2. დაკარგული ნივთებისთვის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობითა და ამ წესებით დადგენილი წესით.
3. თუ ნივთები მოგვიანებით მოძიებულ იქნება, მფლობელს მათ გადასცემენ დაკარგული ბარგის გაცემისთვის დადგენილი წესებით მიღებული ანაზღაურების დაბრუნების შემდეგ.
4. თუ დაიკარგა მგზავრის მიერ იმ შემნახველი საკნისთვის მიბარებული ბარგი, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის, პასუხს მგზავრის წინაშე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აგებს შემნახველი საკნის მფლობელი იურიდიული ან ფიზიკური პირ