„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.133.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2022 წლის 22 ივლისი

ქ. ბათუმი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/03/2016 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016180) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.1. წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ. გააჩნიათ საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებული საცხოვრებელი ფართი არის არის ქორწინების შედეგად ოჯახში შემატებული წევრის თანასაკუთრებაში არსებული ქონება (ქორწინებამდე). ასევე ალტერნატიულ ფართად არ ჩაითვლება ექსპლუატაციაში არშესულ კორპუსში მდებარე უძრავი ქონება (სახლი ან ბინა), რომელიც არ არის დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი. ასევე, აღნიშნული მშენებარე ობიექტის საერთო ბინების/სახლის 15%-ზე ნაკლები არის საცხოვრებლად დაკავებული. კომისია უფლებამოსილია შემადგენლობიდან გამოყოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს იმ ბენეფიციარების მისამართზე გასვლას და შემოწმებას, რომლების მიმართაც  საქმის განხილვის დროს კომისიის მიერ წამოეჭრება კითხვები საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობის შესახებ; ჯგუფის მიერ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება მოხდეს ფოტო/ვიდეო მასალის სახით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმინდია დიასამიძე