ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე №16 არეალის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანება №1-1/11 |
|
2022 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი |
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე №16 არეალის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-40, 43-ე მუხლების, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებისა და „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე №16 განაშენიანების გეგმა (დანართი №1).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|