“საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ,,ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ”
მიღების თარიღი 15.04.2003
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის მინისტრი
ნომერი №3/88
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.107.005.797
გამოქვეყნების წყარო სსმ, 36, 21/04/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ,,ერისიონის“ დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.107.005.797
საქართველოს კულტურის
მინისტრის ბრძანება №3/88
2003 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის” დებულების დამტკიცებისა და უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის” მოღვაწეობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 მარტის №79 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის” თანდართული დებულება.
2. დაინიშნოს ჯემალ ჭკუასელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ს. გოგიბერიძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის”
დებულება
1. ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი
1. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” (შემდგომში _ ანსამბლი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. ანსამბლს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
3. ანსამბლს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს ხელშეკრულებება-გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
4. ანსამბლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რუსთაველის №16.
2. ანსამბლის მიზნები.
1. ანსამბლის ძირითადი მიზანია ქართული ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაცია.
2. ანსამბლის საქმიანობის საგანია:
ა) ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის /ფოლკლორის/ შენარჩუნება, მოძიება, კვლევა, მისი შესწავლა და შესრულება;
ბ) საკონცერტო საქმიანობის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) ქართული ხალხური ხელოვნების პოპულარიზაცია.
3. ანსამბლს უფლება აქვს:
1. წარმართოს შემოქმედებითი, სამეურნეო და კომერციული საქმიანობა, რომელიც ემსახურება წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდგება საქართველოს კანონმდებლობას.
2. საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გასაზღვროს ანსამბლის საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი.
3. შეიმუშაოს ანსამბლის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით;
4. ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
5. საქმიანობას, რომლისათვისაც საჭიროა სპეციალური თანხმობა, ანსამბლი განახორციელებს “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სათანადო უფლებამოსილი ორგანოებისაგან სათანადო თანხმობის მიღების შემდეგ.
4. ანსამბლი ვალდებულებულია
1. წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და მოქმედი დებულების შესაბამისად;
2. შესარულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
5. ანსამბლის მართვა
1. ანსამბლის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ანსამბლს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლბს საქართველოს კულტურის მინისტრი.
3. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა)ხელმძღვანელობს ანსამბლის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ანსამბლს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს;
ე) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ვ) დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
ზ) უზრუნველყოფს ანსამბლის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
თ) ადგენს ანსამბლის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას;
ი) ამტკიცებს ანსამბლის სტრუქტურას და შინაგანაწესს;
კ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს ანსამბლის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ანსამბლის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას.
5. ანსამბლის ქონება
ანსამბლი დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც ანსამბლის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
7. ანსამბლის ფინანსური სახსრები
ანსამბლის ფინანსური სახსრებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
მოწყობილი ღონისძიებებიდან მიღებული სახსრები;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით, შემოქმედებითი შეკვეთებისა და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
ე) საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გადმოცემული ქონება;
ზ)საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ ანსამბლის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის.
8. ანსამბლის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-გაანგარიშება
ანსამბლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგ
ება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურის სამინისტროს.
9. ანსამბლის საქმიანობის კონტროლი
ანსამბლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
10. ანსამბლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ანსამბლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.