„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№159
სარეგისტრაციო კოდი
310010010.54.066.016263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №159

2022 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 10/01/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მუხლი 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 161. სასწავლო კურსი საავიაციო მედიცინაში

1. საავიაციო მედიცინაში სასწავლო პროგრამა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.

2. სასწავლო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №10 დანართით განსაზღვრულ პირობებს.

3. სასწავლო ორგანიზაციამ, სასწავლო პროგრამის შეთანხმების მიზნით, სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) კურსის სილაბუსი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის №11 დანართით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) სასწავლო პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო სასწავლო ბაზ(ებ)ის ჩამონათვალი;

გ) თეორიული და პრაქტიკული სწავლების მიზნების შესაბამისი სასწავლო ბაზის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ექიმების ჩამონათვალი საექიმო სპეციალობების მიხედვით (კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი და ა.შ.).

4. საექიმო საქმიანობის განმახორციელებელმა შესაბამისი მიმართულების სპეციალისტმა უნდა წარმოადგინოს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.  

5. სწავლების ბაზისური და შემდგომი განათლების კურსი უნდა დასრულდეს წერითი გამოცდით.

6. განმცხადებლის მიერ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სასწავლო დაწესებულება, რომელმაც უზრუნველყო სწავლება, გასცემს სერტიფიკატს“.

2. 32-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მედიკამენტების შესახებ მოცემულია ამ წესის №12 დანართში“.

3. დაემატოს №11-12 დანართები თანდართული ფორმით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე



დანართი 11
საავიაციო მედიცინის ბაზისური კურსის სილაბუსი

 

2 საათი

საავიაციო მედიცინის გაცნობა

საავიაციო მედიცინის ისტორია;

საავიაციო მედიცინის სპეციფიკური ასპექტები;

სხვადასხვა სახის რეკრეაციული ფრენა;

ავიასამედიცინო ექსპერტის და პილოტის ურთიერთობა;

ავიასამედიცინო ექსპერტის პასუხისმგებლობა;

საავიაციო უსაფრთხოებაში კომუნიკაციისა და ინტერვიუს ტექნიკა.

 

2 საათი

ბაზისური აეროდინამიკა

ადამიანი-მანქანის ურთიერთგავლენა;

ინფორმაციის დამუშავება;

ჩვეულებრივი ინსტრუმენტები;

„მინის კაბინეტი“;

რეკრეაციული ფრენა;

სიმულატორის/თვითმფრინავის გამოცდილება;

ფრენის მექანიზმები.

 

9 საათი

საავიაციო ფიზიოლოგი

ა ტმოსფერო;

ადამიანების ფუნქციონალური შეზღუდვები ფრენის დროს;

ატმოსფეროს და ყოფა;

აირების კანონები და მა თი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა;

დეკომპრესიის ფიზიოლოგიური ეფექტები;

სუნთქვა;

აირების ცვლა სისხლ შ ი;

სისხლის ჟანგბადი თ გაჯერება;

ჰიპოქსიის ნიშნები და სიმპტომები, ცნობიერების სასარგებლო საშუალო დრო;

ჰიპერვენტილაციის ნიშნები და სიმპტომები;

ბაროტრავმა;

დეკომპრესიული ავადმყოფობა;

აჩქარება;

G-ვექტორის ორიენტაცია;

G-დატვირთვის ეფექტები და საზღვრები;

Gz ტოლერანტობის გაზრდის მეთოდები;

დადებითი/უარყოფითი აჩქარება;

აჩქარება და ვესტიბულური სისტემ ა;

ვიზუალური დეზორიენტაცია;

დახრილი ღრუბლის გემბანი;

მიწის ზედა განათება და ვარსკვლავები თ გამოწვეული დაბნეულობა;

ვიზუალური ავტოკინეზი;

ვესტიბულური დეზორიენტაცია;

შიდა ყურის ანატომია;

ნახევარ რკალოვანი არხების ფუნქცია;

ოტოლიტ ური ორგანოების ფუნქცია, ოკულოგირული და კორიოლის ის ილუზია

„იხრება“;

წინ ა აჩქარების ილუზია „ცხვირის ზემოთ“;

შენელების ილუზია "„ცხვირის ქვემოთ“;

მოძრაობის ავადმყოფობა – მიზეზები და მართვა;

ხმაური და ვიბრაცია;

პრევენციული ზომები.

 

3 სააათი

კარდიოვასკულარული სისტემა

გულ-სისხლძართვთა სისტემა ავიაციასთან მიმართებაში;

ქმედუუნარობის დაკარგვის რისკი;

გამოკვლევები: ეკგ, ლაბორატორიული გამოკვლევა და სხვა სპეციალური გამოკვლევები.

3 საათი

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: ჰიპერტენზია, მკურნალობა და შეფასება

გულის იშემიური დაავადება;

ეკგ-ს დასკვნები;

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის პირობებში შეფასება;

ინტერვენციული პროცედურების და კარდიომიოპათიის ქირურგი ა;

პერიკარდიტი;

გულის რევმატული დაავადება;

სარქვლოვანი დაავადებები;

რიტმისა და გამტარობის დარღვევა;

მკურნალობა და შეფასება;

გულის თანდაყოლილი დაავადებ ები: ქირურგიული კარდიოვასკულარული სინკოპე – ერთჯერადი და განმეორებითი ეპიზოდები.

 

10 საათი

სასუნთქი სისტემა

კავშირი ავიაციასთან, ქმედუუნარობის რისკი;

გამოკვლევ ები: სპირომეტრია, პიკური ნაკადი, რენტგენი, სხვა გამოკვლევები;

ფილტვის დაავადებები: ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ინფექციები, ტუბერკულოზი, ბულა, პნევმოთორაქსი, ობსტრუქციული ძილის აპნოე;

მკურნალობა და შეფასება.

 

საჭმლის მომნელებელი სისტემა

კავშირი ავიაციასთან, ქმედუუნარობის რისკი;

კუჭ-ნაწლავის სისტემის შემოწმება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება,

სანაღვლე გზების დაავადებები, ჰეპატიტი და პანკრეატიტი;

ნაწლავის ანთებითი დაავადება, გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავი, გაღიზიანებული ნაწლავი ს სინდრომი, თიაქარი;

მკურნალობა და შეფასება ოპერაციის შემდგომი პერიოდის ჩათვლით.

 

მეტაბოლური და ენდოკრინული სისტემები

კავშირი ავიაციასთან, ქმედუუნარობის რისკი;

ენდოკრინული დარღვევები;

1-ლი და მე-2ტიპი ს შაქრიანი დიაბეტი, დიაგნოსტიკური ტესტები და კრიტერიუმები (B) ანტიდიაბეტური თერაპია ავიაციაში კონტროლის დამაკმაყოფილებელი კრიტერიუმები;

ჰიპერ/ჰიპოთირეოზი;

ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები;

მკურნალობა და შეფასება.

 

ჰემატოლოგია

კავშირი ავიაციასთან, ქმედუუნარობის რისკი;

სისხლის დონაციის ასპექტები;

ერითროციტოზი;

ანემია;

ლეიკემია;

ლიმფომა;

ნამგლისებრუჯრედოვანი დარღვევები, თრომბოციტების დარღვევები,

ჰემოგლობინოპათიები;

კლასიფიკაცია;

მკურნალობა და შეფასება.

 

შარდსასქესო სისტემა

კავშირი ავიაციასთან, ქმედუუნარობის რისკი

 

მეანობა და გინეკოლოგია

კავშირი ავიაციასთან, ქმედუუნარობის რისკი.

 

კუნთოვანი სისტემა

ხერხემლის სვეტის დაავადებები;

ართროპათიები და ართროპროთეზები;

ფიზიკური შეზღუდვის მქონე პილოტები;

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მკურნალობა, სა ფრენოსნო შეფასება.

 

 

2 საათი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის შესავალი ავიაციაში, როგორც ფსიქიატრიული შეფასების ნაწილი;

ფსიქოლოგიური გამოკვლევის მეთოდები, ქცევა და პიროვნება;

დატვირთვის მართვა და სიტუაციური ცნობიერება;

ფრენის მოტივაცია და ვარგისიანობა;

ჯგუფური სოციალური ფაქტორები;

ფსიქოლოგიური სტრესი, სტრესის დაძლევა, დაღლილობა;

ფსიქომოტორული ფუნქციები და ასაკი;

გონებრივი ფიტნესი და ვარჯიში.

 

3 საათი

ნევროლოგია

კავშირი ავიაციასთან, ქმედუუნარობის რისკი;

ნევროლოგიური გამოკვლევები;

ნევროლოგიური დარღვევები;

ა) კრუნჩხვები – ერთჯერადი ეპიზოდის შეფასება;

ბ)ეპილეფსია;

გ)გაფანტული სკლეროზი;

დ) თავის ტრავმა;

ე)პოსტტრავმული მდგომარეობა;

ვ) სისხლძარღვთა დაავადებები;

ზ) სიმსივნეები;

თ) ცნობიერების დარღვევა – ერთჯერადი და განმეორებითი ეპიზოდები ს შეფასება, დეგენერაციული ცვლილებები, ძილის დარღვევე, მკურნალობა და შეფასება.

 

2 საათი

ფსიქიატრია

1. ავიაციასთან კავშირი, ქმედუუნარობის რისკი;

2. ფსიქიატრიული გამოკვლევა;

3. ფსიქიატრიული დარღვევები: ნევროზი, პიროვნული აშლილობა, ფსიქოზი, ორგანული ფსიქიკური დაავადება;

4. ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერ(ებ)ის გამოყენება;

5. მკურნალობა, რეაბილიტაცია და შეფასება.

4 საათი

ვიზუალური სისტემა და ფერთა ხედვა, თვალის ანატომია

კავშირი ავიაციასთან;

გამოკვლევის ტექნიკა;

ა) მხედველობის სიმახვილის შეფასება;

ბ) ვიზუალური დამხმარე საშუალებები;

გ) მხედველობის ველები – სერტიფიცირებისთვის მისაღები ლიმიტები;

დ) თვალის კუნთების ბალანსი;

ე) თვალის პათოლოგიური მდგომარეობის შეფასება;

ვ) გლაუკომა (iv) მონოკულარული და სამედიცინო ფრენის ტესტები,

ფერის ხედვა;

ტესტირების მეთოდები: ფსევდოიზოქრომატული ფირფიტები, ლენტის ტესტი, ანომალოსკოპია;

ტესტების სტანდარტების და პროტოკოლების მნიშვნელობა თვალის ოპერაციის შემდეგი შეფასების პროცესში.

 

3 საათი

ოტორინოლარინგოლოგია

ანატომია;

კლინიკური გამოკვლევები ოტო-რინო-ლარონგოლოგიაში;

სმენის ფუნქციური ტესტები;

ვესტიბულური სისტემა, თავბრუსხვევა, გამოკვლევის ტექნიკა;

შეფასება ოტო-რინო-ლარონგოლოგიური ოპერაციის შემდეგ;

ყურების და სინუსების ბაროტრავმა;

ოტო-რინო-ლარონგოლოგიური პათოლოგიები ავიაციაში;

ოტო-რინო-ლარონგოლოგიური მოთხოვნები.

 

1 საათი

ონკოლოგია

კავშირი ავიაციასთან;

მეტასტაზების და ინვალიდობის რისკი;

ქმედუუნარობის რისკი;

რ ისკების მართვა;

მკურნალობისა და შეფასების სხვადასხვა მეთოდები.

