„ფარმაცევტულ, სამედიცინო, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში, აგრეთვე, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო-დიაგნოსტიკური და საკონტროლო-ანალიზური (ლაბორატორიული) საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
- ფარმაცევტულ, სამედიცინო, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელ, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობ საიდან არის მიღებული, საბუთის №
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-70/ნ |
|
2022 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი |
„8. სგსდ-ის სამსახურში ინდივიდუალური ყუთები ინახება ხელმძღვანლის ბრძანებით გამოყოფილ პასუხისმგებელ პირთან, რომელიც მორიგეობის დაწყებამდე აღნიშნულ ყუთებს გადასცემს მორიგე პასუხისმგებელ ექიმს ან პასუხისმგებელ პარამედიკოსს.
9. პასუხისმგებელ პირსა და მორიგე პასუხისმგებელ ექიმებს ან პასუხისმგებელ პარამედიკოსებს შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემისა და მიღების გაფორმება ხდება სპეციალურ ჟურნალში (დანართი №15).
10. სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ მორიგე პასუხისმგებელი ექიმი ან პასუხისმგებელი პარამედიკოსი სგსდ-ის სამსახურის პასუხისმგებელ პირს უბრუნებს ინდივიდუალურ ყუთს გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების ცარიელ ამპულებთან ერთად. სგდს-ის სამსახურის პასუხისმგებელი პირი ადარებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემულ და დაბრუნებულ რაოდენობას, რაობას და სპეციალურ ჟურნალში აფიქსირებს შესაბამის ჩანაწერს, რასაც ხელს აწერენ პასუხისმგებელი პირი და მორიგე პასუხისმგებელი ექიმი ან პასუხისმგებელი პარამედიკოსი. ცარიელი ამპულები გადაეცემა ამ წესის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას.
11. იმ შემთხვევაში, თუ გამოძახების შესრულებისას ავადმყოფს გაუკეთდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, პასუხისმგებელი ექიმი ან პასუხისმგებელი პარამედიკოსი ავსებს სპეციალურ ფორმას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ავადმყოფის სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, დიაგნოზი, გამოძახების რიგითი ნომერი, გამოძახების შესრულების თარიღი, გამოყენებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების დასახელება, წამლის ფორმა, საზომი ერთეული და რაოდენობა. ფორმას ხელს აწერს პასუხისმგებელი ექიმი ან პასუხისმგებელი პარამედიკოსი. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფზე გამოყენებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, ფორმას ხელს აწერენ პასუხისმგებელი ექიმი ან პასუხისმგებელი პარამედიკოსი და მედდა (ან ექიმი, ან პარამედიკოსი). გამოძახების ბარათში, რომელიც ივსება ყოველ მომსახურებულ ავადმყოფზე, იწერება კურსუსი, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული ბარათები ინახება ხუთი წლის განმავლობაში.
12. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები ავადმყოფს უკეთდება პასუხისმგებელი ექიმის ან პასუხისმგებელი პარამედოკოსის და მედდის (ან ექიმის, ან პარამედიკოსის) თანდასწრებით.“.
|