მუხლი 156🔗
მგზავრმა, რომელიც შეცდომით ჩაჯდა არა იმ მიმართულების მატარებელში, რომელიც აღნიშნულია მის სამგზავრო დოკუმენტში, უნდა დატოვოს მატარებელი უახლოეს სადგურში. ამ შემთხვევაში მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) ადგენს აქტს, რომელიც მგზავრს აძლევს უფლებას დაბრუნდეს ჩაჯდომის ძირითად სადგურამდე მგზავრობის საფასურის გადაუხდელად. მგზავრი, რომელიც შეცდომით აღმოჩნდა არა იმ მიმართულების მატარებელში, მგზავრობის საფასურს არ იხდი