2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №435
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.023646
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული | სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი) |
| ქართული ენა, ლიტერატურა | 2250 |
| მათემატიკა | 2250 |
| გეოგრაფია | 2250 |
| ისტორია | 2250 |
| ფიზიკა | 2250 |
| ბიოლოგია | 2250 |
| ბუნებისმეტყველება | 2250 |
| ქიმია | 2250 |
| სამოქალაქო განათლება | 2250 |
| სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | 2250 |
| სპორტი | 2250 |
| ინგლისური ენა | 2250 |
| გერმანული ენა | 2250 |
| რუსული ენა | 2250 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2023-2024 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2017-2018 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ 2018-2019 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №435
2022 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:
1. 2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 2,250,000.00 ლარის ოდენობით.
2. 2022-2023 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების მიხედვით:
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)
ქართული ენა, ლიტერატურა
2250
მათემატიკა
2250
გეოგრაფია
2250
ისტორია
2250
ფიზიკა
2250
ბიოლოგია
2250
ბუნებისმეტყველება
2250
ქიმია
2250
სამოქალაქო განათლება
2250
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
2250
სპორტი
2250
ინგლისური ენა
2250
გერმანული ენა
2250
რუსული ენა
2250
ფრანგული ენა
2250
ქართული, როგორც მეორე ენა
2250
მუსიკა
2250
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
2250
ზოგადი განათლების I-IV კლასების მასწავლებელი
2250
3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.
4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი