ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ყურაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 09.08.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №412
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016702
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2022 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ნაძვების სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მომღერალ ნუგზარ აფხაიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, მარშალ იოზეფ პილსუდსკის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზურაბ პატარიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნუგზარ კალანდაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მოჭიდავის გიორგი ოდიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ყურაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №412
2022 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილსი
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები ყურაშვილების სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, წინანდლის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ძმები ყურაშვილების სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე