მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.08.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №93/04
სარეგისტრაციო კოდი 220060000.18.011.016633
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 567 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.08.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
მწვანე ტაქსონომია
კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრით
მუხლი 2
სოციალური ტაქსონომია
კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი სოციალური ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს
მუხლი 2
სესხი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის"  მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხი
მუხლი 2
მწვანე სესხი
სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ტაქსონომიაში
მუხლი 2
სოციალური სესხი
სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია სოციალურ ტაქსონომიაში
მუხლი 2
მდგრადი სესხი
სესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მწვანე და სოციალური ტაქსონომიის პირობებს.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მიკრობანკისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 91% 01.08.2023 ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 85% 13.03.2020 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 84% 01.10.2024 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 31.03.2023 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (პირველი პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიება)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 81% 22.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №93/04 2022 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია კომერციული ბანკებისთვის მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიკაციის სისტემის შემუშავება. 2. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიზანია შეიმუშაოს კლასიფიკაციის სისტემა ისეთი ეკონომიკური აქტივობების გამოსავლენად, რომლებიც გარემოსდაცვით, სოციალურ ან/და მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება და საქართველოში მდგრადი დაფინანსების განვითარებას უწყობს ხელს. 3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, უცხოური ბანკების ფილიალებსა და უცხოური ბანკის შვილობილ ბანკებზე (შემდგომში – კომერციული ბანკი). 4. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა). მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მწვანე ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრით; ბ) სოციალური ტაქსონომია – კლასიფიკაციის სისტემა, რომელიც ადგენს დადებითი სოციალური ეფექტების მქონე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალს; გ) სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის"  მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხი; დ) მწვანე სესხისესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია მწვანე ტაქსონომიაში; ე) სოციალური სესხისესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც წარმოდგენილია სოციალურ ტაქსონომიაში; ვ) მდგრადი სესხისესხი, რომლის თანხა ექსკლუზიურად გამოიყენება ისეთი ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მწვანე და სოციალური ტაქსონომიის პირობებს. მუხლი 3🔗. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია  1. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია შედგება მწვანე და სოციალური ტაქსონომიისგან.  2. მწვანე ტაქსონომია განსაზღვრულია ამ წესის დანართი №1-ით, ხოლო სოციალური ტაქსონომია – ამ წესის დანართი №2-ით. მუხლი 4🔗. კომერციული ბანკების უფლებები და ვალდებულებები   1. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან: ა) სესხს მიანიჭონ მწვანე სესხის კატეგორია მხოლოდ ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ) მწვანე, სოციალური და მდგრადი კატეგორია მიანიჭონ სესხის სრული მოცულობის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შესაბამისი კატეგორიის პირობებს აკმაყოფილებს; გ) ეროვნულ ბანკს წარუდგინონ მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგება, თვის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ამ წესის დანართი №3-ით განსაზღვრული მწვანე სესხების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმის გამოყენებით; დ) პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში მწვანე სესხების განსაზღვრისას იმოქმედონ ამ წესის შესაბამისად. 2. კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან პილარ 3-ის წლიური ანგარიშგების ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social and Governance – ESG) საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების ფორმაში  განსაზღვრონ სოციალური და მდგრადი სესხები. ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებები. 3. კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან სესხებს მიანიჭონ სოციალური და მდგრადი კატეგორია ამ წესის მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად. 4. კომერციული ბანკის მიერ დაუშვებელია ტერმინების – მწვანე, სოციალური, მდგრადი სესხის გამოყენება, თუ სესხი არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 5🔗. გარდამავალი დებულებები ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.