2. ხილს, ბოსტნეულს, კენკრას, სოკოს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებს შესანახად იღებენ ნებისმიერი ტარით, რომელიც იძლევა გადატანისას მათი დაცულობის გარანტიას.

3. შესანახად ჩაბარებული მალფუჭდებადი პროდუქტების ბუნებრივი მიზეზებით გაფუჭებისთვის რკინიგზას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

4. შესანახად ცალკე მიღებული ხელბარგის ადგილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 50 კგ-ს და თითოეულ ადგილს უნდა ჰქონდეს სამარჯვე, რომელიც იძლევა მისი გადატანის საშუალებას. ჩაბარებულ ხელბარგთან მიბმული თითოეული ნივთი ითვლება ცალკე ადგილად.

5. აკრძალულია ცხოველებისა და ფრინველების, ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი, ცეცხლსაშიში, ადვილაალებადი, მომწამვლელი და მყრალი ნივთიერებების, აგრეთვე იმ ნივთების შესანახად ჩაბარება და მიღება, რომლებმაც შეიძლება დააბინძუროს ან დააზიანოს სხვა მგზავრთა ნივთები.

6. დაუშვებელია ხელბარგში ფულადი თანხების, ობლიგაციების, დოკუმენტებისა და სხვა ფასეულობათა შენახვ