სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №405
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.023616
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2021 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №405
2022 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
მუხლი 1🔗
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლისა და „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:
1. მოქალაქეთა 2022 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 30 დეკემბრამდე.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1400-ით.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 539-ით.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 908-ით.
5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 210-ით.
6. საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ამავე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საშემოდგომო გაწვევის პროცესი შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს ამავე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე.
8. 18-იდან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტროს (შემდგომში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტრო) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტროს სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
10. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტროს გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინიტროს გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან სავარაუდოდ თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი