ა) მგზავრების სამგზავრო და გადაზიდვის დოკუმენტებს;

ბ) ვაგონების გამყოლების მიერ სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების სისწორეს;

გ) სამატარებლო ბრიგადის მიერ ვაგონების სათანადო მოვლა-შენახვასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხს;

დ) მგზავრების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მატარებელში, ვაგზლებში და მგზავრებისა და რკინიგზის მუშაკების მიერ ამ წესების მოთხოვნების შესრულებას;

ე) სამგზავრო დოკუმენტების რეალიზაციის ორგანიზაციას;

ვ) სამგზავრო მატარებლებში თავისუფალი და გასათავისუფლებელი ადგილების აღრიცხვისა და ადგილების შესახებ ცნობების გადაცემის სისწორეს;

ზ) ვაგონით (სასამსახურო, სარგებლობის უფლებით გაცემული, სხვა უწყებების კუთვნილი და ა.შ.) სარგებლობის სისწორეს, მისი მფლობელის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების განმახორციელებელი პირები, რომლებიც სადგურებსა და მატარებლებში გამოავლენენ ნაკლოვანებებს სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ორგანიზაციასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხში, უფლებამოსილი არიან განახორციელონ მათი აღმოფხვრის ღონისძიებებ