2. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი საგარეუბნო მატარებლიდან საერთაშორისო ან ადგილობრივი მატარებელით მგზავრობას აგრძელებს მომდევნო დღეს, თავდაპირველ სამგზავრო დოკუმენტზე დაისმება ორი კომპოსტერი შესაბამისი გასვლის თარიღებით და მატარებლის ნომრების აღნიშვნით: ერთი – გასვლის სადგურიდან, მეორე – გადაჯდომის სადგურიდან.
3. ბავშვთა გადაყვანისთვის გაიცემა სპეციალური, როგორც მუყაოს, ისე ბლანკის, საბავშვო სამგზავრო დოკუმენტები ვაგონის სახეობისა და მატარებლის კატეგორიის მიხედვით.
4. მოზრდილი მგზავრების გადაყვანისთვის გათვალისწინებული სამგზავრო დოკუმენტების ბავშვებისთვის გაცემა აკრძალულია.
5. სააბონემენტო სამგზავრო დოკუმენტების გაცემისას მათზე იდება ნემსოვანი კომპოსტერი.
6. კომპოსტერის გაუქმებისას ისმება შტამპი
„კომპოსტერი გაუქმებულია” და აღინიშნება გაუქმების თარიღი და საათი. ეს აღნიშვნები დამოწმებული უნდა იყოს სადგურის მუშაკის ხელმოწერით და შტემპელით.
ავტომატიზებული სისტემის გამოყენებით სამგზავრო დოკუმენტების გაფორმების წე