2. ერთჯერად მინდობილობას ტვირთბარგის მიმღებს ჩამოართმევენ.
3. მინდობილობების გაცემა ხდება ტვირთის გაცემის გაფორმების წესების შესაბამისად.
4. ტვირთბარგის მიღებისას ტვირთბარგის ქვითრის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. ტვირთბარგის მიმღები პირი უფლებამოსილია გადაიღოს საგზაო ტვირთბარგის უწყისის პირი, რომელიც საბარგო სალარომ უნდა დაამოწმოს ხელმოწერით და სადგურის შტემპელით.
5. ცალკეული პირების მისამართით მოსულ ტვირთბარგს გადასცემენ მიმღებს (ან მისი მინდობილობით სხვა პირს), რომელიც წარადგენს პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს საგზაო უწყისის უკანა მხარეზე ხელწერილით პიროვნების დამადასტურებელი მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის აღნიშვნი