 

1 საათი

ინციდენტები და უბედური შემთხვევები, გაქცევა და გადარჩენა

ავარიების სტატისტიკა;

დაზიანებები;

საავიაციო პათოლოგია, სიკვდილის შემდგომი გამოკვლევა, იდენტიფიკაცია;

თვითმფრინავის ევაკუაცია:

ა) ხანძარი;

ბ) ავარიული დაჯდომა წყალზე;

გ) პარაშუტი.

 

2 საათი

მედიკამენტები და ფრენა

მედიკამენტების საშიშროება;

ხშირი გვერდითი მოვლენები;

რეცეპტით გაცემული მედიკამენტები;

ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები;

მცენარეული მედიკამენტები;

„ალტერნატიული“ თერაპია;

წამალი ძილის დარღვევისთვის.

 

4 საათი

კანონმდებლობა, წესები და რეგულაციები

ICAO-ს სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა, ევროპული დებულებები (მაგ., განხორციელების წესები, AMC და GM);

ქმედუუნარობა: ქმედუუნარობის მისაღები რისკი ავიაციაში;

ქმედუუნარობის სახეები;

საექსპლუატაციო ასპექტები;

ავიაციაში ვარგისობის შეფასების ძირითადი პრინციპები;

საექსპლუატაციო და გარემო პირობები;

სამედიცინო ლიტერატურის გამოყენება პროფესიული ვარგისობის შეფასებისას

აკრედიტებული სამედიცინო დასკვნა;

ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინება;

აკრედიტირებული სამედიცინო დასკვნა, ცოდნის გამოცდილების და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

სამედიცინო ფრენის ტესტი.

 

1 საათი

ბორტგამყოლის სამუშაო გარემო

გარემო სალონში, სამუშაო დატვირთვა, მოვალეობის და დასვენების დრო, დაღლილობის რისკის მართვა;

ბორტგამყოლის მოვალეობები და მასთან დაკავშირებული ტრენინგი;

თვითმფრინავების და ექსპლუატაციის ტიპები;

ერტპილოტიანი და მრავალპილოტიანი ეკიპაჟის ექსპლუატაცია.

 

1 საათი

სალონის სამუშაო გარემო

ჰიგიენა თვითმფრინავში: წყალმომარაგება, ჟანგბადის მიწოდება, ნარჩენების გატანა, დასუფთავება, დეზინფექცია და დეზინფექცია;

კვება;

ეკიპაჟის კვება;

თვითმფრინავი და გადამდები დავადებები.

 

1 საათის

კოსმოსური მედიცინა

მიკროგრავიტაცია და მეტაბოლიზმი, სიცოცხლის მეცნიერებები.

 

8 საათი

საბაზისო საავიაციო აეროდინამიკური ცოდნის დემონსტრირება

2 საათი

დასკვნითი პუნქტები

 

 

ს აბოლოო გამოცდა

 

 

ბრიფინგი და კრიტიკა

 

 

 

დანართი №12

 

მედიკამენტები – სახელმძღვანელო მასალა ავიასპეციალისტისთვის

ეს სახელმძღვანელო მასალა უზრუნველყოფს ავიასპეციალისტის დახმარებას გადაწყვეტილების მიღებაში – საჭიროა თუ არა AME, AeMC და სამედიცინო შემფასებლის კონსულტაცია.

ავიასპეციალისტის მიერ წამლის მიღებამდე და მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებამდე, აუცილებელია, დამაკმაყოფილებლად გაეცეს პასუხი შემდეგ შეკითხვებს:

1. გრძნობს თუ არა თავს ვარგისად ფრენისთვის?

2. სჭირდება თუ არა მედიკამენტების მიღება?

3. გამოსცადა თუ არა ეს კონკრეტული მედიკამენტი ხმელეთზე, რათა დარწმუნებულიყო, რომ იგი არ მოახდენდა რაიმე უარყოფით გავლენას მისი ფრენის უნარზე?

გვერდითი ეფექტების არარსებობის დადასტურებას, შესაძლოა, დასჭირდეს ავიასამდიცინო ექსპერტის რჩევა.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ფართოდ გამოყენებული მედიკამენტი საფრენოსნო მოვალეობებთან მათი თავსებადობის აღწერით:

1. ანტიბიოტიკები.

ანტიბიოტიკებს შეიძლება ჰქონდეს მოკლევადიანი ან დაგვიანებული გვერდითი მოვლენები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მუშაობაზე. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი გამოყენება ჩვეულებრივ მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ინფექცია და ამრიგად, ამ ინფექციის შედეგები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ავიასპეციალისტს არ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება და ესაჭიროება ავიასამედიცინო ექსპერტის რჩევა.

2. მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების საჭიროების შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებულია გეოგრაფიულ არეალზე, სადაც, შესაძლოა, ავიასპეციალისტი მოხვდეს, ასევე კოღო ანოფელესით დასნებოვნების და მალარიით დაავადების რისკზე. საჭიროა ავიასამედიცინო ექსპერტის სამედიცინო დასკვნა იმის დასადგენად, აუცილებელია თუ არა მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება და რომელი პრეპარატები შეიძლება იქნას გამოყენებული.

მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობა (ატოვაკვონი პლუს პროგუანილი, ქლოროქინი, დოქსიციკლინი) თავსებადია ფრენასთან, თუმცა, მეფლოქინთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მოიცავს უძილობას, უცნაურ სიზმრებს, განწყობის ცვლილებას, გულისრევას, დიარეას და თავის ტკივილს. გარდა ამისა, მეფლოქინმა შეიძლება გამოიწვიოს სივრცითი დეზორიენტაცია და კოორდინაციის მოშლა და, შესაბამისად, შეუთავსებელია ფრენის მოვალეობებთან.

3. ანტიჰისტამინები.

ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა. ისინი ფართოდ გამოიყენება „გაციების სამკურნალოდ“ და თივის ცხელების, ასთმის და ალერგიული გამონაყარის სამკურნალოდ. ისინი შეიძლება იყოს ტაბლეტების ან ცხვირის წვეთების სახით და სპრეის შემადგენელი ნაწილი. ხშირ შემთხვევაში, ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობამ, ალერგიამ, შეიძლება ხელი შეუშალოს ფრენას, ასე რომ, თუ მკურნალობა აუცილებელია, საჭიროა ავიასამედიცინო ექსპერტის რჩევა, რათა დაინიშნოს არასედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც არ აქვეითებს ადამიანის შრომისუნარიანობას.

4. ხველის სამკურნალო საშუალებები.

ხველის საწინააღმდეგო საშუალებები ხშირად შეიცავს კოდეინს, დექსტრომეტორფანს ან ფსევდოეფედრინს, რომლებიც არ არის თავსებადი ფრენასთან, თუმცა, მუკოლიზური აგენტები (მაგ,, კარბოცისტეინი) კარგად გადაიტანება და თავსებადია ფრენასთან.

5. დეკონგესტანტები.

ცხვირის დეკონგესტანტები, რომლებიც არ მოქმედებენ ავიასპეციალისტის კონცენტრაციის უნარის დაქვეითებაზე, შეიძლება თავსებადი იყოს ფრენასთან, თუმცა, ავიასპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს დეკოგენსტანტების გამოყენებას, შეიძლება არ იყოს არათავსებადი ფრენასთან. ამდენად, საჭიროა ავიასამედიცინო ექსპერტის რჩევა, მაგალითად, ლორწოვანი გარსის შეშუპება ხელს უშლის ყურებსა ან სინუსებში წნევის გათანაბრებას, გამოიყენება თივის ცხელების სამკურნალოდ და თავსებადია ფრენასთან.

6. ცხვირის კორტიკოსტეროიდები, ჩვეულებრივ, გამოიყენება თივის ცხელების სამკურნალოდ და ისინი თავსებადია ფრენასთან.

7. ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი პრეპარატები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და პარაცეტამოლი, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ტკივილის, ცხელების ან თავის ტკივილის სამკურნალოდ, შეიძლება იყოს ფრენასთან თავსებადი. თუმცა, ავიასპეციალისტმა წამლის გამოყენებამდე და საფრენი მოვალეობების შესრულებამდე დადებითი პასუხი უნდა გასცეს სამ ძირითად შეკითხვას:

ა) გრძნობს თუ არა თავს ფრენისთვის ვარგისად?

ბ) სჭირდება თუ არა მედიკამენტების მიღება საერთოდ?

გ) გამოსცადა თუ არა ეს კონკრეტული მედიკამენტი ხმელეთზე, რათა დარწმუნებულიყო, რომ იგი არ მოახდენდა რაიმე უარყოფით გავლენას მის ფრენის უნარზე?

8. ძლიერი ანალგეტიკები. უფრო ძლიერი ანალგეტიკები, კოდეინის ჩათვლით, არის ოპიატების წარმოებულები და შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის შრომისუნარიანობის მნიშვნელოვანი დაქვეითება და, შესაბამისად, შეუთავსებელია ფრენასთან.

9. წყლულის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

კუჭის სეკრეციის ინჰიბიტორები, როგორიცაა, H2 ანტაგონისტები (მაგ., რანიტიდინი, ციმეტიდინი) ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (მაგ, ომეპრაზოლი) შეიძლება მისაღები იყოს დიაგნოზის დადგენის შემდეგ. მნიშვნელოვანია დიაგნოზის დადგენა და არა მხოლოდ დისპეფსიური სიმპტომების მკურნალობა.

10. დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები.

ლოპერამიდი არის დიარეის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეპარატი და ჩვეულებრივ, უსაფრთხოა ფრენის დროს. თუმცა, თავად დიარეა ხშირად ხდის ავიასპეციალისტს არავარგისად მისი მოვალეობების განხორციელებისათვის.

11. ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს და ჰორმონების შემცვლელ თერაპიას, როგორც წესი, არა აქვს გვერდითი ეფექტები და თავსებადია ფრენასთან.

12. ერექციული დისფუნქციის წამალი.

ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ფერთა აღქმის დარღვევა და თავბრუსხვევა. სილდენაფილის მიღებასა და ფრენას შორის უნდა იყოს გასული მინიმუმ 6 საათი; ვარდენაფილის ან ტადალაფილის მიღებასა და ფრენას შორის – 36 საათი.

13. მოწევის შეწყვეტა.

ნიკოტინის შემცვლელი თერაპია შეიძლება იყოს მისაღები. თუმცა, სხვა მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ბუპროპრიონი, ვარენიკლინი) არ არის მისაღები.

14. მაღალი წნევის წამალი.

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების უმრავლესობა თავსებადია ფრენასთან. თუმცა, თუ არტერიული წნევის დონე ისეთია, რომ საჭიროა მედიკამენტის გამოყენება, ავისპეციალისტზე, მისი მოვალეობის შესრულებამდე, უნდა დაწესდეს მონიტორინგი, ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის მიზნით. ასევე, საჭიროა ავიასამედიცინო ექსპერტის რჩევა.

15. ასთმის მედიკამენტები.

ასთმა უნდა იყოს კლინიკურად სტაბილური, სანამ ავიასპეციალისტი შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას. რესპირატორული აეროზოლების ან ფხვნილების გამოყენება, როგორიცაა, კორტიკოსტეროიდები, ბეტა-2-აგონისტები ან ქრომოგლიციუმის მჟავა, შეიძლება თავსებადი იყოს ფრენასთან. თუმცა, ორალური სტეროიდების ან თეოფილინის წარმოებულების გამოყენება შეუთავსებელია ფრენასთან. ავიასპეციალისტებმა, რომლებიც იყენებენ ასთმის სამკურნალო საშუალებებს, უნდა მიმართონ კონსულტაციისთვის AME-ს, AeMC-ს, ან სამედიცინო შემფასებელს.

16. ტრანკვილიზატორები და სედაციური საშუალებები.

ლეტალური საავიაციო მოვლენების ერთ-ერთი მიზეზი ამ ჯგუფის მედიკამენტების გამოყენების შედეგად განვითარებული შრომისუუნარობაა. გარდა ამისა, ძირითადი მდგომარეობა, რომლისთვისაც დაინიშნა ეს მედიკამენტები, უპირობოდ ნიშნავს, რომ ავიასპეციალისტის ფსიქიკური მდგომარეობა არ არის თავსებადი მის მოვალეობებთან.

17. საძილე ტაბლეტები.

საძილე ტაბლეტები აქვეითებს გრძნობებს, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, ცნობიერების დაქვეითება და რეაქციის შენელება. მედიკამენტის ეფექტის ხანგრძლივობა განსხვავებული და ინდივიდუალურია და შეიძლება იყოს ძალიან ხანგრძლივი. საძილე ტაბლეტების გამოყენებამდე, სავალდებულია, ავიასამედიცინო ექსპერტის კონსულტაცია.

18. მელატონინი.

მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც მონაწილეობს ცირკადული რიტმის რეგულირებაში. ზოგიერთ ქვეყანაში ის რეცეპტით გაიცემა, ხოლო სხვა ქვეყნებში ის ითვლება „კვებით დანამატად“ და მისი შეძენა შესაძლებელია ყოველგვარი რეცეპტის გარეშე. მელატონინის მკურნალობის ეფექტურობა ურთიერთგამომრიცხავია სხვადასხვა საათობრივი ზონების (სარტყელების) გადაკვეთის და ძილის მკურნალობის დროს. საჭიროა, ავიასამედიცინო ექსპერტის კონსულტაციის მიღება.

19. შეიძლება ყავის და სხვა კოფეინირებული სასმელის მიღება, მაგრამ ყავის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება, მათ შორის, გულის რითმის დარღვევა. სხვა სტიმულატორებმა, მათ შორის, კოფეინის ტაბლეტებმა, ამფეტამინი და ა.შ. (გამამხნევებელი ტაბლეტები), რომლებიც გამოიყენება სიფხიზლის შესანარჩუნებლად ან მადის დასაქვეითებლად, შეიძლება გამოიწვიოს მიჩვევა. ასევე, სხვადასხვა სტიმულატორების მიმართ მიმღებლობამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში თავდაჯერებულობა.

20. ანესთეტიკები.

ადგილობრივი, ზოგადი, სტომატოლოგიური და სხვა სახის ანესთეზიების გამოყენების შემდეგ, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა ფრენამდე. დროის მონაკვეთის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, თუმცა ავიასპეციალისტებმა არ უნდა იფრინონ ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ 12 საათი და ზოგადი, სპინალური და ეპიდურალური ანესთეზიის შემდეგ – 48 საათი.

ამჟამად ბაზარზე არსებული ბევრი პრეპარატი შეიცავს წამლების კომბინაციას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი პრეპარატის ან განსხვავებული დოზის (უმნიშვნელო დოზისაც კი) მიღების შემთხვევაშიც, ეფექტი შეფასდეს მიწაზე – ავიასპეციალისტის ფრენამდე. იმის გამო, რომ ინდივიდი შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე კონკრეტული პრეპარატის მიმართ, რეკომენდებულია, რომ ფრენამდე და ფრენის პროცესში არ იქნეს მიღებული პრეპარატი, თუ ის კარგად არა აქვს გამოცდილი ავიასპეციალისტს. საეჭვო შემთხვევაში, საჭიროა AME, AeMC კონსულტაცია. სხვა სახის მკურნალობა, როგორიცაა, აკუპუნქტურა, ჰომეოპათია, ჰიპნო თერაპია და სხვა მიმართულებები, ვითარდება და უფრო მეტად სანდო ხდება. აუცილებელია, „მკურნალობის სხვა მეთოდები“ და ასევე, ძირითადი მდგომარეობა, შეფასდეს AME, AeMC მიერ.