ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2022
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016461
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,106 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 31.08.2022 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.11.2019 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.03.2022 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.01.2019 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.07.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2022 წლის 8 აგვისტო ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  ვაჭრობის  რეგულირების  წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებულ  საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობა 1. გარე ვაჭრობას წარმოადგენს: ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), არ ატარებს მუდმივ ხასიათს და არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ  სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება; გ) თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისათვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს. მუხლი 3🔗.  გარე ვაჭრობის რეგულირების წესის ამოცანები წინამდებარე წესის ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა-შენარჩუნება; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;   გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა; დ) სურსათის უსაფრთხოების წესების  დაცვის უზრუნველყოფა. მუხლი 4🔗. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა 1. ვანის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ვანის მუნიციპალიტეტის მერის  მიერ (შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე) მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე. 2. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (მუნიციპალიტეტის მერია – მერი). 3. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ ნივთების სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად ვანის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისათვის დაადგინოს იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე. 5. გარე ვაჭრობისათვის ნებადართული ადგილის განსაზღვრასთან ერთად  მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს გარე ვაჭრობის ვადები. 6. თუ გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა ხდება სეზონურად, გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრასთან ერთად სავალდებულოა განისაზღვროს ვადა, რომლითაც ადგილი განსაზღვრულია გარე ვაჭრობის ადგილად. 7. ვანის მუნიციპალიტეტის აღმასულებელი ორგანო უფლებამოსილია გარე ვაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა იმდაგვარად, რომ აღნიშნულ ქუჩებში მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და სხვაგვარად შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. 8. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მუნიციპალიტეტის განვითარების ინტერესები; ბ) მოსახლეობის სიმჭიდროვე; გ) სატრანსპორტო ნაკადი; დ) საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობა; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; ვ) საგზაო მოძრაობის წესები; ზ) ეკოლოგიური მდგომარეობა; თ) საზოგადოების სხვა ინტერესები. 9. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ აღნიშნულ ადგილზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და ნივთის განთავსებამ არ დააბრკოლოს ან სხვაგვარად არ შეზღუდოს მიწის ვაკისის სავალ ნაწილზე ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, ან არ შეზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ხილვადობა. 10. ვანის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრული ადგილები გამოიყენოს კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზობრივი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. 11. ვანის მუნიციპალიტეტის მერია (მერი) უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებების თანახმად დროებითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით ან სხვა ობიექტური მიზეზებით, რომელიც დასაბუთებული უნდა იქნეს მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, შეიტანოს ცვლილება „გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ მერის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან გააუქმოს მისი ცალკეული ნაწილი. მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის და ბაზრობების ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისათვის და ბაზრობებისთვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს ვანის  მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა და ბაზრობები უნდა მოეწყოს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა. 4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ყველა სახეობის ხილი, ბოსტნეული და ბაღჩეული (თუ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეციალური დანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებისა და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცვით); ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, წყალი, ყავა და სხვა უალკოჰოლო სასმელები; ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); თ) შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); ი) სწრაფი გადახდის აპარატები; კ) სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი; ლ) საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ინვენტარი. 5. აკრძალულია გარე ვაჭრობა მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით: ხორცით, ხორცის პროდუქტებით, რძით, რძის პროდუქტებით, თევზით, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმით, პურით, ალკოჰოლიანი სასმელებით,  აგრეთვე სუნელებითა და სანელებლებით. მუხლი 6🔗. გარე  ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილებზე  გარე  ვაჭრობისათვის განკუთვნილი დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსების წესი 1. პირს, გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე უფლება აქვს, განათავსოს მხოლოდ დროებითი შენობა-ნაგებობა ან/და განათავსოს ისეთი ნივთი, რომელიც არ წარმოადგენს შენობა-ნაგებობას (მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, ნივთის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა), რომლებიც განკუთვნილია უშუალოდ გარე ვაჭრობისათვის. 2. გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსებისათვის, პირი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერიას მიმართოს მარტივი შეტყობინებით, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ; ბ) არქიტექტურულ ესკიზს; გ) საჭიროების შემთხვევაში, წინასაპროექტო კვლევის შედეგებს. 3. ვანის მუნიციპალიტეტის მერია (ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მარტივ შეტყობინებას იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შეტყობინების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება დაუშვებელია და მისი დარღვევის შემთხვევაში მარტივი შეტყობინებით წარდგენილი ინფორმაცია ითვლება შეთანხმებულად. 5. ამ მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე წესით, წესრიგდება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“. მუხლი 7🔗. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა გარე ვაჭრობის წესების დარღვევას წარმოადგენს: ა) გარე ვაჭრობისათვის განსაზღვრულ ადგილზე (ადგილებზე) დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსების წესების დარღვევა; ბ) გარე ვაჭრობა იმ ადგილებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გარე ვაჭრობის ადგილებად; გ) იმ საქონლით და მალფუჭებადი პროდუქტით ვაჭრობა, რომელიც აკრძალულია და არ არის ნებადართული ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები 1. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ამ წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​​3 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად. 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.