2. ამ მუხლი 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ბლანკებს, რომლებიც შედგება სამი მოსახევი ნაწილისგან (სარიგებელი სია, მისი პირები და ქვითრები) ამზადებს და ნომრავს უშუალოდ თვითონ გამგზავნი.
3. გაგზავნის სადგური, რომელიც გამგზავნისაგან იღებს შევსებულ სარიგებელ სიას პირებითურთ და ქვითრებითურთ, განსაზღვრავს გადაზიდვის საფასურს და ტვირთის გადასაზიდად მიღების დასადასტურებლად გამგზავნს გადასცემს ხელმოწერით და სადგურის შტემპელით დამოწმებული სარიგებელი სიის ქვითარს.
4. საოპერაციო დღის გასვლის შემდეგ ერთი გამგზავნის ყველა სარიგებელი სიისთვის სადგურმა უნდა გამოწეროს დღეში გადასახდელი მთელი თანხა გუ-57 სხვადასხვა საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, ამასთან მასში აღნიშნავს სარიგებელი სიების ნუმერაციას. ერთ დღეში ყველა სარიგებელი სიის გრაფაში “ბარგის ქვითარი № . . .“ აღინიშნება სხვადასხვა საფასურის ქვითრის ნომერი.
5. სხვადასხვა საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი გადაეცემა გამგზავნს, ქვითრის ტალონი სარიგებელი სიების პირებთან ერთად წარედგინება რკინიგზის საფინანსო სამსახურს ანგარიშგებისას, ხოლო ქვითრის ყუა რჩება სადგურის საქმეებში. სარიგებელი სია დაბეჭდილ ლიტერატურასთან ერთად გადაეცემა მიმღებ-ჩამბარებელს, რომელიც მოვალეა დაარიგოს გზავნილები სიაში ჩამოთვლილ სადგურებში მიმღების ხელწერილით.
6. დანიშნულების ბოლო სადგურში სარიგებელი სია უნდა ჩაბარდეს საბარგო მოლარეს, რათა ანგარიშგებისას წარდგენილ იქნეს რკინიგზაში.
7. იმ შემთხვევაში, თუ მატარებლის მოსვლისთვის სარიგებელ სიაში აღნიშნული მიმღები არ გამოცხადდა, დაბეჭდილი ლიტერატურა გადაეცემა სადგურის (ვაგზლის) მორიგეს სარიგებელ სიაში ხელწერილით, სადგურის (ვაგზლის) უფროსთან (დირექტორთან) ჩაბარებით. ასეთ შემთხვევაში ტვირთის მისაღებად მიმღები მიმართავს უშუალოდ სადგურის (ვაგზლის) უფროსს (დირექტორს). ერთ სარიგებელ სიაში შეიძლება მხოლოდ რკინიგზის ერთი სადგურის შეტანა და თანაც მატარებლის სვლის გზაზე მდებარე სადგურისა. იმ შემთხვევებში, როცა საჭიროა გადატვირთვა, მიმღები მოვალეა შეადგინოს ცალკე სიებ