2. თუ მგზავრი უარს ამბობს ბილეთის საფასურის ორმაგი ღირებულების გადახდაზე, კონტროლიორ-რევიზორი ადგენს აქტს, რომელშიც აღნიშნავს მგზავრის სახელსა და გვარს, მის საცხოვრებელ მისამართს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერს. მგზავრი წყვეტს მგზავრობას ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ უახლოეს სადგურში, ხოლო აქტი კანონმდებლობით დადგენილი წესით ეგზავნება მგზავრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს.

3. თუ მგზავრის სამგზავრო დოკუმენტში მითითებული არ არის გვარი, იგი ჩამოერთმევა მგზავრს და მატარებლის უფროსის (მექანიკოს-ბრიგადირის) მიერ შედგენილ აქტთან ერთად სამსახურებრივი მოკვლევისთვის ეგზავნება რკინიგზის იმ სადგურს, რომელმაც დოკუმენტი გაყიდა, მგზავრი კი მიემგზავრება დანიშნულების სადგურამდე.

4. მგზავრების მატარებლიდან გაძევება დაუშვებელია დასახლებული ადგილებიდან დაშორებულ სადგურებში. ამ სადგურების ნუსხას ადგენს რკინიგზ