პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.08.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/356
სარეგისტრაციო კოდი 300350000.22.024.016760
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.08.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ენერგოეფექტურობის შესახებ განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება
დოკუმენტის ტექსტი
პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/356
2022 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი
პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
„პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ წესით“ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილებები ენერგოდანაზოგების ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრის, პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განხორციელებისა და მიღებული ენერგოდანაზოგების კონტროლთან დაკავშირებით.
მუხლი 2🔗. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები
1. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები და მათი განმახორციელებელი, მხარეები განისაზღვრება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით“.
2. „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით ასევე განისაზღვრება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ტიპები, განხორციელებისა და მოქმედების პერიოდები, განსახორციელებლად აუცილებელი ინვესტიციების ოდენობა, დაფინანსების წყაროები და გონხორციელების შედეგად მოსალოდნელი ენერგოდანაზოგების რაოდენობა.
3. „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმით“ განსაზღვრული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები წარმოადგენს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ სამართლებრივი, ტექნიკური და საინვესტიციო ხასიათის ღონისძიებებს.
მუხლი 3🔗. ენერგოდანაზოგების ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი
1. ენერგოდანაზოგების ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი განისაზღვრება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
2. სამინისტრო, პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განხორციელებით, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის შესაძლებლობის განსაზღვრისათვის შეიმუშავებს შეფასების დოკუმენტს.
3. შეფასების დოკუმენტი მოიცავს ენერგოდანაზოგების ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის საერთო რაოდენობას და აფასებს პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგების პოტენციალს.
4. იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განხორციელება ვერ უზრუნველყოფს ენერგოდანაზოგების ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას, შეფასების დოკუმენტით განისაზღვრება დამატებითი ღონისძიებები.
მუხლი 4🔗. სამინისტროს უფლებამოსილებები
1. სამინისტრო, ენერგოდანაზოგების ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის მიზნით:
ა) განსაზღვრავს ყოველწლიურად მისაღწევი და კუმულაციური ენერგოდანაზოგების რაოდენობას;
ბ) მართავს კონსულტაციებს პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების ან/და ღონისძიებების განმახორციელებელ მხარეებთან ენერგოდანაზოგების ინდივიდუალური პოტენციალის განსაზღვრის მიზნით;
გ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განმახორციელებელ მხარეებს აცნობს ამ ღონისძიებების განხორციელების ფინანსურ და ტექნიკურ საშუალებებს;
დ) ყოველი წლის 30 ივნისამდე, პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიების განმახორციელებელი მხარეების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, აფასებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს მონაცემებს ენერგოდანაზოგის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის პროგრესის შესახებ;
ე) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების ან/და ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღწეული არადამაკმაყოფილებელი პროგრესის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიების განმახორციელებელი მხარისთვის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი დამატებითი ღონისძიების ან ღონისძიებების განსაზღვრას.
მუხლი 5🔗. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების კონტროლი
1. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განხორციელების შედეგების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღებული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემები განთავსდება სამინისტროს გაზომვისა და დადასტურების ელექტრონულ პლატფორმაზე.
3. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიების განმახორციელებელი მხარე ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიების ან/და ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ.
4. პლატფორმის ფორმატსა და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების, პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებებისა და მიღებული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესი და, ასევე, ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.