2. გამგზავნს აძლევენ ქვითარს, რომელზეც დასახელებულია გამგზავნი, მიმღები და მათი მისამართები.
3. მოქალაქეებისგან ტვირთბარგის მიღებისას ბარგის ქვითარში ბილეთების ნომრების ნაცვლად აღნიშნავენ: „განცხადებით“.
4. ტვირთის დასახელების სისწორეში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში რკინიგზას შეუძლია მოითხოვოს შეფუთვის გახსნა ტვირთის დასათვალიერებლად. თუ გამგზავნი უარს ამბობს შეფუთვის გახსნაზე, ტვირთბარგი გადასაზიდად არ მიიღება.
5. გამგზავნი მოვალეა ტვირთბარგის ყველა ადგილი წარმოადგინოს საჭირო ნიშანსადები წარწერებით, გამგზავნებს შეუძლიათ სადგურში ნიშანსადები წარწერების გასაკეთებლად მიიღონ სპეციალური ჭდეებ