სს „სპაგეტი-94-ს“ მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს.ს. „სპაგეტი-94“-ს (ს.ნ. 200001023)
მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
• საწესდებო კაპიტალში არსებული აქციების სრული ოდენობა შეადგენს 465 472 ცალს, საიდანაც 462 551 ცალი აქციის მესაკუთრეა შემსყიდველი.
• ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს სასამართლოს, აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასის განსაზღვრისა და ამ ფასად გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ.
• საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.
• აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: საწარმოს ნორმალური ფუნქციონირების, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება.
• დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შემსყიდველს, ნინო კუხიანიძეს (პ.ნ.01008007494), მის: ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. 47, 1 კვ., მე-2 კ., მე-6 სადარბაზო, მე-5 სართული, ბინა №121. ტელ:(599)670035, ელ.ფოსტა: davidgeo71@gmail.com;
• აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან” („საქართველოს რეგისტრატორი”) მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის ქ. №11 „საქწყალპროექტის“ შენობა, VII სართული, ტელ.:(+995 32) 2251560, (+995 32) 2225351
შემსყიდველი: ნინო კუხიანიძე
(პ.ნ.01008007494)