ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2022
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016342
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავითი ქირიკაშვილი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2022 წლის 28 ივლისი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 85-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის მერმა დაამტკიცოს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების ვადები, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და ღირებულება, განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა და პროგრამის კოორდინატორის კანდიდატურა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი
დანართი
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის (შემდგომში „პროგრამა“) საბოლოო მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.
2. პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე-16 მიზნის და ძირითადი პრინციპების (მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა, ინკლუზიურობა და ანგარიშვალდებულება) ადგილზე განხორციელების ხელშეწყობა.
3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალური ბიუჯეტიდან.
4. ამ დებულებით დამტკიცებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ადმინისტრირების ძირითადი წესები.
5. ამ წესით დაურეგულირებელი საკითხები წყდება პროგრამის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. პროგრამის აღწერა
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში - მერი) ვალდებულია, ყოველწლიურად ბრძანებით განსაზღვროს დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა, რომელიც შერჩეული იქნება მოსახლეობის მიერ მათ მიერვე წარმოდგენილი პროექტების სიიდან.
2. მერის ბრძანებით განსაზღვრება დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის სავარაუდო ღირებულება.
3. სამუშაო ჯგუფის მიერ მერისათვის წარდგენილი წინადადებების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს მერის ბრძანებით გათვალისწინებულ პროექტ(ებ)ზე მეტი. დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე.
4. პროგრამას გააჩნია განხორციელების შემდეგი ეტაპები:
ა) მოსამზადებელი ეტაპი;
ბ) საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი;
გ) საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა;
დ) კენჭისყრის ეტაპი;
ე) გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა და პროექტ(ებ)ის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით;
ვ) პროექტ(ებ)ის განხორციელება;
ზ) პროექტ(ებ)ის მონიტორინგი და შეფასება.
5. პროგრამის განხორციელების ეტაპების კონკრეტული ვადები განისაზღვრება მერის ბრძანებით.
მუხლი 3🔗. პროგრამის ადმინისტრირების პრინციპები
1. პროგრამის ადმინისტრირებისას, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ჯგუფის ჩართულობა. ამ მიზნით, მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ გამოყენებული იქნას ინფორმაციის მიწოდების ის არხები, რომლითაც სარგებლობენ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ინფორმაციის მისაღებად.
2. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია პროგრამაში მონაწილეობისთვის ონლაინ ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით დაბა სტეფანწმინდიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებისთვის. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს პროგრამაში მონაწილეობის ონლაინ პლატფორმები.
3. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მონაწილეობის ალტერნატიული ფორმების არსებობა, განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც გააჩნია კომპიუტერული ტექნიკის მოხმარების შეზღუდული უნარ-ჩვევები. ამ მიზნით, გამოყენებული უნდა იქნას პროგრამაში მონაწილეობის ალტერნატიული ფორმები განაცხადის წერილობით დატოვების სახით.
4. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მინიმალურად აუცილებელია პროგრამაში მონაწილეობისთვის როგორც წინადადების წარდგენის, ასევე კენჭისყრის ეტაპზე, ხოლო სამუშაო ჯგუფის ყველა წევრმა უნდა დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნა.
5. პროგრამაში მონაწილეთა პირადი მონაცემების გაუხმაურებლობის მიზნით, მონაცემები ინახება კონფიდენციალურად, ხოლო მათი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ხდება იდენტიფიცირებადი მონაცემების განადგურება. ამასთან, ხდება პროგრამაში მონაწილის წინასწარი ინფორმირება/თანხმობის აღება პერსონალური მონაცემების გამოყენების თაობაზე.
6. პროგრამის ადმინისტრირებისას მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვა. ამ მიზნით, პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა დაეყრდნოს წინასწარ განსაზღვრულ წესებსა და კრიტერიუმებს, ხოლო პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ანგარიში უნდა იყოს საჯარო (გასაჯაროებას არ ექვემდებარება პერსონალური მონაცემები).
მუხლი 4🔗. პროგრამის გენდერული ასპექტები
1. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ისეთი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას. ამ მიზნით, თუ ასეთი საპროექტო წინადადება ვერ გაიმარჯვებს კენჭისყრის შედეგად, პროექტის სამუშაო ჯგუფი მერს წარუდგენს დამატებით წინადადებას, გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული იმ საპროექტო წინადადების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებაზე, რომელმაც მიიღო მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა.
2. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები/მოთხოვნები. ამ მიზნით, ვინაიდან გენდერულად სენსიტიური ასპექტების გათვალისწინება შესაძლოა მოითხოვდეს დამატებით ფინანსურ რესურსებს, გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადების მაქსიმალური ბიუჯეტი შეიძლება 20%-ით აღემატებოდეს ამ პროგრამით დადგენილ ზღვარს.
3. გენდერული ასპექტების გათვალისწინების მიზნით, ჩატარდება გამარჯვებული პროექტის გენდერული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება პროექტის გადამუშავება იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებული იქნას გენდერულად სენსიტიური საკითხები. ამასთან, პროგრამის ამგვარი გადამუშავებისას, დასაშვებია პროექტის ბიუჯეტის 20%-ით ზრდა დამატებითი გამოვლენილი ხარჯების დასაფარად.
მუხლი 5🔗. პროგრამის ადმინისტრირება
1. პროგრამის განსახორციელებლად იქმნება სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) მერის პირველი მოადგილე;
ბ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი;
გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის უფროსი;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;
ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა, ბავშვის უფლებებისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი;
ვ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;
ზ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
თ) საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე;
2. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს მერის პირველი მოადგილე (შემდგომში – ჯგუფის ხელმძღვანელი).
3. სამუშაო ჯგუფის პერსონალურ შემადგენლობას და პროგრამის კოორდინატორს ამტკიცებს მერი.
მუხლი 6🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებები
1. კოორდინაციას და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში.
2. აფასებს მოქალაქეების/საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს.
3. ამზადებს კენჭისყრისთვის მომზადებული პროექტების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით.
4. ამზადებს იმ საპროექტო წინადადებების ჩამონათვალს შესაბამისი დასაბუთებით, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს ამ დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
5. აორგანიზებს პროექტების ელექტრონულად შერჩევის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.
6. აორგანიზებს ელექტრონულ კენჭისყრას.
7. პასუხისმგებელია პროგრამის ყველა ეტაპზე მოსახლეობის ინფორმაციების კამპანიაზე.
8. საჭიროების შემთხვევაში მერს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას პროექტის ეტაპების ვადის ცვლილების თაობაზე.
მუხლი 7🔗. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფორმები
1. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ და გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.
2. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწვეტია ჯგუფის ხელმძღვანელის ხმა.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენას ჯგუფის ხელმძღვანელი ავალებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს.
მუხლი 8🔗. საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები
1. საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მერის ბრძანებით საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას;
დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც ჩადებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).
2. სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების მაქსიმალურ სავარაუდო ღირებულებას.
3. სამუშაო ჯგუფმა შესაძლოა მიიღოს დამატებითი კრიტერიუმები.
4. საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმდგენს უნდა ჰქონდეს გამოგზავნილი შემდეგის სახის ინფორმაცია:
ა) სახელი, გვარი / საინიციატივო ჯგუფის წევრების სახელი; გვარი;
ბ) პირადი ნომერი / საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადი ნომრები;
გ) საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა;
დ) პროექტის სახელწოდება;
ე) პროექტის აღწერა;
ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;
ზ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.
მუხლი 9🔗. საპროექტო განაცხადების შემოტანაზე უფლებამოსილი პირები
1. საპროექტო განაცხადის შემოტანა შეუძლია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ზრდასრულ მოქალაქეთა ჯგუფს.
მუხლი 10🔗. პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი
1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა დატესტოს და უზრუნველყოს, რომ საპროექტო წინადადების მიღების ეტაპის დაწყებამდე გამართულად მუშაობდეს პროექტების წარდგენისა და კენჭისყრის ონლაინ სისტემები და იგი მოსახლეობისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.
2. ჯგუფის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ინფორმირებას პროგრამის ვადებისა და პირობების შესახებ.
მუხლი 11🔗. საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი
1. საპროექტო წინადადებების წარდგენა ხდება ინტერნეტის მეშვეობით, მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოტანილი ლინკით.
2. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.
3. ფიზიკურად, ინტერნეტის გარეშე, წარდგენილი წინადადებების პროექტების ელექტრონულ სისტემაში შეტანას უზრუნველყოფს პროექტის კოორდინატორი. ასეთ შემთხვევაში პროექტის კოორდინატორი უზრუნველყოფს ფიზიკურად წარდგენილი განცხადებების პირველი პირების დადგენილი წესით დაარქივებას.
4. მოქალაქეს/საინიციატივო ჯგუფს შეუძლია წარადგინოს საპროექტო წინადადებების შეუზღუდავი რაოდენობა.
5. წარსადგენი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.
მუხლი 12🔗. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა
1. წინადადებების მიღების ვადის გასვლის შემდეგ, სამუშაო ჯგუფი ახდენს მიღებული წინადადებების პირველად გადარჩევას ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად.
2. პირველადი გადარჩევის პროცესი უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
3. წინადადებების პირველადი გადარჩევისას, სამუშაო ჯგუფი აფასებს, აკმაყოფილებს თუ არა საპროექტო წინადადებები წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს.
4. წინადადებები, რომლებიც აკმაყოფილებს წინასწარ დაწესებულ კრიტერიუმებს, გადადის კენჭისყრის ეტაპზე.
5. წინადადებების წარმომდგენებს, რომელთა პროექტები ვერ გაივლიან კვალიფიკაციას, სამუშაო ჯგუფის სახელით ეგზავნება არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ ვერ გაიარა მისმა პროექტმა გადარჩევის ეტაპი. პასუხი შესაძლებელია გაიგზავნოს როგორც წერილობით, ასევე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით.
6. პროგრამის კოორდინატორი უზრუნველყოფს, რომ კენჭისყრის ეტაპზე გადასული პროექტები კენჭისყრისთვის ატვირთული იყოს სოფტზე.
მუხლი 13🔗. კენჭისყრის ეტაპი
1. კენჭისყრა ტარდება ელექტრონულად, მუნიციპალური ვებ-გვერდის ლინკის მეშვეობით.
2. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება გააჩნია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და კანონიერად მცხოვრებ ნებისმიერ ზრდასრულ მოქალაქეს. კენჭისყრისას, მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
3. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა ასევე შეიძლება უშუალოდ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლისთვის ან მერიაში შესაბამისი განაცხადის დატოვების გზით.
4. კენჭისყრისას, თითოეული მონაწილე უფლებამოსილია კენჭი უყაროს 1 პროექტს.
5. კენჭისყრის ვადის გასვლის შემდეგ ხმის მიცემა აკრძალულია.
6. გამარჯვებულად ცხადდება ის პროექტ(ებ)ი, რომელმაც დააგროვა ხმების ყველაზე მეტი ოდენობა.
მუხლი 14🔗. გამარჯვებული პროექტის დამუშავება
1. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული პროქტ(ებ)ი შემდგომში გადასამუშავებლად გადაეცემა შესაბამის სამსახურს.
2. მუნიციპალიტეტის სამსახური ამუშავებს საპროექტო წინადადებას, აზუსტებს ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში ამზადებს პროექტის ტექნიკურ დოკუმენტაციას.
3. დაზუსტებული საპროექტო წინადადება ჩაიდება მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტში.
4. საპროექტო წინადადების განხორციელება ხდება დამტკიცებული წესების შესაბამისად.
5. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგი ხორციელდება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 15🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება ყოველწლიურად.