2. ბლანკის სამგზავრო დოკუმენტების და დამატებითი გადახდის ქვითრების დაკომპოსტერება წარმოებს ყუებთან ერთად გადანაკეცზე მას შემდეგ, რაც ისინი ორად გადაიკეცება ჰორიზონტალური ხაზით და მოიცავს მარჯვენა ნაწილს, ამასთან ყუა უნდა ჩაიდოს ბლანკში.
3. მუყაოს ცალკეული სამგზავრო დოკუმენტების დაკომპოსტერება ხდება ერთი მხრიდან. კომპოსტერი უნდა იყოს მკაფიო, ადვილგასარჩევი, თანაც ცნობები უნდა განლაგდეს შემდეგნაირად: მატარებლის ნომერი, რიცხვი, თვე და წელი. თვე აღინიშნება რომაული ციფრით, დანარჩენი ციფრები – არაბულით, ხოლო წელი – მხოლოდ ბოლო ორი ციფრით.
4. უნივერსალური კომპოსტერით სამგზავრო დოკუმენტის დაკომპოსტერებისას ყველა ციფრი აღინიშნება არაბული შრიფტით, ხოლო თვე – სამასოიანი სიტყვი