2. თითოეული გზავნილისთვის, რომელიც იგზავნება რომელიმე სადგურის მისამართით ერთი მიმღების სახელზე, გამგზავნი ადგენს საგზაო უწყისს.

3. გადასაზიდად წარდგენილი პერიოდული პრესის დასტები და ფუთები უნდა იყოს მჭიდროდ დაწყობილი, ორი ფენა გასახვევი ქაღალდით შეხვეული და ჯვარედინად მაგარი კანაფით ან თოკით შეკრული. ამასთან თითოეულ გასაგზავნ ადგილს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 x 18 სმ ზომის იარლიყ-ეტიკეტი, რომელზეც აღინიშნება:

ა) პერიოდული გამოცემის სახელწოდება;

ბ) გზავნილის, ე.ი. საგაზეთო საგზაო უწყისის ნომერი;

გ) გაგზავნის რკინიგზის სადგურის სახელწოდება;

დ) მიმღების დასახელება (სასურველია ტელეფონის ნომერი);

ე) გზავნილში ადგილების რაოდენობა;

ვ) დანიშნულების სადგურის და რკინიგზის სახელწოდება.

4. იარლიყ-ეტიკეტი მზადდება გამგზავნის სახსრებით სტამბური წესით. მასში მონაცემები შეიტანება შტემპელით ან ხელით მსხვილად და გარკვევით, ასოების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 1 სმ (საბეჭდი მანქანით წარწერის გაკეთება ნებადართული არ არის