ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.08.2022
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №N
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016581
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
| N | სახელი გვარი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2022 წლის 2 აგვისტო
დაბა ადიგენი
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმა“, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მღებრიშვილი
დანართი 1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტს, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებსა და საცხოვრებლით დაკმაყოფილების პირობებს.
3. ეს წესი არ ვრცელდება:
ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;
ბ) პირებზე, რომელთა რეგისტრაციის ხანგრძლივობა ადიგენის მუნიციპალიტეტში არ აღემატება 2 წელს;
გ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ;
დ) პირზე, თუ მას ან/და მისი ოჯახის პირველი ან/და მეორე რიგის ნათესავს აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის (გარდა პირადი/ოჯახის საცხოვრებელი დანიშნულებისა) უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე;
ე) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით 150 000 და მეტია.
მუხლი 2🔗. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია
1. ამ წესის განხორციელების მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიას (შემდგომში – კომისია).
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები და სხვა საჯარო მოხელეები.
3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
4. კომისიის წევრთა მიმართ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების მოთხოვნები.
5. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
6. კომისიის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი.
7. კომისია დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს მის საქმიანობაში.
8. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობის ორგანიზებაზე. კომისიის თავმჯდომარე ხელს აწერს კომისიის საქმიანობას მიკუთვნებულ კორესპონდენციას.
9. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
10. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
გ)დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
11. კომისიის სხდომა საჯაროა.
12. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3.
13. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
14. კომისიის სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ცალკეული დარგის ექსპერტები/სპეციალისტები ან/და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები.
15. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი) და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.
16. კომისია სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით.
17. კომისიის სხდომა ფორმდება წერილობითი ოქმით.
18. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.
19. კომისიის სხდომის ოქმები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
20. კომისია ვალდებულია რეგისტრირებული უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შემდეგ უზრუნველყოს მიმდინარე გარემოებათა გამოკვლევა (მ.შ. წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი).
მუხლი 3🔗. უსახლკარო პირების რეგისტრაციის პროცედურები
1. სტატუსის მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია საკუთარი მოთხოვნა დააფიქსიროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციის განაცხადის შევსებით და კომისიაში წარდგენით.
2. რეგისტრაციის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია აწარმოოს საინფორმაციო კამპანია, ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლების მიერ განსახორციელებელი მოკვლევები და შესაბამისი ფაქტის დადგენის სხვა პროცედურები.
3. რეგისტრაციის პროცესი დასრულებულად ითვლება მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.
4. უსახლკარო პირების რეგისტრაცია, ადიგენის მუნიციპალიტეტისათვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრისით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოხდება ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.
5. ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრებში მერის წარმომადგენლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული მოკვლევების შედეგად გამოვლენილი ჭერის არმქონე პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც მუდმივი და არც დროებითი საცხოვრებელი ფართი, ღამეებს მათ სარგებლობაში არსებულ ნივთებთან ერთად, ქუჩაში, სადარბაზოებში, ღია ცის ქვეშ, სკვერებსა და სხვა წინასწარ განუსაზღვრელ ადგილზე ატარებენ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას.
6. პირები, რომლებმაც ამ წესის ამოქმედებამდე ორი წლის განმავლობაში, დაკარგეს საცხოვრებელი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარებიან უპირობო რეგისტრაციას.
მუხლი 4🔗. შეფასების პროცედურები
1. დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისათვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა
განისაზღვრება კომისიის მიერ მინიჭებული შეფასების საფუძველზე.
2. უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა შეფასება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მოქმედი დოკუმენტის საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით:
ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65001-ზე ნაკლები – 30 ქულა;
ა.ბ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 75001-ზე ნაკლები – 20 ქულა;
ა.გ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე ნაკლები – 10 ქულა;
ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-ზე მეტი – 5 ქულა.
ბ) შშმ პირი:
ბ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 30 ქულა;
ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული ან/და 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 20 ქულა;
ბ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 10 ქულა.
გ) არასრულწლოვან პირთა (18 წლამდე) რაოდენობა ოჯახში:
გ.ა) 1-დან 3-ის ჩათვლით – 10 ქულა;
გ.ბ) ყოველ შემდეგ პირზე – დამატებით 5 ქულა.
დ) მარჩენალდაკარგული პირები – 20 ქულა.
ე) სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები – 10 ქულა.
3. შეფასების საბოლოო ქულა დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებული ქულების შეჯამებით.
4. მინიჭებული ქულა ძალაშია შეფასების განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში.
5. დროებითი საცხოვრისით დასაკმაყოფილებელი პირების რიგითობა დგინდება ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული საბოლოო ქულების სიდიდის მიხედვით.
6. შეფასებისას თანაბარი საბოლოო ქულების მიღების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყველაზე დაბალი საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულის მქონე პირს/ოჯახს.
7. ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით რეგისტრირებული პირები დროებითი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ, მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეფასებისა და რიგითობის გარეშე.
8. ყოველი შემდგომი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და არსებული საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად.
9. საცხოვრისის დროებით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმი.
მუხლი 5🔗. საცხოვრებლით სარგებლობის ვადა და პირობები
1. საცხოვრისით სარგებლობის მინიმალური ვადა განისაზღვრება ორი წლით, ხოლო შემდგომი ვადა დამოკიდებულია მონიტორინგის შედეგებზე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულებასა და სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის განახლებული მონაცემების გათვალისწინებით (დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კომისიის მიერ მინიჭებული ქულების შეჯამებით, საბოლოო სარეიტინგო ქულა).
2. საცხოვრისით მოსარგებლე პირს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი თქვას გადაცემული ფართით სარგებლობაზე, რაც ავტომატურად იწვევს მისთვის რეგისტრაციის, ქულისა და რიგითობის გაუქმებას.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს პირს შესთავაზოს საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა არაუმეტეს, 1 წლით. ქირის მაქსიმალური თვიური ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს, 500 (ხუთასი) ლარით.
4. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ორმხრივი უფლებები და ვალდებულებები.
5. დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირი ვალდებულია დროულად გადაიხადოს კუთვნილი კომუნალური გადასახადები.
6. დროებითი საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად კომისიას უფლება აქვს სულადობის მიხედვით მოახდინოს ფართების მონაცვლეობა.
7. ფორსმაჟორულ ვითარებაში ჭერის არმქონე, მიუსაფარი მოქალაქეებისათვის, კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ, კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია თავშესაფრის გამოყოფა დროებით, საცხოვრისში არსებულ თავისუფალ ფართში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მოძიებამდე.
მუხლი 6🔗. ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება და მონიტორინგი
ბენეფიციარი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება მოხდება ყოველწლიურად ბენეფიციარის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენით:
ა) ამონაწერი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან ქულათა ოდენობით;
ბ) ამონაწერი შემოსავლების სამსახურიდან ოჯახის წევრთა შემოსავლების შესახებ;
გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელის/მოხელეთა მიერ წლის განმავლობაში პერიოდულად ბენეფიციარი ოჯახის ადგილზე გადამოწმებით.
მუხლი 7🔗. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია
ა) ბენეფიციარის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებელის ოჯახის წევრების დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარისა და მისი ოჯახის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის შესახებ;
ე) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ზ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა;
ზ.ბ) განმცხადებლის და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, (ფორმა №IV – 100/ა).
თ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ შესაბამისი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან,
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი 2
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
უსახლკარო პირთა რეგისტრაციის განაცხადის
ფორმა
საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა
N
სახელი
გვარი
პირადი
ნომერი
ოჯახის შემად-გენლობა (ნათესავუ-რი კავშირი)
ასაკი
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
2. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან/და 18 წლამდე ასაკის შშმ პირები
3. ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
პენსიო-ნერი
მარჩე-ნალდა-კარგული
შენიშვნა
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.