ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მალხაზ დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის, წყნეთის გზატკეცილის შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, უსახელო გასასვლელისთვის და ირაკლი უჩანეიშვილის I ჩიხისთვის, ფილოსოფოსის, მწერლის ჯანსუღ კორძაიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №407
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016697
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, მნათობის ქუჩის მონაკვეთისთვის, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთისთვის, პაატა სააკაძის ქუჩის მონაკვეთისთვის და მნათობის ჩიხის მონაკვეთისთვის მწერლის ზაირა არსენიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ ქ.თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოფ. წავკისში ვახტანგ თედიაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ჭითაუშქურისა და გვიმარონის ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მალხაზ დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის, წყნეთის გზატკეცილის შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, უსახელო გასასვლელისთვის და ირაკლი უჩანეიშვილის I ჩიხისთვის, ფილოსოფოსის, მწერლის ჯანსუღ კორძაიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №
407
2022 წლის
9 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მალხაზ დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის, წყნეთის გზატკეცილის შესახვევისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, უსახელო გასასვლელისთვის და ირაკლი უჩანეიშვილის
I
ჩიხისთვის, ფილოსოფოსის, მწერლის ჯანსუღ კორძაიას სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, მალხაზ დოლიძის ქუჩის მონაკვეთს, წყნეთის გზატკეცილის შესახვევს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ფილოსოფოსის, მწერლის ჯანსუღ კორძაიას ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ვაკის რაიონში, ირაკლი უჩანეიშვილის I ჩიხს მიენიჭოს ჯანსუღ კორძაიას I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ვაკის რაიონში, მლხაზ დოლიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ჯანსუღ კორძაიას I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე