობის აღრიცხვა,მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, ხოლო ტექნიკური წყლის საფასურის დარიცხვა ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად. მუხლი 5🔗 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს და გაუწიოს ეტაპობრივად შესაბამისი ფინანსური დახმარება ტექნიკური წყლის მიმწოდებელს და შპს „ჭიათურის წყალს“ იმ მიზნით, რომ შეიძინოს და დანერგოს სააღრიცხვო ელექტრონული სისტემები (ბილინგის სისტემა), სადაც შესაძლებელი იქნება მომხმარებელთა ელექტრონული ბაზის შექმნა, პროგრამულად გახარჯული ტექნიკური წყლის რაოდენობის და მოცულობის აღრიცხვა, მრიცხველის ჩვენებების და წარმოქმნილი დავალიანების ავტომატური გაანგარიშება, აბონენტთა დაყოფა კატეგორიებად და სხვა შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ეფექტურ მომსახურეობას. მუხლი 6🔗 მიმწოდებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს ამ დადგენილებით შემოღებული წესებითა და წყალმომარაგების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყლის მომარაგება) მიწოდება/მოხმარების რეგულირების წესი         ეს წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, წყალმომარაგების სფეროში სხვა მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად. თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიღების არსი 1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების ( ტექნიკური წყლით მომარაგების) მიწოდება/ მოხმარების რეგულირების წესის (შემდგომში-წესი) მიღების არსია, დაარეგულიროს ტექნიკური წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობები, შეიქმნას საბაზისო საფუძვლები წყალმომარაგების სისტემის მართვის გამართული ფუნქციონირებისათვის უზრუნველსაყოფად, დარეგულირდეს და დადგინდეს წყლის მიწოდების და მიწოდების საფასურის ანაზღაურების პროცედურები და მექნიზმები. 2. ამ წესით დადგენილი პირობები შესასრულებლად სავალდებულოა წყლის მიმწოდებლისა და მომსახურეობის მიმღები ყველა მომხმარებლებისათვის. 3. მიმწოდებელი პასუხისმგებელია წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით მომხმარებელთა სათანადოდ მომსახურებასა და წყალმომარაგებაზე. 4. ამ წესით დადგენილი შემთხვევების გარდა, იკრძალება მომხმარებელთა წყლით მომარაგების შეწყვეტა. 5. ნებისმიერ პირს (მომხმარებელს), თუ კი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს პრეტენზიით მიმართოს მომსახურეობის მიმწოდდებელს ან დარღვეული უფლებების აღსადგენათ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მიმწოდებლის ბრალეულობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ამ წესით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. მუხლი 2🔗. წყალმომარაგების სფეროს რეგულირების მიზანი ამ წესის მიზანია, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, წყალმომარაგების სისტემის ქსელის შექმნა და ქსელის გამართული ფუნქციონირებისათვის დაკავშირებული წესებისა და პირობების განსაზღვრა. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებული ყველა ტერმინი განიმარტება წყალმომარაგების სფეროში მარეგურილებელი კანონქვემდებარე აქტებისა და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, რასაც აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტექნიკური წყალი - წყალი რომელიც მასში არსებული მინარევების (მყარი ნაწილაკები, ემულსიები და გახსნილი ნივთიერებები) გამო უვარგისია სასმელად; მიმწოდებელი - პირი/საწარმო, რომელიც ახორციელებს წყალმომარაგების საქმიანობას; ბ) მომსახურეობა - ტექნიკური წყლით მომარაგება ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ან არარეგისტრირებული საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის; გ) წყალმომარაგება - საქმიანობა, მომხმარებლის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლიობა, წყლის სისტემების მეშვეობით, რომელიც შეიცავს წყლის მიღებას ზედაპირული წყლის ობიექტიდან, ბუნებრივი წყაროებიდან მის გაწმენდას, წტანსპორტირებასა და მომხმარებლისათის მიწოდებას; დ) წყალსადენი ქსელი - წყალგაყვანილობის ხაზების  (მილგაყვანილობების) ერთობლიობა მოხმარების ადგილამდე წყლის მიწოდებისათვის (მილსადენი, რეზერვუარი,ღია და დახურული არხები,საჭიროების შემთხვევაში, სატუმბი სადგური და სხვა.); ე) მიმწოდებელი (წყალმომარაგების) - ნებისმიერი იურდიული (საწარმო), რომელიც ახორციელებს ტექნიკური წყლის წყალმომარაგების საქმიანობას; ვ) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ყიდულობს ტექნიკურ წყალს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ საქმიანობას; ზ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ყველა სხვა მომხმარებელი; თ) აბონენტი - მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი; ი) ტექნიკური წყლის მიწოდება - მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლის მიწოდება წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით; კ) ტექნიკური წყლის მიწოდების სისტემის მფლობელი ოპერატორი - პირი, რომელიც სარგებლობის უფლებით, ფლობს და ექსპლოატაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების სისტემებს; ლ) წყალმომარაგების ოპერატორის იურდიული მისამართი - ქ.ჭიათურა, ნინოშვილის №5ა; მ) მომსახურეობის მოწოდების ადგილი - დასახლებული ან დაუსახლებელი პუნქტი, რომელშიც შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის ოპერატორი მომხმარებელს აწვდის ტექნიკურ წყალს მოხმარებისთვის; ნ) მიწოდების ხელშეკრულება - მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის სათანადოთ გაფორმებული ხელშეკრულება ტექნიკური წყალის მიწოდების შესახებ; ო) ტექნიკური წყლის ტარიფი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით დადგენილი, ტექნილური წყლის მოხმარების საფასური, გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის 1 კბ.მ-ით გაანგარიშებით, ხოლო გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის სულადობით გაანგარიშებით; პ) მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება - მომხმარებლის მიერ, მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობისა და სულადობის მიხედვით დაანგარიშებული ტექნიკური წყლის საფასური; ჟ) მოწყვლადი მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც მისი სტატუსისა თუ მდგომარეობის გამო, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე ან ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი წესით მინიჭებული აქვს წყალმომარაგებით სარგებლობის უფლება შეღავათიანი პირობებით; რ) ტექნიკური წყლის ხარჯვის ნორმა - ტექნიკური წყლის ტარიფის გაანგარიშებისას, მიმწოდებლისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრული ერთ სულ მოსახლეზე წყლის ნორმა, რომელიც აისახება წყალმომარაგების ტარიფში; ს) მრიცხველი - მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრისცხვის ხელსაწყო; ტ) აღრიცხვის კვანძი - პუნქტისადაც განთავსებულია მრიცხველი მასთან დაკავშირებული სხვა მოწყობილობები (ლუქები, ფილტრები, ვენტილები და ა.შ); უ) დეპოზიტი - ფულადი შენატანი, მიმწოდებლის ანგარიშზე მომხმარებლის მიერ თანხის განთავსება, რომელიც მიმწოდებლის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მომხმარებლის დავალიანების დასაფარად, ან გასაწევი მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად. მუხლი 4🔗. მხარეთა ძირითადი უფლება-მოვალეობები (პრინციპები) 1. მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ტექნიკური წყლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიდუმლო წყალმომარაგება. 2. მიმწოდებელი ვალდებულია: ა) განახორციელოს წყალმომარაგების მომსახურეობა და მიაწოდოს ტექნიკური წყალი ყველა სახის მომხმარებელს; ბ)  დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები; გ)  ურუნველყოს მომხმარებელთა სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურეობა; დ) მოახდინოს სათანადო რეაგირება მომხმარებელთა შეტყობინებაზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით; ე)  უზრუნველყოს ამ წესით და მიწოდების ხელშეკრუებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულება; ვ) შეწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება, თუ საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას ან ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას; 3. მომხმარებელი ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესითა და მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი პირობები; ბ) დროულად გადაიხადოს , მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური, ამ წესითა და მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და წესით; გ) არ დაუშვას ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარება და ასეთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აანაზღაუროს მიმწოდებლისათვის მიყენებული ზიანი; დ) არ დაუშვას წყალმომარაგების სისტემებზე თვითნებური მიერთება/ჩაჭრა/აღდგენა, აგრეთვე აღრიცხვის კვანძის მთლიანობის დარღვევა, მრიცხველის და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების დაზიანება; ე) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, ტექნიკური წყლის მიწოდების შეფერხების, შეწყვეტის, მიწოდების აღდგენის, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ თარიღებისა და დროის მითითებით, აგრეთვე მისი დარღვეული უფლებების დაცვის მიზნით, პრეტენზიით მიმართოს მიმწოდებელს ან განცხადებით სასამართლოს. მუხლი 5🔗. ტექნიკური წყლით მომსახურების ზოგადი პირობები და დაწესებული შეთავაზებები 1. წყალმომარაგების ხელშეკრულებით მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს ტექნიკური წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) ტექნიკური წყლის საფასური და ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები; 2. ეს წესები და ამ წესების საფუძველზე, მომზადებული მიწოდების ხელშეკრულება, ტექნიკური წყლის მომხმარებლისთვის, წარმოადგენს, ძირითად იურდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება მოვალეობებს, ტექნიკური წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდების ან/და მოხმარების დროს; 3. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით; 4. მომხმარებელთან გაფორმებული წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; 5. მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებს; 6. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს წყალმომარაგების მომწოდებელს იურდიულ მისამართზე (სამუშაო საათებში); 7. წყალმომარაგების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კომპანიის წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომელებსაც უშუალოდ კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან; 8. წყალმომარაგების მიმწოდებელმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიაბეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გადაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი. ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა თუ; ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მოხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით; ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ, ინფორმაცია, მოხმარებელს მიეწოდება ტესტური შეტყობინებით. 9. იმ შემთხვევაში თუ მოხმარებელი წერილობითი ალ ელექტრონული ფორმით შეიტანს განაცხადს, მას პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა  ფორმითაც მოხდება აღნიშნული განცხადების მიღება. 10. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს ასევე: ა) აბონენტის რეგისტრაციის  (ან შეცვლის) შემთხვევაში - აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას); ბ)  აქტის შედგენის შემთხვევაში - აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს; გ)  მრიცხველის დაყენების შემთხვევაში - მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს; დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში - მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და სტანდარტულ პირობებს. 11. მიმწოდებელი უფლებამოსილია შეიმუშაოს და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა ხასიათის და შინაარსის მოთხოვნის შესახებ განცხადების ტიპიური ფორმები. 12. ამ წესების მიზნებისთვის ტექნიკური წყლის მომხმარებელები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც ტექნიკურ წყალს ყიდულობა და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. 13. ამ წესით გათვალისწინებული, მომხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდისგან, შესაძლებელია განთავისუფლდეს ან შეუმცირდეთ გადასახადი, შემდეგი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მხოლოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში: ა) ომის ვეტერნები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) I და II ჯგუფის ინვალიდები, შესაბამისი დამადასტურებელი ფურცელის ან ცნობის საფიძველზე; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები ( რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველოჯახების მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 70 000 - მდე სარეიტინგო ქულა), შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ( სოციალური სააგენტო) გაცემული ცნობის საფუძველზე; დ) მრავალშვილიანი ოჯახები (სამი და მეტი არასრულწლოვანი შვილი); ე)  მარტოხელა მშობლის (მარტოხელა მამა ან მარტოხელა დედა) სტატუსის მქონე პირი; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალააქეები და ოჯახები; ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, გამართულ საომარ მოქმედებებში და ბრძოლებში დაღუპული მეომართა ოჯახის წევრები და ოჯახები; თ) ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთა პედაგოგიური საქმიანობა აღემატება 20 წელს; ი)  სააღმზრდელო და საგანმანათლენლო დაწესებულებები, საოჯახო სასტუმროს მფლობელი მომხმარებლები მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის 50% - იანი შეღავათით, შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს ( შემოსავლების სამსახურის ან საჯარო რეეესტრის) ცნობის (ამონაწერის) საფუძველზე; კ) აგრეთვე სხვა ნებისმიერი პირი, საქართველოს კანონმდებლობით და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. 14. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს საქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე - გულისხმობს კალენდარულ დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს. თავი II ტექნიკური წყლით მომარაგებასთან დაკავშირებული სპეციალური პროცედურები და ღონისძიებები მუხლი 6🔗. მომსახურების გაწევის საფუძველი და პირობები  1. მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სარგებლობს (ან ისარგებლებს) ტექნიკური წყლის მომარაგებით და მისი მომსახურებით. 2. მომხმარებელი ვალდებულია, ტექნიკური წყალი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში ან მიწოდების ხელშეკრულებაში მითითებული, საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. 3. პირმა, აბონენტად რეგისტრაციის მიზნით განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს. 4. საცხოვრებელი სახლის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს აბონენტად რეგისტრაციის განაცხადი, შესაბამის მიმწოდებლებთან. 5. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მმიმწოდებეი უფლებამოსილია მოთხოვოს ამ პირს, მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა (დარიცხული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტების რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, შესაბამისად დარიცხული დავალიანების გადაუხდელობისგან ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე.) 7. განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს მის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ტექნიკური წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორეს მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს წყალმომარაგების ვალდებულებას მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 8. აბონენტად რეგისტრაციის განაცხადში მითითებული უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები ( ინფორმაციის მიმღების მინიმუმ ორი საშუალება - ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული  მისამართი) ბ) მიმწოდებლის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადობის მოწმობის პირადი ნომერი ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის),ან დაწესებულების სახელწოდება, იურიდიული მისამართი,საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საინდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა,სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ვ) ტექნიკური წყლის მომსახურების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. 9. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს: ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა; ბ) გადახდაზე პასუხისმგებელიფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირია. 10. აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა  მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი წყალმომარაგება ამ წესებით განსხვავებული პირობების დაცვით (თუ ტექნიკური პირობები დაცულია). 11. განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების  განხორციელებისთანავე, აბონენტის ტექნიკური წყლით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყებისმიწოდების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს  განაცხადში  ასახული მონაცემები და  ტექნიკური წყლის მომარაგების დაწყების თარიღი, ხოლო ამ აბონენტთან ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, ასევე უნდა აღინიშნოს ტექნიკური წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ტექნიკური წყლის მრიცხველის გეგმიური შემოწმების პერიოდი. 12. აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთან წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმება, რისთვისაც მხარეები იყენებენ დამტკიცებულ   ,,მიწოდების ხელშეკრულების’’  სტანდარტულ ფორმას. 13. აბონენტად რეგისტრაციის, წყალმომარაგების ხელშეკრულების გაფორმების და ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგება. 14. თუ გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი იცვლის ტექნიკური წყლის მომხმარებლის მიზნობრიობას, მიმწოდებელი ვალდებულია  მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლის მისაერთებელი მილის დიამეტრზე, ამ მიზნისთვის საჭირო დადგენილ ვადაში, მომხმარებლის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის პირობით.საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია ასახოს ის მომხმარებლის დავალიანებაში; თუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად რეგისტრაციის დასრულებამდე ვერ მოეწყობა აღრიცხვის კვანძი, მომხმარებელი ტექნიკური  წყლის საფასური უნდა დაერიცხოს ამ მომენტამდე მოქმედი წესით და პირობით. 15. მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს წყალმომარაგების მიმწოდებელს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე. 16. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაინდენტიფიცირებული და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება. მუხლი 7🔗. მომხმარებელთა  ტექნიკური წყლით მომარაგების რეგურილება 1. მიმწოდებელის მიერ, მომხმარებლის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფი სამუშაოების დაწყებამდე, მიმწოდებლი ვალდებულია, მოახდინოს მომხმარებლის ინფორმირება სამუშაოს შესრულების ადგილზე, მისთვის ცნობილი ხელშემშლელი გარემოების შესახებ. 2. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეამოწმოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელი და მისი შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნომრებთან. 3. თუ მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგების მიზნით, მიმწოდებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედება ან სამუშაო ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ ამ წესით დადგენილი ვალდებულებელი ითვლება შესრულებულად. შესაბამისად მომხმარებელს წერილობითი ფორმით წარედგინება შესრულებული სამუშაოს აქტი. 4. მიმწოდებელი არ არის ვალდებული, მომხმარებლის წინასწარ აცნობოს სავარაუდო შემოწმების თარიღი და პერიოდი, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი წყალმომარაგების ქსელთან, ისე რომ მომხმარებლის მიერ შესაძლებელი იყოს მიმწოდებლის წარმომადგენელის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის,ფორმის და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით. 5. მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ მიმწოდებელი ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების და ტექნიკური წყლის მრიცხველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სათანადო წესით შემოწმების შემდეგ. 6. მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური გამართულობის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს  ადგილზე შემოწმება მომხმარებლის მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში თუ სისტემის ტექნიკური გამართულობის შესამოწმებლად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების (ტექნიკოსების) დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს. მუხლი 8🔗. აღრიცხვის კვანძის მოწყობა 1. აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა;შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები,დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი  და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. 2. მიმწოდებელს უფლება აქვს, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, ტექნიკური წყლისმრიცხველი), ასევე, სხვა სახის მოწყობილობები, მათ შორის დანადგარები. 3.მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალეების შეძენისა და მოწყობის ხარჯი). 4. ტექნიკური წყლის მრიცხველი და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის  მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ტექნიკური წყლის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა. 5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს (შეძლებისდაგვარად ახლოს მომხმარებელთან)  ისე, რომ დაინტერესებულ პირს  ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე მიმწოდებელს შეეძლოს, ამ წესების შესაბამისად, დაუბრკოლრბლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. 6. ტექნიკური წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული. 7. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე ტექნიკური წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის წყალგაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ მიმწოდებლის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და წყალგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება. 8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის, წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორას დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება მიმწოდებლის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ამასთან: ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელემენტების (მათ შორის დანადგარენისა და მოწყობილობების) აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი თავისი ხარჯით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარა ამ მოწყობილობებზე, გარეგანი მექანიკური ზემოქმედების კვალი, რაც შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ მიჩნეულ იქნეს, როგორც მომხმარებლის (აბონენტის)  უკანონო და არასანქცირებულ ჩარევად; ბ) მომხმარებელი პასუხისმგებელია, აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე). 9. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი შემდეგი წესით: ა) თუ მომხმარებლის წყლის მრიცხველის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ-ს,  წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, 30 სამუშაო დღის ვადაში, საკუთრი ხარჯით მოუწყოს აღრიცხვის კვანძი; ამასთან, თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობა, წყალმომარაგების მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი მოწყობა; ბ) თუ მომხმარებლის წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ -ს ან,თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი დადგენილ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური. 10. თუ აბონენტად რეგისტრაციის მსურველი საყოფაცხოვრებომ მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა ტექნიკურად შეუძლებელია მომხმარებლის კუთვნილი ქონების, მათ შორის შიდა ინფრასტრუქტურის დაუზიანებლად, მომხმარევბლის მიერ ინდივიდუალური მრიცხველის მოწყობაზე უარის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მომხმარებელთან შესაბამისი აქტის შედგენის, ტექნიკური წყლის საფასურის დარიცხვა მოახდინოს სულადობის მიხედვით.ეს რირებულება არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ან სიმძლავრის გაზრდის შემთხვევებზე. 11. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან და ვალდებულია: ა) უზრუნველყოს შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და სათანადოდ შესრულება; ბ) სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე წერილობით ან სმს-ით შეატყობინოს მომხმარებელს სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ; თუ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, მომხმარებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს ტექნიკური წყლით მომარაგება; გ) მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძი მოაწყოს და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს ისე, რომარ გამოიწვიოს მომხმარებლის წყალმომარაგების შიდა ქსელის გადაკეთება, ამ მომხმარებელთან წერილობითი ფორმით წინასწარ შეთანხმების გარეში. მუხლი 9🔗. მოხმარებული ტექნიკური წყლის მიწოდების ღირებულების და მომსახურების დარიცხვა/გადახდის პროცედურები 1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვბენებაზე  დაყრდნობით; ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით, ამ შემთხვევაში მიმწოდებელს და მომხმარებელს შორის დგება წერლობითი შეთანხმება უძრავ ქონებაში მცხოვრებ პირთა ოდენობის (სულადობის) დაზუსტების თაობაზე. 2. გაუმრიცხველიანელი საყოფაცხოვრებო მომხმარეველს (მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამ დღეზე მეტი ხნით შეუფერხდა ტექნიკური წყლის მიწოდება, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული წყლის პერიოდით. 3. მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად. 4. ინდივიდუალური მრიცხველის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად; 5. მომხმარებელმა, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეეებში გადახდის პუნქტტები არ მუშაობს,ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 6. ქვითარი მომხმარებელს მიეწოდება ელექტრონულად, შესაბამის მომხმარებლის მიერ მითიტებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით. 7. მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ქვითარში ასახული უნდა იყოს მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების დარიცხვის შესახებ ძირითადი ინფორმაცია კერძოდ: ა) აბონენტის ნომერი; ბ) დარიცხული მ³ ან სულადობა; გ) მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა; დ) დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა; ე) მრიცხველის ბოლო და ბოლოს წინა ჩვენება, ჩვენების აღების თარიღის მითითებით. ვ)  სამომხმარებლო ტარიფს. ზ) სულადობას, რამდენ პირზე მოხდა დარიცხვა. თ) მიმდინარე დავალიანების გარდა, მომხმარებელზედარიცხულ თანხას შესაბამისი საფუძვლის მითითებით. ი) მომხმარებლის უძრავი ქონების მისამართს და საკადასტრო კოდს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); კ) არსებობის შემთხვევაში, ადგილს (დაწესებულებას) გადახდის აპარატების მდებარეობის შესახებ, სადაც შესაძლებელია დარიცხული თანხის გადახდა საკომისიოს გარეშე; ლ) საკონტაქო და ინფორმაციის გაცვლის მომსახურების შესახებ მიმწოდებლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; მ) მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას. ნ) მომხმარებელზე დარიცხული სხვა დავალიანება, რომელიც შეიძლება გამომდინარე იყოსმომხმარებლის მიერ ტექნიკური წყლით უკანონო მოხმარების და ზიანის ანაზღაურებიდან. 8. ამ მუხლის მე -10 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, მომხმარებელთა ინფორმაციაზე მარტივი ხელისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია მიმწოდებლის მიერ განთავსებული იყოს ელექტრონულ მატარებელზე (ვებ-გვედზე, ასეტის არსებობის შემთვევაში). 9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მომხმარებელზე მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების გაანგარიშების და დარიცხვის შესახებ, დეტალური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი ელექტრონულ მატარებლებზე (ვებგვერდის ბმულზე) ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და  JPG ფორმატში. 10. მიმწოდებელი ვალდებულია, ანგარიშსწორების ქვითარში განცალკავებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთნხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. 11. ელექტრონული ქვითრი საცალო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. ქვითრის ამიღება მომხმარებლეს არ ათავისუფლებს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. 12. ბეჭდური ფორმის ქვითრი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს მიწოდების ხელშეკრულებაში მიტითებულ მისამართზე. 13. მიწოდების ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებიან, თუ რა ფორმით შეიძლება მიეწოდოს მომხმარებელს, ეს იქნება მატერიალური თუ ელექტრონული ფორმით - ელექტრონული ფოსტით თუ სმს შეტყობინებით. 14. ბეჭდური ქვითარი, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაგზავნილი ქვითრი უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე -9 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 15. მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთნხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით. 16. მომხმარებელზე დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. 17. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლის საფასურის წინასწარ გადახდის მოთხოვნა. ასეთი შესაძლებლობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ასეთი შეთანხმება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი შეთანხმების დოკუმენტით; ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებულ იქნება მომდევნო ანგარიშწორებისასა , ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს წყალმომარაგების მიმწოდებელს. 18. დაუშვებელია, მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების დაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 10🔗. მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლის მიწოდების შეწყვეტა 1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს ტექნიკური წყლის მიწოდება, თუ: ა) ეს აუცილებელია ქსელის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისთვის, გეგმიური სამუშაოების შესრულებისთვის, წყალმომარაგების მილსადენების, დანადგარების და მოწყობილობების შეცვლა/მონტაჟისთვის, რემონტისთვის და სხვა ობიექტური მიზეზებით; ბ) ავარიული სიტუაციის შექმნისას, რაც ქმნის გადაუდებელ აუცილებლობას და ამართლებს ტექნიკური წყლის მიწოდების შეწყვეტას; გ) მომხმარებლის მიერ არ არის გადახდილი ტექნიკური წყლის ღირებულება დადგენილ ვადაში; დ) მომხმარებელს შეუწყდა ტექნიკური წყლის მიწოდება, ტექნიკური წყლის უკანონოდ სარგებლობის გამო  ამ წესის 22-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისას. 2. დავალიანების გადაუხდელობის გამო მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა არ შეიძლება საღამოს საათებში, შაბათს და კვირას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეების წინა დღეს. 3. მომხმარებელს არ შეუწყდება ტექნიკური წყლის მიწოდება 1 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში. 4. მომხმარებელმა ქვითარზე ასახული დავალიანება უნდა გადაიხადოს მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ საბანკო ქსელის ან გადახდის სხვა აპარატების მეშვეობით. 5. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდის ასახვიდან ან მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან, ან წყალმომარაგების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივი გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 5 სამუშაო დღეში, 6. ქვითრში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს შესაბამის მომხმარებელს ტექნიკური წყლით მომარაგება. 7. ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმარებლის არათნაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). მუხლი 11🔗. ტექნიკური წყლის მიწოდების ღირებულების დარიცხვა და თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები 1. მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელს მოსთხოვოს მის დეპოზიტზე თანხის შეტანა და დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის დეპოზიტზე შეტანა უზრუნველყოს ამ წესით განსაზღვრული, მომხმარებელზე დარიცხული დავალლიანების ამოღების წესისა და პროცედურების გამოყენებით, მათ შორის დეპოზიტზე შესატანი თანხის ამ მომხმარებლის დავალიანებაში ასახვით. 2. წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ დეპოზიტზე თანხის შეტანა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ: ა) პირი აბონენტად დარეგისტრირდა დროებით მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე, მათ შორის უძრავი ქონების ნაწილით დროებით სარგებლობისას; ბ) პირი წყალმომარაგების ქსელზე დროებით მიერთდა საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან/და სხვა მიზნების განსახორციელებლად; გ) მომხმარებელს მომსახურება შეუწყდა ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარებისთვის; დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში, ეს ქვეპუნქტი არ გავრცელდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის; ე) დავალიანების გადაუხდელობისთვის მომხმარებელს წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს 5 თვეზე მეტი პერიოდით, ეს დებულება არ გავრცელდება სოციალურად დაუცველის სტასუსის მქონე პირთათვის; 3. წყალმომარაგების მიმწოდებელს უფლება აქვს, მოითხოვოს დეპოზიტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელს წინასწარ ტექნიკური შეტყობინებით (ბეჭვდური ქვითრის შემთხვევაში, ასევე ქვითრის მეშვეობით) აცნობებს, დეპოზიტის შესაძლო გამოყენების შესახებ. კერძოდ: ა) ვადაგადაცილებით გადახდის შემთხვვაში, მომხმარებელს უნდა აცნობოს საფასურის ვადაგადაცილებით გადახდის ფაქტის განმეორების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ და ამ მომხმარებლის მიერ ბოლო 12 თვის განმავლობაში დავალიანების გადახდის თარიღებზე ინფორმაციას; ბ) წყალმომარაგების მიმწოდებელმა დავალიანების გადაუხდელობით გათიშული მომხმარებელს, მომარაგების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ უნდა აცნობოს დავალიანების 5 თვეზე მეტი პერიოდით გადაუხდელობის შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის უფლების შესახებ. 4. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მომხმარებული ტექნიკური წყლის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ტექნიკური წყლის ოდენობაზე მეტი. მომხმარებლისაგან დეპოზიტზე  თანხის შეტანის განმეორებით  მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა მიმწოდებლის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოდგენილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად. 5. წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში გარდა ამ წესების      მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია, დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის  მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, საბანკო  გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება. წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ტექნიკური წყლის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ წესებით გათვალისწინებული პირობისა და პროცედურების დაცვით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსიალია, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის დაფარვა. დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას. 6. დეპოზიტზე შეტანილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს, თუ: ა) მომხმარებელმა ნებაყოფლობით უარი თქვა მომსახურებაზე და საბოლოო ანგარიშწორებისას დარიცხული თანხა სრულად დაფარა; ბ) 12 თვის განმავლობაში მომხმარებელი კეთილსინდისიერად ასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და დარიცხული თანხა სრულად და დროულად არის გადახდილი (გარდა აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის საფუძველზე შეტანილი დეპოზიტისა). 7. თუ ტექნიკური წყლის მრიცხველი დამონტაჟებულია მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში) და მომხმარებლის ბრალით ვერ მოხდა მრიცხველის წაკითხვა, მიმწოდებელს უფლება აქვს, მომხმარებელს დაარიცხოს ერთი თვის პერიოდზე გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მომხმარებლის მიერ  მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდების საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) შემდგომი მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველის რეალური ჩვენების შესაბამისად. 8. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენლობის შედეგად დამდგარ შედეგებზე. ასევე თუ მიმწოდებელმა არ გამოიყენა ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, რის შედეგადაც ადგილი აქვს მომხმარებელზე ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას, ამასთან, არ არსებობს ამ დავალიანების გადახდის პირობებზე შეთანხმება, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული დავალიანება უნდა გადანაწილდეს ორ კალენდარულ წელზე თანაბრად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან. მუხლი 12🔗. წყალმომარაგების და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება 1. წყალმომარაგების  მიმწოდებელი ვალდებულია, აწარმოოს ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საინდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნომრის ან სხვა ფორმის საშუალებით. 2. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, შეინახოს: ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები  - 3 წლის განმავლობაში; ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდული ანგარიშგების წარდგენა - არანკლებ 10 წლის განმავლობაში. მუხლი 13🔗. წყლის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა 1.  წყალმომარაების მიმწოდებელი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე მაინც. 2. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება დასახელებულ პუნქტებს (ქალაქს, სოფელს, უბანს, ქუჩას), სადაც მომხმარებელთა რაოდენობა აღემატება 100-ს. 3. წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელოს სხვა ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის მედია საშუალებებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ წყალმომარაგების მიმწოდებელი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, წყლით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ წყალმომარაგების მიმწოდებლისგან დამოკიდებული მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მირებისთნავე. 5. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური  წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საწიროებს რთული სამუშაოების  შესრულებას, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. 6. იმ შემთხვევაში თუ მომარაგება შეუწყდა დასახლებაში 300-დან 1000-მდე მომხმარებელს, წყალმომარაგების მიმწოდებელმა შესაძლებელია, გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ოფიციალურ ვებგვერდზე (არსებობის შემთხვევაში). 7. თუ მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს წყლის მრიცხველთან, წყლის მიმწოდებელს უფლება აქვს, შეუწყვიტოს მომხმარებელს წყლით მომარაგება, ან ამ პერიოდში მოხმარებული წყლის ოდენობა დაარიცხოს  წინა სამი თვის საშუალო მოხმარების მიხედვით (სეზონურობის გათვალისწინებით). 8. მომხმარებელს უფლება აქვს, უარი თქვას მიმწოდებელის მომსახურებაზე, რის შესახებაც მან 10 დღით ადრე მაინც უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, მოახდინოს საბოლოო ანგარიშწორება. 9. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. 10. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან/და მიმწოდებელის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის ახალ მისამართზე (ამ მიმწოდებლის მოქმედების არეალში მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში). 11. თუ წყლის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას, ან მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ტექნიკური წყლით  მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. 12. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ასევე ვრცელდება წყლის უკანონო  მოხმარების შემთხვევზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული წყლის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში. მუხლი 14🔗. წყალმომარაგების სფეროში საჯარო ინფორმაცია 1. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღვათების შესახებ  (ასეთი არსებობის შემთვევაში); ბ) წყალმომარაგების ტარიფის და მასთან დაკავშირებული ცვლილებები შესახებ; გ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა შესახებ ინფორმაცია; 2. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარ განსაზღრულ თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ეს წესები, ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს. მუხლი 15🔗. აქტის შედგენის წესი 1. წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების  დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებლის წარმომადგენლები ვალდებულნი, არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი, ამასთან აქტის შედგენა სავალდებულო არ არის  მოხმარებული წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად ტექნიკური წყლის  მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევაში. 2. ამ წესის შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 3. აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. 4. მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აქტში აღინიშნება; ა) დამრღვევი მომხმარებლის ვინაობა, აბონენტის ნომერი, დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი; ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა განმარტებები (არსებობის შემთხვევაში-მათი ვინაობა და მისამართი); გ) დამრღვევი მომხმარებლის ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთვევაში); დ) მომხმარებლის კუთვნილი წყლის დანადგარების ან/და ხელსაწყოების გამტარუნარიანობის შესახებ (აუცილებლობლობის შემთხვევაში); ე) მრიცხველის ტიპი, ნომერი და ჩვენება შემოწმების შემთვევაში; ვ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა; გამოყენებული მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა და სიზუსტის კლასი. თ) შესაბამისი ტექნიკური წყლის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება. ი) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა წყლის მრიცხველი; კ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (მრიცხველის მოსხნის შემთხვევაში). 5. თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო საჭიროა მომხმარებელთან არსებული წყლის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს, საჭიროების შემთხვევაში წყლის მრიცხველი შესამომწმებლად მიმწოდებლის მიერ გადაიგზავნოს აქტთან ერთად დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში. 6. იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი არ ესწრება წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება  ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით. 7. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ სხვა პირები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით. 8. აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლიარად. რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე მიმწოდებელს; ხოლო წყლის მრიცხველის მოხსნის შემთვევაში აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად-ასეთ შემთვევაში მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში წყლის მრიცხველთან ერთდ. 9. მიმწოდებელი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი  და ტექნიკურად გაუმართობის  მიზეზით მოხსნილი ტექნიკური წყლის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებული იქნა იმავე მომხმარებელთან). მუხლი 16🔗. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთება 1, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებისას, მომხმარებელი იხდის მიერთების საფასურსს დადგენილი წესით და ოდენობით, მხარეები შეიძლება შეთანხმდენენ მიერთების  საფასურის საავანსო ეტაპობრივი გადახდის წესზეც. 2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნით  (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების მიმწოდებელს. 3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული წყალმომარაგების სისტემასთან და არ ხდებოდა მისთვის ტექნიკური  წყლის მიწოდება ან/და აგრეთევე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნა. 4. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის  (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ტექნიკური წყალი აღარ მიეწოდება და ბოლოს 3 და მეტი წლის განმავლობაში ამ ობიექტებზე, მომხმარებელს წყალმომარაგების სისტემიდან არ მოუხმარია ტექნიკური წყალი და არც მიუმართვს წყალმომარაგების მიმწოდებლისთვის წყალმომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში) 5. წყალმომარაგების სისტემაზე ახლი მომხმარებლის მიერთების საფასური არ ვრცელდება: ა) იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის წყალმომარაგებაზე, რომელზეც ხდება  (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წყალმომარაგება; ბ) უძრავი ქონების გაყოფის შემთვევაში გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების შემთხვევისა); გ) ტექნიკური წყლის მიღების წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთებაზე. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების მესაკუთრის გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება უნდა განხორციელდეს მე-17 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღრული პირობების შესაბამისად. 7. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება,რომელიც მიერთებული იყო წყალმომარაგების სისტემასთან გაიყო და მის ადგილზე განვითრდა მრავალბინიანი საცხოვრებელი   სახლი, გამოყოფილი უძრავი  ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთებაზე ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა ტექნიკური პარამეტრებით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება წყალმომარაგების სისტემაზე. 8. ამ წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალური საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად. 9. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე  მფლობელის შეცვლის მომხმარებლისთვის (ან ახალი მომხმარებლისთვის) არ წარმოადგენს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს, აღნიშნული საფასურის გადახდის ან შეცვლის  საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტებისათვის წყლის მიწოდების მიზნით  წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთება. 10. ახალი მომხმარებლის  წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური განსაზღრულია ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წყლის მილის დიამეტრის მიხედვით. 11. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი  მომხმარებლის წყალმომარაგების  სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება. 12. მიერთების მსურველის მოთხოვნა ისეთი ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის  მიერთების  საფასური, ამ წესების შესაბამისად  მიერთება შეიძლება განხორციელდეს  წყალმომარაგების ქსელიდან  მისაერთებელი ობიექტის  0-დან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობის შემთხვევაში. ხოლო 100 მ-დან 200 მ-მდე რადიუსში მდებარეობისას მიერთება  შეიძლება  განხორციელდეს მხოლოდ მიერთების მსურველის  მიერ განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, 100 მეტრზე მეტი (100-დან 200-მდე) რადიუსში მიერთების მოთხოვნით ამ წესების მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. 13. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს  მხოლოდ წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ. წყალმომარაგების მიმწოდებელი  უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის ( ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) კუთვნილ ტერიტორიაზე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) მათ შორის წყალმომარაგების სისტემის გაყვანას, საშუალებების შეძენას მიერთების საპროექტო სამშენებლო სამუშოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებით თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და წყალმომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფასა და წყალმომარაგებასთან. 14. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების  უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და წყალმომარაგების სისტემაზე მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო  სამუშაოების წარმოება, მასთნ დაკავშირებული საპროექტო სამშენებლო  ან რაიმე სახის თანხმობის, ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული, წყალმომარაგების მიმწოდებელს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს წყალმომარაგების დაწყებას, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცესში წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთნ) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. 15. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესის შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლის) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს მუნიციპალიტეტის  (ქალაქი, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში წყალმომარაგებლის მიმწოდებლის მფლობელობაში  არსებული წყალმომარაგების ქსელიდან (წყლის წყალმომარაგების ქსელიდან, რომელშიც მიედინება  ტექნიკური წყალი) 200 მეტრის რადიუსში. ტექნიკური წყლის  წყალმომარაგების ქსელიდან რადიუსის გაანგარიშებაში  არ გაითვალისწინება წყალმომარაგების ის მილსადენები, რომელშიც ტექნიკური წყალი უწყვეტად არ მიედინება სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების ჰიდრავლიკური რეჟიმებიდან გამომდინარე (სადაც აღნიშნული რეჟიმი განპირობებულია ტექნიკური საჭიროებით და არა ტექნიკური  წყლის შეზღუდვით/გრაფიკით მიწოდებით). 16. ახალი მომხმარებლის მიერთება  უნდა განხორციელდეს მიერთების  მსურველის მიერ შესაბამისი  განაცხადით, რაც გულისხმობს ასახოს განცხადებაში წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პაკეტი, სადაც დადგენილია ქსელზე მიერთების  საფასური მილის დიამეტრის შესაბამისად. 17. ობიექტის ტექნიკური წყლის რამდენიმე დამოუკიდებელი მილით მიერთების მოთხოვნის შემთვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მიერთებების (მილების) ჯამური წარმადობიდან. 18. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ორი ან ორზე მეტი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის  წყალმომარაგების ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა  განსაზღრული უნდა იქნეს ამ ობიექტის  (ან ობიეტების)  სამშნებლო-საპროექტო  დოკუმენტაციით განსაზღრული  (დადგენილი) მისაერთებელი წარმადობის ოდენობის შესაბამისად. 19. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს  ან სხვა ობიექტის  წყალმომარაგების სისტემაზე  მიერთებისა და ამ მომხმარებლის აბონენტად აყვანის შემდეგ წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მომხმარებელს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს  ამ წესით  დადგენილი პირობების შესაბამისად. 20. წყალმომარაგების სისტემაზე  მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული  გარემოების არსებობის შემთხვევა. 21. ამ წესის შესაბამისად ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის არმქონე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება და ტექნიკური წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა. 22. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება  წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა  ან/და ახალი მომხმარებლის  კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ წყალმომარაგების მიმწოდებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშოების შერულება. ამასთან: ა) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ახალი მომხმარებლის  ქსელზე მიერთების საფასურის შესაბამისად მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით-ამ სამუშაოების შედეგად შექმნილი ტექნიკური წყლის მომარაგების ქსელი, მათ შორის აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის  კვანძის მდებარეობისა), მათ შორის მომხმარებლის ტერიტორიასთან (ნაგებობასთან) მოწყობილი მიმღები ჭა, წარმოადგენს წყალმომარაგების მიმწოდებლის საკუთერებას. ბ) თუ ახალი მომხმარებელის მიერთება ხდება ურთიერთშეთნხმებით და ამ მიერთებაზე არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერტების საფასური-აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენს წყალმომარაგების მიმწოდებლის საკუთრებას. მუხლი 17🔗. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პროცედურები 1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას (ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად) პირმა (ან პირთა ჯგუფმა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს წყალმომარაგების მიმნწოდებელს (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ ახალი მომხმარებლის მიერთების განსაზრვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე და წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში. 2. მიერთების მსურველი  (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარმდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის არანაკლებ 50% (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინნებული შემთხვევისა), ხოლო დანარჩენი თანხა  გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთნხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში. 3. თუ ადგილი აქვს მშენებარე მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, არ დაამტკიცოს განაცხადი (დატოვოს ის განუხილველად), თუ წყალმომარაგების მიმწოდებელს ახალი მომხმარებლის მიერთების მოთოვნის შესახებ ერთობლივი განაცხადით არ მიმართავს ამ მრავალბინიანი საცხობრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა არანაკლებ 50 %-სა, ამასთან: ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის  მიერთების მოთხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნებს მხოლოდ განმცხადებლის წყალმომარაგების მიერ სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის სრულად წინასწარ გადახდის შემთვევაში; ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშოების შესახებ მოთხოვნა (მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთვევაში), შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ  წყალმომარაგების მიმწოდებლისთვის  მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად წინასწარ გადახდის შემთხვევაში. 4. ტექნიკური წყლის 20 მმ დიამეტრის მილზე ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის, წყალმომარაგების ქსელზე მიერთების შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი  მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია, მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება  12 თვეზე, შესაბამისად, მიერთების მსურველი  (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად 12 თვის განმავლობაში თანაბარ წილად. პირველი გადასახადი განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დანარჩენი თანხა ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის დაწყებიდან 12 თვის განმავლობაში. 5. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, წყალმომარაგების ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე წყალმომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა  და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით), ხოლო წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხდებელი) კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დ დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით განსაზღვრული პირობები. 6. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან წერილობითი ფორმით, მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების მიმწოდებელს. ამასთან წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთვევაში განაცხადი მიღებულებად ჩაითვლება. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, დაადგინოს ხარვეზი 100 მეტრზე მეტი რადიუსის მიერთების შემთვევაში, ხოლო მიერთების მსურველი უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს 100 მეტრზე მეტი (100-დან 200-მდე) რადიუსში მიერთების მოთხოვნით, დადგენილი შესაბამისი განაცხადის ფორმით (ამ წესის შესაბამისად, ასეთი განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმეორებით მიმართვის შემთვევაში). 7. წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, დაადგინოს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესის გათვალისწინებულ შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში  ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების  საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს: თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი  ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული დადგენილი სტანდარტული ფორმის დაცვით)- ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთვევაში. 8. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების  საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს  (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით. 9. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს მიერთების სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც). მიერთების დასრულებისთნავე წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომარაგების დაწყების შესახებ. 10. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ „წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის  შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების (განაცხადით და ამ წესებით განსაზღრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის  გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ წყალმომარაგების მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდ აცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთნავე (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში  მითითებული საშუალებით-წერილობით/ელექტრონულად) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია წყალმომარაგების მიმწოდებლის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად. 11. წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი, გაზარდოს გონივრული ვადით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის წყალმომარაგების მიმწოდებელს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშოების შესრულებაში, ამ მიზნით მიმწოდებები, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი წესები: ა) მიმწოდებლის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის შესახებ სათანადო მტკიცებულებების დართვით, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით). ბ) ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის გაზრდის თაობაზე მიმწოდებლის გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 12. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებული წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების მიმწოდებელს და მიერთების მსურველს  (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთვევაში მიერთების მსურველი  თავად უზრუნველყოფს  საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების (საკუთრი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით), შეუთნხმებლობის მიუხედავად წყალმომარეგების მიმწოდებელი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში, გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია; შესაბამისად მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) არსებულ მილსადენზე მიერთების წერტილს; ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრი; გ) მისაერთებელ  წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად); დ) მისაერთებელი მილსადენზე მიერთების წერტილში დაწნევას (წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთვევაში). 13. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა გაუქმება შესაძლებელია მიმწოდებლის გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი  წესით. 14. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯით. 15. იმ შემთვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს, მიერთების მსურველი პირი ვალდებულია: ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობებით გათვალისწინებული მოთოვნები; ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების მიმწოდებელს მიერთების სამშნებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების მიმწოდებლის მითითებები; გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშოების დასრულების შემდგომ, განაცხადით მიმართოს წყალმომარაგების მოთოვნით. ამასთან იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს დადგენილი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის 50 %, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით, ხოლო დანარჩენი თანხა გადაიხადოს წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 სამუშაო დრის ვადაში. დ) წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ განსაზღრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი  აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშოები ამ წესებით განსაზღრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად. 16. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 17. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ან მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის განსაზრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და წყალმომარაგების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში. მუხლი 18🔗. მომხმარებლის მიერ ტექნიკური წყლის მოხმარების მოცულობის გაზრდა 1. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა, ასეთ შემთვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების მიმწოდებელს საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმის მიხედვით). 2. მომხმარებელი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური 50%. დარჩენილი თანხის  გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაშითუ მხარეები წერილობით არ შეთნხმდენენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე. 3. მომხმარებლის მიერ მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წეით და პირობებით. როგორც ეს განსაზღვულია ამ წესის მე-16 და მე-17 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზრვრული. 4. წყალმომამარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნრბლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით-წერილობით ან ელექტონულად. ხარვეზის დადგენის შემთვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთვევაში განაცხადი(მოთხოვნა) მიღებულად ჩითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშო დღის ვადაში განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. 5. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათავალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთვევაში. 6. განაწილების მიმწოდებელი ვალდებულია, დაადგინოს მომხმარებლის ტექნიკური წყალის წყალმომარაგების სისტემაზე დასაშვები მოცულობა განაცხადის მიღებისთანავე, მომხმარებლის ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის  (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთვევაში, მომხმარებელთნ შემსვლელი მილის დიამეტრის) შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით (ტექნიკური წყლით მომარაგების წარმადობა მოცემულია შესაბამის შეთვაზებულ პაკეტზე). 7. საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს  განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად წყალმომარაგების სისტემის მოწყობა სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა და მოთხოვნილი მოცულობით ტექნიკური წყლის მიწოდება ან/და წყალარინირების  მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური ამ წესის პირობების შესაბამისად. 8. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ მოთოვნის შესასრულდებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღრულია ამ წესით დადგენილ შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე. 9. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრის გაზრდა, რომელზედაც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესით და  პირობებით, როგორც ეს განსაზღრულია ამ წესის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთვევაში,  როდესაც ხდება ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური; მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათცვალისწინებული სამუშაოების, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოეზე გადახდილი უნდა იქნეს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღრული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის შესაბამისად. 10. მოხმარების მისაერთებელი სიმძლავრის  გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითც მოხდა წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის განსაზღვრა, მუხლი 19🔗. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი 1. ეს წესი თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე, გარდა ამ მუხლით დადგენილი შემთვევებისა. 2. ქვითარში მითითებული გადახდის ვადის გასვლის შემდეგ. მასში ასახული დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმწოდებელი წყვეტს შესაბამისი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგებას; ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია, ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტისას გაითვალისწინოს დავალიანების გადახდისა და მისი ასახვის პერიოდი (არა უმეტეს 5 კალენდარული დღისა). ამ პროცედურების დარღვევის შემთხვევაში,შესაბამისად მოხდება ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტის გადავადება. 3. არასაყოფაცხოვრებო  მომხმარებლის მიერ წარდგენილ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადში და შესაბამისად, ხელშეკრულებაში დამატებით მოცემული უნდა იყოს ტექნიკური წყლის მოხმარების მოთხოვნილი სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობები. 4. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის  მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთვევაში, თუ იგი ტექნიკური წყლით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, აბონენტად რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოთ მოწყობის შემდეგ, რომლითც შესაძლებელი იქნება მიმწოდებლის მიერ ამ მომხმარებლის  (აბონენტის) ტექნიკური წყლის ინდივიდუალური  მოხმარების განსაზღვრა, ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობითი ფორმით გაფორმებული შეთნხმება საკონტროლო და ინდივიდუალურ მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების შესახებ. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთნხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ წესებით განსაზღრულ პირობებს. 5. მიმწოდებლისთვის ტექნიკური წყლის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მუშაობის პერიოდში, ხოლო განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში-ნებისმიერ დროს. 6. თუ მომხმარებლის  ტექნიკური წყლის აღრიცხვა (ტექნიკური წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (ტექნიკური წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ტექნიკური წყლის  აღურიცხავად  მოხმარების პერიოდზე  დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების  შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათავალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. 7. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევები: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ტექნიკური წყლის უკანონოს მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის  გათვალისწინებით. ბ) იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და  გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ტექნიკური წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს  ამ მომხმარებლის მიერ ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ტექნიკური წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. 8. ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ მიმწოდებელს. თავი III მომხმარებელთა ელექტრონულული ფორმით ინფორმირების წესი და პროცედურები მუხლი 20🔗. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება 1. წყალმომარაგების მიმწოდებელია უფლებამოსილია (სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში), მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ, სადაც მომხმარებლის ინფორმირება  უნდა მოხდეს  გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც; ბ) ტექნიკური წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის /აღდგენის შესახებ; გ) ტექნიკური წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ქსელის ძირითდი საშუალებების შეცვლა/დამონტაჯება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ. 2. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე  წყალმომარაგების მიმწოდებლისგან მოითხოვოს: ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ (არსებულ) მისამართზე/ ნომერზე ან წერილობით ფორმით; ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე, ასევე წერილობით ფორმით. გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე. თავი IV წყლის უკანონო მოხმარება და უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მექანიზმები და  შესაბამისი პასუხისმგებლობის ღონისძიებები მუხლი 21🔗. წყლის უკანონო მოხმარება 1. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება: ა) წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება; ბ) შეწყვეტილი ტექნიკური წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა; გ) მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვეს სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში); დ) მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება; ე) ტექნიკური წყლის დატაცება მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ტექნიკური წყლის არასანქცირებული მოხმარება; ვ) მიწოდების ხელშეკრულებით დადგენილი ტექნიკური წყლის არადანიშნულებისამებრ მოხმარება. 2. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე მიმწოდებელი უწყვიტავს მომხმარებელს ტექნიკური წყლის მიწოდებას და ადგენს შესაბამის აქტს. მუხლი 22🔗. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების აღკვეთის საშუალებები და მომხმარებლის პასუხისმგებლობები 1. წყლის  უკანონო მოხმარების აღკვეთის მექანიზმებია: ა) მომხმარებლისათვის წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყალმომარაგების შეწყვეტა; ბ) მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების დარიცხვა; გ) მომხმარებლის მიერ წყალმომარეგების სისტემის დაზიანებული მოწყობილობების აღდგენის ან შეძენის ღირებულების დარიცხვა; დ) შეჭრის ან შეერთებისათვის მიმწოდებლის მიერ გაწეული საწარმოო დანახარჯების დარიცხვა. 2. ტექნიკური წყლით უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება, წყალმომარაგების სისტემის დაზიანებული მოწყობილობების აღდგენის ან შეძენის ღირებულება, აგრეთვე ტექნიკური წყლით უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მიზნით, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული შეჭრის ან შეერთებისათვის გაწეული საწარმოო დანახარჯების დარიცხვა. მუხლი 23🔗. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარებისას, მოხმარებული წყლის მოცულობის დადგენის და მიყენებული ზიანის გაანგარიშების წესი უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის დადგენა ხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: ა) თუ უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებლის მიერ ხდება მონაცემების ჩასწორება/დარიცხვა; ბ) თუ კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის ან  წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელის, მაგრამ უცნობია წყლის უკანონად მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან. გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული წყლის  რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში დაერიცხება ამ მომხმარებელის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების საშუალო დღიური ხარჯი. დ) წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის, აბონენტს უკანონოდ მოხმარების პერიოდზე დაერიცხება წყლის მოცულობა, რომელიც გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, შემოწმების მომენტში  მომხმარებლის მიერ ქსელიდან წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნულ ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის დარღვევის პერიოდში 8-საათიან მოხმარებაზე გამრავლებით. ე) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღისა და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული წყლის რაოდენობა გაიანგარიშება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში, ამ მომხმარებლის მიერ წლის განმავლობაში მაქსიმალური სამი თვის მოხმარების საშუალო დღიური ხარჯით. ხოლო წყალსადენის ქსელზე უნებართვოდ მიერთებისათვის მომხმარებელს დაერიცხება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში შემოწმების მომენტში მომხმარებლის მიერ ქსელიდან წყლის მოხმარების მოცულობის ან აღნიშნული ქსელზე მოხმარების საშუალების (ხელსაწყოს ან დანადგარის) გამტარუნარიანობის ერთთვიან პერიოდში 8-საათიანი მოხმარებით. მუხლი 24🔗. მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მიწოდების აღდგენის ხარჯი 1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადაუხდელობის, ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ან მომხმარებლის მოთხოვნის  საფუძველზე ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს წყალმომარაგების ქსელიდან ჩახსნილი მომხმარებლის ტექნიკური წყლის მიწოდების აღდგენის საფასური. 2. ტექნიკური წყლით მომარაგების აღდგენის საფასური შეადგენს  მომხმარებლის  ტექნიკური წყლით მომარაგების ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენისათვის გაწეული ხარჯების ერთობლიობას, რომელსაც გაიანგარიშებს და ამტკიცებს მიმწოდებელი. 3. ქსელიდან ჩახსნისა და არდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პენქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ტექნიკური წყლით მომარაგების დაუსაბუთებელი შეწყვეტის და ამის შედეგად ტექნიკური წყლის საფასურის არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს ახალი გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგება. თავი V განსაკუთრებული შემთხვევები, სპეციალური რეჟიმები და ანგარიშგება მუხლი 25🔗. განსაკუთრებულ შემთხვევებში ტექნიკური წყლის მიწოდების განსხვავებული ტეჟიმი (გრაფიკით მიწოდება) 1. განსაკუთრებულ შემთხვევებში როდესაც განსახორციელებელია წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის გეგმიური სამუშაოები, ავარიული შემთხვევების სალიკვიდაციო ღონისძიებები ან ავარიული შემთხვევების პრევენციული ღონისძიებები, აგრეთვე წყლის დებეტის წყაროების შემცირების შემთხვევაში სეზონურობის გათვალისწინებით, საწარმოო დანახარჯებისა და წყლის რესურსების არარაციონალური ხარჯვის შემცირების მიზნით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, დააწესოს ტექნიკური წყლის მიწოდების გრაფიკი ყოველდღიურად ან სეზონურად საათების მიხედვით (შესაძლებელია საათობრივი გრაფიკი შეიცვალოს მიმწოდებლის გადაწყვეტილებით). 2. ტექნიკური წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ყოველდღიური და სეზონური გტაფიკის თანახმად, მომხმარებელს ტექნიკური წყალი მიეწოდებათ: ა) დილის საათებში 08:00 საათიდან 10:00 საათამდე; ბ) საღამოს საათებში 18:00 საათიდან 21:00 საათამდე: 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ტექნიკური წყლის მიწოდების გრაფიკი/რეჟიმი შეიძლება განისაზღვროს სოფლების/დასახლებების მიხედვით დღემონაცვლეობით, რომელზედაც გადაწყვეტილებას ღებულობს მიმწოდებელი ამ მუხლის  მე-4 პუნქტით დადგენილი წესის თანახმად. 4. წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმის დაწესების თაობაზე საწარმოო  ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომელიც უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების შესახებ. მუხლი 26🔗. ფორსმაჟორი 1. ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი ვითარება, გარემოება ან დაუძლეველი ძალა, როგორიცაა; მიწისძვრა, წყალდიდობა, ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია  წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ან შეფერხებით ასრულებს ამ წესით და მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორული გარემოება უნდა  დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ და გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. 2. ფორსმაჟორის შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე  მრიცხველის  ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საუალებების გამოყენებით (მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელ.ფოსტის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მექანიზმის მომხმარებლის მიერ გამოუყენებლობის შემთხვევაში, წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მომხმარებელი ტექნიკური წყლის ოდენობა დაიანგაროშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ წინა წლის იმავე თვეში მოხმარებული ტექნიკური წყლის ოდენობის მიხედვით, ხოლო სხვაობა რეალურ და დარიცხულ მოხმარების შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების წყალმომარაგების მიმწოდებლის მიერ აღებისთანავე. 4. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ყოველთვიურად, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ, ასევე მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა. 5. მომხმარებელი უფლებამოსილია, წყალმომარაგების მიმწოდებელს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინაანგარიშსწორების ქვითარში, მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზედ (ან წყალმომარაგების მიმწოდებლის ინდივიდუალურად მოთხოვნის შემთხვევაში), ხოლო წყალმომარაგების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს ინფორმაციის ხელმეორედ გაგზავნა, დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა ან გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი. მიმწოდებელი უზუსტობის დადასტურების შემთხვევაში (იმის გათვალისწინებით, რომ მონაცემების შესწავლისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უფრო მეტი სიზუსტის გარემოებას). 6. კომპეტენტური ორგანოს მიერ ფორსმაჟორის დადასტურების შემთხვევაში, თუ დადგინდა ამ გარემოების ტექნიკური წყლის წყალმომარაგების საქმიანობაზე ან/და მომხმარებლებზე გავლენის ფაქტი, წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, ფორსმაჟორის მოქმედების არეალსა და პერიოდში ჩერდება მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოქმედება. ამასთანმ შესაბამისი წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ზემოთაღნიშნული „დ“ და „ე“  ქვეპუნქტების საფუძველზე მომხმარებლის დეპოზიტზე შეტანილი თანხა გადაიტანოს ამავე მომხმარებლის მიმდინარე დავალიანებაში და გაქვითოს მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო  იმ  პირებს, რომლებსაც დეპოზიტის მოთხოვნა საბანკო გარანტიით უზრუნველყვეს, უფლება აქვთ, უკან გამოითხოვონ საბანკო გარანტია ფორსმაჟორის არსებობის განმავლობაში. მუხლი 27🔗. სანიტარული უზრუნველყოფა წყალმომარაგებისას წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლებზე საქართველოში მოქმედი ტექნიკური  რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად ტექნიკური წყლის მიწოდება. ამ მიზნით იგი ვალდებულია: ა) მუდმივად აკონტროლოს ტექნიკური წყლის მიწოდება და მისი შესაბამისობა საქართველოში მოქმედ ტექნიკურ ტეგლამენტებთან და სტანდარტებთან; ბ) ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და მათ შემადგენელ ყველა სახის მილსადენზე, დანადგარებზე თუ ხელსაწყოებზე უზრუნველყოს სანიტარული პირობების დაცვა; გ) დაიცვას ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ობიექტები და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და წყლის დაბინძურება; დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ტექნიკური წყლის წყალმომარაგების  წყაროებზე განსაზღვროს სანიტარიული დამცავი ტერიტორიები (სანიტარიული დაცვის ზონა) და არ დაუშვას ამ ტერიტორიების ფარგლებში ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება; ე) ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სანიტარულ დამცავ ტერიტორიებსა (სანიტარული დაცვის ზონა) და ობიექტებზე დროულად აღკვეთოს დაბინძურება და შესაძლოდ მოკლე ვადაში გაასუფთაოს დაბინძურებული ტეროტორია დაბინძურების წყაროებისაგან; ვ) ტექნიკური წყლის წყალმომარაგების სისტემაში ტექნიკური წყლის დაბინძურების ან დაბინძურების საშიშროების შემთხვევაში უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება. თავი VI სადავო საკითხები და პროცედურები მუხლი 28🔗. ტექნიკური წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა 1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია, შეადგინოს შეთანხმების აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები. 2. თუ მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს წყლის მოხმარებას ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი მიმწოდებელი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში. 3. მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან მრიცხველის არასწორი  წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. 4. ამ წესების მიზნებისათვის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები. 5. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ მრიცხველის გეგმიური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია მომხმარებლის ტექნიკური წყლის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და  დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. გაწეული მომსახურების ხარჯების  გადახდა მომხმარებელს  შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. 6. მიმწოდებლის მიერ მრიცხველის სიზუსტის არაგეგმიური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მრიცხველის არაგეგმიურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი. 7. მრიცხველის შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით იმ შემთხვევაში, თუ მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას. მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის მრიცხველის დამოწმებისა და  დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის წყალმომარაგების მიმწოდებელი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ტექნიკური წყლით უკანონო მოხმარების შემთხვევებისა). 8. დაინტერესებულ პირს (მათ შორის მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია, წყალმომარაგების  მიმწოდებელს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე, ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებიშათვის საჭიროს მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. 9. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და  წარმომადგენლის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. წყალმომარაგების მიმწოდებელმა აღნიშნული შემოწმების შესახებ  მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. 10. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველის ტექნიკურ მოთხოვნებს (ან სცილდება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას), ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობა განისაზღვრება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ამ მომხმარებლის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობის საშუალო თვიური მოხმარებიდან. ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობის განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს მოხმარებული ტექნიკური წყლის დარიცხური ღირებულების კორექტირება. ამასთან მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მოხდეს ამ თანხის  მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ). ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. 11. თუ მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებისა და მოთხოვნის შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. 12. მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე. 13. მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის სატელეფონო შეტყობინებით) მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღბისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლის განახორციელოს ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები. 14. ინდივიდუალური მრიცხველის მქონე მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვას (მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მოცემული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის განსაზღვრა შეუძლებელია მომხმარებალს ტექნიკური წყლის აღურიცხავად, მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. 15. მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველის ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას, ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად 16. მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული წყლის აღრიცხვა არ წარმოებს მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით) . ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის  წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში. 17. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე. მუხლი 29🔗. დავის განხილვა 1. დაუშვებელია ამ წესის შეუსაბამო მოთხოვნების წაყენება, ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე, ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე წყლით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ. 2. სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია სასამართლოს განჩინების გარეშე სადაო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესის პირობების დაცვით წყლით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში წყლის მიწოდება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე. 4. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებულია, წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, სასამართლოს მეშვეობით, მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და თუ იქნება სასამართლოს განჩინება, შეუწყვიტოს წყლით მომარაგება დავის დასრულებამდე. 5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ მომხმარებელს წყლის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან. თავი VII ამ წესში ცვლილების შეტანა მუხლი 30🔗 1. ამ წესში ცვლილებებისა  და დამატების შეტანა ხდება ამ წესის მიღების და დამტკიცების წესის ანალოგიურად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ წესში ცვლილების ინიცირების უფლება აქვს საწარმოს დამფუძნებელს/პარტნიორს. თავი VIII გარდამავალი დებულებები მუხლი 31🔗 1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ წესით დადგენილი დებულებები, რომელიც გულისხმობს მომხმარებელთა ელექტრონული ფორმით ინფორმირებას, გახარჯული ტექნიკური წყლის საფასურის დარიცხვას, განახორციელოს მხოლოდ საწარმოს შესაბამისი მატერიალური ბაზისა და ელექტრონული/სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის შემდეგ. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და ეტაპობრივად შეიმუშავოს წყალმომარაგების მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი განაცხადების სხვადასხვა  სტანდარტული ფორმები. დანართი №2 ტექნიკური წყლის (წყალმომარაგების) მიწოდების ხელშეკრულება     №_____ მუხლი 1🔗. 1. მხარეთა რეკვიზიტები: ტექნიკური წყლის             მიმწოდებლის დასახელება              შპს „ჭიათურის წყალი“ მიმწოდებლის                     ს/კ                                                     415600031 საიდენტიფიკაციო             საბანკო რეკვიზიტები                                   მიეთითება ბანკის დასახელება მონაცემები                          (ირიცხება ტექნიკური წყლის მიწოდების   და ანგარიშის ნომერი საფასური)                                                 ტელეფონის ნომერი:                                            ელ.ფოსტა                                                       tchiatura.water@gmail.com                                                 მიმწოდებლის წარმომადგენელი                                                                 (თანამდებობა,სახელი, გვარი) ტექნიკური წყლის           სახელი, გვარი/დასახელება მყიდველის                     პირადი № ან ს/კ (მომხმარებლის)              აბონენტის № საიდენტიფიკაციო          იურიდიული მისამართი: მონაცემები                     ფაქტობრივი მისამართი:                                                 მიწოდების მისამართი                                                 უძრავი ქონების                                                 (მიწოდების მისამართი) ფლობის                საკუთრება___                                                 საფუძველი                                                     დროებით სარგებლობა___                                                 ტელეფონის ნომერი:                                                 ელ.ფოსტა:                                                 აღრიცხვის კვანძის საიდ>ნომერი:                                                                                                             გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო                                       მომხმარებლის კატეგორია            გამრიცხველიანებულია არასაყოფაცხოვრ.                                                                                       გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო. ტექნიკური წყლის           გამრიცხველიანებული ტარიფი                                 საყოფაცხოვრებო                                                 მომხმარებლებისათვის                     1 კუბ.მ  0,_____ლარი                                       გამრიცხველიანებული                                       არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის                     1 კუბ.მ   0,_____ ლარი გაუმრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის                     1 სულზე  0,______ ლარი მომსახურების                 სახელი.გვარი/დასახელება საფასურის                      პირადი №/ ს/კ გადახდაზე                     მისამართი: პასუხისმგებელი             ტელეფონის ნომერი: პირი (თუ ის არ არის                        ელ.ფოსტა მომხმარებელი) ტექნიკური წყლის მიწოდების თარიღი: ტექნიკური წყლის მიწოდების სისტემის მფლობელი:                         შპს „ჭიათურის წყალი“ ხელშეკრულების მოქმედების ვადა: მხარეთა შორის               მატერიალური ფორმით        ელექტრონული                     SMS ინფორმაციის                            მისამართზე:                ფორმით შემდეგ                    ნომერზე: გაცვლა                                                                  მისამართზე: ხორციელდება მიწოდების                     მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმების ხელშეკრულება               და  მიმწოდებელთან რეგისტრაციის დღიდან მოქმედებს                                                                                         _____________________-მდე დანართები:                    პირადობის მოწმობის ასლი                                                 საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი                                                 დროებითი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ტექნიკური წყლის მყიდველის (მომხმარებლის) ხელმოწერა                    __________________________ ტექნიკური წყლის მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა            ___________________________                                                                                                                         თარიღი:______________202__წ. ტექნიკური წყლის (წყალმომარაგების) მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული  პირობები მუხლი 2🔗. მხარეთა ვალდებულებები: 1. ხელშეკრულების მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის შესაბამისად. 2. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოხმარებულ ტექნიკურ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ტარიფით. 3. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოიხმაროს ტექნიკური წყალი მხოლოდ;___________________________________(საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის. 4. ტექნიკური წყლის მიმწოდებელი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს ტექნიკური წყლის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება. 5. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებებლი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური. 6. ტექნიკური წყლის მიმწოდებელი ვალდებულია, ტექნიკური წყლის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ. მუხლი 3🔗. ტექნიკური წყლით უკანონო სარგებლობა 1. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარებად მიჩნეული იქნება ტექნიკური წყლით მომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ტექნიკური წყლის მიწოდების თვითნებული აღდგენა, ტექნიკური წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ტექნიკური წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ტექნიკური წყლის დატაცება, მათ შორის, ტექნიკური წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ტექნიკური წყლის არასანქცირებული მომხმარება;ასევე, ნებისმიერი სახის ჩარევა და გარემოება რაც დაადასტურებს ტექნიკური წყლის უკანონოდ მოპოვების ფაქტს. 2. ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტოს ტექნკური წყლით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ტექნიკური წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გაუარესებას ან ამ მომხმხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). 3. მიმწოდებელი ტექნიკური წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი. 4. მიმწოდებლის მიერ ტექნიკური წყლით უკანონო სარგებლობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, (უკანონო) მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ტექნიკური წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის ღირებულება, რომლის გაანგარიშებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი, აგრეთვე მასვე დაეკისრება შეწყვეტილი მომსახურეობის აღდგენისა და ქსელის დაზიანების აღდგენის ღირებულება დადგენილი ოდენობით და წესით. მუხლი 4🔗. ტექნიკური წყლის მიწოდების მომსახურეობის გაწევისას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე დაწესებული შეღავათები 1. ამ ხელშეკრულებაზე მიერთებამდე (ხელმოწერამდე), ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალმომარაგების (ტექნიკური წყალი) ქსელით მოსარგებლე საყოფაცხოვრებო მომხმარებლები განთავისუფლდებიან მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად. 2. ტექნიკური წყლის მიწოდების ხელშეკრულების დღიდან, მოხმარებულ ტექნიკურ წყლით (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე - კატეგორიების მიხედვით) სარგებლობის შეღავათის ან განთავისუფლების საკითხს ადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მხარეების ხელმოწერა: ტექნიკური წყლის მყიდველის (მომხმარებლის) ხელმოწერა:                   __________________________ ტექნიკური წყლის მიმწოდებლის წარმომადგენლის ხელმოწერა:           _________________________                                                                                                             თარიღი:“_____“_________202_ წ შენიშვნა: ტექნიკური წყლის მიმწოდებლის მიერ შეიძლება განისაზღვროს ტექნიკური წყლის საპროგნოზო მიწოდებისა და წყალმომარაგების წლიური, დღიური და საათობრივი გრაფიკი, მოახდინოს წყლის მიწოდების შეწყვეტა წყალმომარაგების ქსელის და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების აღდგენა რეაბილიტაციის მიზნით,აგრეთვეე ფორსმაჟორული გარემოებების დადგომისას. დანართი №3 შპს ,,ჭიათურის წყალი’’ აღიცხვის კვანძის დალუქვისა და მოხსნის აქტი აქტი № -------------------- 202-- წელი                                          მომსახურეობის ოფისი ------------------------------  აბონენტის №­­­­­­­­­­­­­­­­­­:-----------------------------            საიდენტიფიკაციო/პირადი №--------------------------  მესაკუთრე:  --------------------------------------            მისამართი:------------------------------------------------  ტელეფონი:  --------------------------------------            საკადასტრო კოდი: --------------------------------------              საყოფაცხოვრებო ---                                                          არასაყოფაცხოვრებო ---- დამონტაჟდა : საფუძველი -            პროექტი---                განცხადება---                     ხელშეკრულება----  მრიცხველის №­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­-------------------------------                              მრიცხველის დიამეტრი (მმ)-----------------  მრიცხველის ჩვენება მ​​​3 ----------------------                            საფირმო დასახელება: ------------------------  რადიომოდული № --------------------------                             მრიცხველის ტიპი:----------------------------  ქარხნული ბრჯენი - აქვს;                            არ აქვს ;                        მონტაჟის ადგილი: ---------------------------  ვენტილი/ურდული                              ფილტრი                        უკუსარქველი   მოიხმარს ტექნიკურ წყალს: წყლის მილის დიამეტრი (მმ):------------------- სააბონენტო ბჯენის №: -------------------------- ჩვენება დალუქვისას მ​​​3: ------------------------- მოიხსნა: საფუძველი აბონენტის განცხადება                         დაზიანება მრიცხველის ნომერი :---------------------------------                    სააბონენტო ბჯენის №:------------------------ მრიცხველის ჩვენება:----------------------------------                    შეფუთვის დროებითი ბჯენის №------------ რადიომოდული №: -----------------------------------                   ქარხნული ბჯენი -აქვს;        არ აქვს       შეიცვალა/შეკეთდა:       ვენტილი                      ფილტრი                                 უკუსარქველი შენიშვნა:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ბჯენის, მრიცხველის ან აღრიცხვის კვანძის განზრახ დაზიანების შემთხვევაში აბონენტს დაეკისრება ქონებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული ფაქტი შპს „ჭიათურის წყალის“ წარმომადგენელს. შპს „ჭიათურის წყლის“  წარმომადგენელი:                                 აბონენტი/წარმომადგენელი: ხელმოწერა ---------------------------------------                                  ხელმოწერა------------------------------ დანართი №4 შპს ,,ჭიათურის წყალი“ სულადობრივი აღრიცხვის აქტი № ქ. ჭიათურა                                                                                                                      ----  --------------202--- წ     ერთის მხრივ, შპს ,,ჭიათურის წყლის’’ დირექტორი --------------------------------------სახით და მეორეს მხრივ  ფ/პ -------- პირადი № ------------ აბონენტი №-------- სახით ვადასტურებთ შემდეგს: ---- მისამართი --------დღეის მდგომარეობით ცხოვრობს  ------------ (რაოდენობა) სული. მობინადრის სახელი, გვარი პირადი № დაბადების თარიღი 1 2 3 4 5 აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად, აბონენტი თანახმაა, ყოველთვიური დარიცხვა მოხდეს დადგენილი ტარიფის შესაბამისად, რასაც ვადასტურებთ ხელისმოწერით: წარმომადგენელი (სახელი/გვარი/ხელმოწერა)   --------------------------------------------------------------- აბონენტი (სახელი/გვარი/პირადი№/ხელმოწერა ------------------------------------------------------------- მეზობელი (სახელი/გვარი/პირადი№/ხელმოწერა) ----------------------------------------------------------- მეზობელი (სახელი/გვარი/პირადი№/ხელმოწერა) ----------------------------------------------------------- შენიშვნა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სულთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში,აბონენტი ვალდებულია მიმართოს კომპანიას. არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კომპანია გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ აბონენტი/წარმოამდგენელი:                                                                           კომპანიის წარმომადგენელი: ხელმოწერა---------------------------------                              ხელმოწერა     ----------------------------------- დანართი №5 შპს ჭიათურის წყალი" წყალმომარაგების შეწყვეტის/აღდგენის აქტი № ქ.ჭიათურა                                                                                                        ---- ----------------------- 202---წ.  აბონენტის ტიპი:     ფიზიკური                      იურდიული აბონენტის №:-------------------------                               საიდენტიფიკაციო კოდი: ----------------------- დასახელება: --------------------------                              მისამართი: ---------------------------------------- მესაკუთრე: ---------------------------                               პირადი №: ----------------------------------------                                                                                               ტელეფონი:---------------------------------------- წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი: აბონენტის განცხადება                                                     დავალიანება         ---------------- ლარი სხვა ------------------------------------------------------------------------------------------------------ წყალმომარაგების შეწყვეტის საშუალება:  დალუქვა         ლუქის №  ---------------     ქსელის ჩაჭრა მრიცხველის ჩვენება წყალმომარაგების შეწყვეტის მომენტში   ---------------- ბრჯენი № ---------------- აბონენტის განცხადება:         დავალიანების დაფარვა:         დავალიანების განაწილება ხელშეკრულებით: სხვა --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მრიცხველის ჩვენება წყალმომარაგების შეწყვეტის მომენტში  --------------  ბრჯენი № ------------------------ მრიცხველის ჩვენება წყალმომარაგების აღდგენის მომენტში   -------------- რა მიზეზით არ/ვერ აღდგა წყალმომარაგება: ობიექტი დაკეტილია: სხვა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------      შპს „ჭიათურის წყალი“-ს წარმომადგენელი                                                აბონენტის წარმომადგენელი ------------------------------------------------------------                                     ----------------------------------------                             (სახელი, გვარი, თანამდებობა)                                                                                                             (სახელი, გვარი, თანამდებობა)                                        ხელმოწერა ---------------------------------------------                            ხელმოწერა ------------------------------------- შენიშვნა: წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის ხარჯების ანზღაურება ეკისრება აბონენტს, რომელიც შეადგენს ფიზიკური აბონენტებისათვის - 1 ლარს, იურდიული აბონენტებისათვის 5 ლარს.