„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.017010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №54

2022 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №94 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016836) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი აუდიტორი (მესამე რანგი, კატეგორია პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ბიზნესის და ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური და ქცევითი მეცნიერებების ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით).

2. აუდიტის, შიდა კონტროლის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, შესყიდვების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, რისკების/პროექტების/ადამიანური რესურსების მართვის ან სამართლის სფეროში  2  წლის მუშაობის გამოცდილება.

3. სასურველია საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის ან/და საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების 3-წლიანი გამოცდილება.

4. შემდეგი ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ვ) „სისტემური აუდიტის სახელმძღვანელოს/ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №592 დადგენილება;

ზ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

თ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ი) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

კ) შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოქვეყნებული საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩო  (International Professional Practices Framework).

5. სასურველია ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების, სტატისტიკისა და კვლევის მეთოდების ცოდნა, ასევე მმართველობითი, რისკის მართვის და კონტროლის ღონისძიებების ცოდნა.

6. სასურველია შიდა აუდიტორის საერთაშორისო სერტიფიკატის (CIA) ფლობა.

7. ინგლისური ენის (B1 დონე) ცოდნა. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

8. კომპიუტერული პროგრამების: MS Word, MS Excel, MS PowerPoint კარგად ცოდნა. სასურველია Visio-ს ცოდნა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე