ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 03.08.2022
ძალაში შესვლა 01.09.2022
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.162.016591
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 2 | ოფისები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 3 | პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 4 | კინოთეატრები და თეატრები |
| 5 | სკოლები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) |
| 6 | სასტუმროები, მათ შორის საოჯახო სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხებათ) |
| 7 | საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხებათ) |
| 8 | სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხებათ) |
| 9 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) |
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზიები |
| 11 | სამრეწველო ტექნიკის და საოჯახო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები |
| 12 | სასურსათო და სამრეწველო მაღაზიების, აფთიაქების სასაწყობე და დამხმარე ტერიტორიები |
| 13 | ყოველდღიური ბაზრები |
| 14 | საკვირაო ბაზრები |
| 15 | ავტოსადგომები და საწყობები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 16.12.2011
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,
ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების,
მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2022 წლის 3 აგვისტო
ქ. ახმეტა
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 61 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა“ (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა და გადახდის ინსტრუქცია“ (დანართი №3).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობი ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის“ (დანართი №4).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს „სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი მოსაკრებლის ოდენობები და მათი გადახდის ინსტრუქცია“ (დანართი №5).
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 დეკემბრის №58 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.162.016082).
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი
დანართი №1
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა
მუხლი 1🔗. მშენებლობის ნებართვა
1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას.
მუხლი 2🔗. ნებართვის გაცემის ობიექტი
მშენებლობის ნებართვა გაიცემა:
ა) მშენებლობაზე;
ბ) რეკონსტრუქციაზე;
გ) დემონტაჟზე;
დ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟზე/განთავსებაზე.
მუხლი 3🔗. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვომოსაკრებელი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართის თითოეული კვადრატული მეტრისათვის შეადგენს 0,5 ლარს.
2. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისას, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარს, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარს.
3. ხაზობრივი ნაგებობებისათვის (წყალსადენი, გაზსადენი, ელექტრო გადამცემი ხაზები, ელკავშირი, არხები და სხვა) მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა თითოეული გრძივი მეტრისთვის შეადგენს: ფიზიკური პირებისთვის – 50 თეთრს, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის – 1 ლარს.
4. ამ მუხლში აღნიშნული მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიისგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 4🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
დანართი №2
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შერულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების ) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესი და ოდენობა
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) მიერ მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა მერის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა
1. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა ხარჯს.
2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები, თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისგან.
3. ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
4. მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს.
მუხლი 4🔗. დაჩქარებული მომსახურება
1. ამ წესის მიზნებისთვის დაჩქარებული მომსახურება გულისხმობს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ (შემდგომ – სამსახური) ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილების შინაარსისა.
2. დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
მუხლი 5🔗. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა
1. მშენებლობის (გარდა განსაკურებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი;
ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 100 (ასი) ლარი;
ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 800 (რვაასი) ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
ბ.დ) განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში – 100 (ასი) ლარი.
მუხლი 6🔗. ვადის გამოთვლა
1. სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
2. ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.
3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
4. დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირის მიერ ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში დაწესებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
4. მოსაკრებელი ჩაირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 8🔗. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
1. თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;
გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ წესით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ წესით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.
3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის ნაკლებოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ვადით სარგებლობის შესახებ წარდგენილ უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე.
4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი სხვა ვადით სარგებლობის შესახებ წარდგენილ უნდა იქნას პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.
5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
6. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
დანართი №3
ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახალებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობებს, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახადს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
5. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება.
6. მოსაკრებლის გადამხდელია ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის ოდენობა, განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ როგორც ფიზიკური პირებისათვის, ისე იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
2. ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულზე შეადგენს თვეში 0.5 ლარს, ხოლო 4 პირზე მეტი ოჯახის წევრის შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 2.00 ლარით ოჯახზე.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს (მოსარგებლეს), რომელიც მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენის წარმომქმნელია.
4. ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
6. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადახდა მომდევნო თვიდან უნდა მოხდეს ცვლილებების გათვალისწინებით.
7. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდა ცვლილების შესაბამისად უნდა განხორციელდეს მომდევნო თვიდან.
8. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი მომდევნო თვიდან გადაიხდება ახალი ადგილსამყოფელის მიხედვით.
9. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დროის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
10. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში დარეგისტრირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
მუხლი 3🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ნარჩენის წარმომქმნელი ყველა პირისათვის არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი პირებისა და დაღუპულთა ოჯახები;
ბ) ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები;
გ) ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მათი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. არ დაერიცხებათ მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე), ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოში. წინამდებარე ინსტრუქციის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებად.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (მოსარგებლე) ვალდებულია არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში მოახდინოს მის საკუთრებაში მცხოვრები პირების რაოდენობის და რაოდენობის ცვლილების რეგისტრაცია.
3. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან ფაქტობრივი საქმიანობის დაწყების დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში), არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
5. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების შეტანის მიზნით იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
6. იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვ.). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
7. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გაფორმება საკუთარი ინტერესებისა და ამ დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, თუმცა მოსაკრებელი გადაიხდება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო თვის ბოლო კალენდარული დღისა.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება.
მუხლი 8🔗. მოსაკრებლის გადაუხდელობის შედეგები
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდევინება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი
№4
ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობები ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის
№
საქმიანობა
საზომი ერთეული
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში)
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
დახურული ფართობის 1 მ2
0.01
2
ოფისები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
დახურული ფართობის 1 მ2
0.20
3
პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
დახურული ფართობის 1 მ2
0.05
4
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.10
5
სკოლები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)
ერთ მოსაწავლეზე
0.05
6
სასტუმროები, მათ შორის საოჯახო სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხებათ)
ერთი საწოლი
1.0
7
საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხებათ)
ერთი საწოლი
0.50
8
სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართობზე მოსაკრებელი არ დაერიცხებათ)
დახურული ფართობის 1 მ2
0.20
9
სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)
ერთ მოსწავლეზე
0.05
10
სასურსათო საქონლის მაღაზიები
სამუშაო ფართობის 1 მ2
0.20
11
სამრეწველო ტექნიკის და საოჯახო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები
სამუშაო ფართობის 1 მ2
0.15
12
სასურსათო და სამრეწველო მაღაზიების, აფთიაქების სასაწყობე და დამხმარე ტერიტორიები
დახურული ფართის 1 კვ. მ.
0.10
13
ყოველდღიური ბაზრები
სამუშაოფართობის 1 მ2
0.20
14
საკვირაო ბაზრები
სამუშაოფართობის 1 მ2
0.10
15
ავტოსადგომები და საწყობები
ღია ფართის 1 კვ. მ.
0.03
0.05
დახურული ფართის 1 კვ. მ.
16
ავტოგასამართი სადგურები
საერთო ფართობის 1 მ2
0.10
17
ავტოსამრეცხაოები
დახურული ფართის 1 კვ. მ.
0,05
18
ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექმომსახურების ადგილები 50 კვ. მ-ის ზევით
დახურული ფართობის 1 მ2
0.10
19
აბანოები
საერთო ფართობის 1 მ2
0.15
20
საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები
საერთო ფართობის 1 მ2
0.20
21
საწარმოო დანიშნულების ობიექტები (დახურული შენობის შიგნით წარმოებისას) და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართობის 1 მ2
0.15
22
რესტორნები, სასადილოები, კაფეები, პიცერიები, საბანკეტო დარბაზები, საშაურმეები, ბარები, სახინკლეები
ერთ დასაჯდომ ადგილზე
0.50
23
საცხობები, საკონდიტროები, საძეხვე საამქროები, სახაჭაპურეები
საერთო ფართობის 1 მ2
0.10
24
კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები
საერთო ფართობის 1 მ2
0.10
25
ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
საერთო ფართობის 1 მ2
0.01
26
ავტოსადგურები
ღია ფართობის 1 მ2
0.01
დახურული ფართობის 1 მ2
0.10
27
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები
საერთო ფართობის 1 მ2
0.01
28
ყველა სხვა ტიპის დაწესებულება, რომელიც არ მიეკუთვნება ამ დანართის 1-27 გრაფაში მითითებულ ობიექტებს
საერთო ფართის 1 კვ. მ.
0,01
დანართი №5
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობები და მათი გადახდის ინსტრუქცია
მუხლი1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი
ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %-ის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%-ის ოდენობით.
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5000 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესი განსაზღვრულია „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესებით.