„ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№400
სარეგისტრაციო კოდი
360050000.10.003.023611
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2022 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/05/2017, 360050000.10.003.019926) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1.  34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;“.

2.  34-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ და „უ2“ ქვეპუნქტები:

„უ1) ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისათვის განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა;

უ2) საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უკვე არსებული ობიექტების ფუნქციონირებისათვის/დემონტაჟისათვის, ასევე ამავე კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა.“.

3.  34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული საშეშე მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არა უმეტეს 5 მ3-ისა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში − 7 მ3 საშეშე მერქნისა), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვისა, საფუტკრეების მოწყობისა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვებისა, საქართველოს ტყის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა;“.

 4.  34-ე მუხლის მე-4 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ზეხმელი ხეებისა და ისეთი ხეების მოჭრისა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ვიზიტორებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო 50 მეტრის სიგანეზე (რადიუსით) დაშვებულია მხოლოდ ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და ზეხმელი ხეების მოჭრა, აგრეთვე დაშვებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის, დაცვის, აღდგენის, რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მიზნით საქართველოს ტყის კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.07.2022.
როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 28.07.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №400. სარეგისტრაციო კოდი — 360050000.10.003.023611.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №216 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №400, 28.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 360050000.10.003.023611 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5531510/