„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2022 წლის 28 ივლისი დაბა სტეფანწმინდა |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
1.დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მერვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის, პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელება, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების მიღებას, განსაზღვრავს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებებსა და ვადებს, მოახდინოს მშენებლობა დამთვრებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლოატაციაში მიღება);
2. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს თავი VIII და 39-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას
1. მერია უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების, მათ შორის: სოციალური
დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის, სატრანსპორტო
პოლიტიკის განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვის, მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების და სხვა მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:
ა) სახელი;
ბ) გვარი;
გ) პირადი ნომერი;
დ) დაბადების თარიღი;
ე) სქესი;
ვ) მოქალაქეობა;
ზ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;
თ) ფოტოსურათი;
ი) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.
4. ამ მუხლის მიზენებისათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ასევე მოიცავს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.07.2022.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მიღებულია 28.07.2022. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.151.016343.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.07.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე., №13, 28.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016343 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5531561/