მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.08.2022
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016351
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/08/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის
დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2022 წლის 23 აგვისტო
ქ. ბათუმი
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესი დანართის შესაბამისად.
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე
დანართი
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ცნება
1. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა (შემდგომში პროგრამა), როგორც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი მექანიზმი, წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობით მუშავდება და განისაზღვრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი პროექტები.
2. მონაწილეობითი ბიუჯეტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუნიციპალიტეტის თითოეული წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამის განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის ოდენობა.
3. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიზნად ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.
მუხლი 2🔗.
მონაწილეობითი ბიუჯეტის მიზანი
პროგრამის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა მოქალაქეთა საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება და საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება.
მუხლი 3🔗.
პროგრამის პრინციპები
1. პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) საჯაროობა;
გ) კოლეგიურობა;
დ) მოქალაქეთა მონაწილეობა
ე) ანგარიშვალდებულება.
მუხლი 4🔗.
პროგრამის სახეები და ფორმა
1. პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს ტერიტორიული, თემატური ან შერეული სახით;
2. პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული ზონების/უბნების მიხედვით;
3. პროგრამის თემატური სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება საბჭოს მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული თემების მიხედვით.
4. პროგრამის შერეული სახით განხორციელება ნიშნავს, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილება მოიცავს როგორც ტერიტორიულ, ისე თემატურ ნიშანს და თითოეულზე განაწილებულია განსაზღვრული სახსრები.
5. პროგრამის სახე, გასანაწილებელი საბიუჯეტო სახსრების მოცულობა, პროგრამისა და პროექტების საინფორმაციო კამპანიისთვის საჭირო დაფინანსების მოცულობა აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
6. მუნიციპალიტეტის მიერ პროგრამის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს.
თავი II
პროგრამის მართვა
მუხლი 5🔗.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში ჩართული მხარეები და დოკუმენტები
1. პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეებია:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში - მერია);
ბ) მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო (შემდგომში - საბჭო);
გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო).
2. მერია პასუხიმგებელია პროგრამის მომზადებასა და განხორცილებაზე, ფინანსების გამოყოფაზე, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერაზე, გამარჯვებული წინადადების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვაზე, მის შემდგომ იმპლემენტაციასა და ანგარიშგებაზე.
3. მონაწილეობითი ბიუჯეტირების საბჭო (შემდგომში - საბჭო) პასუხისმგებელია მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მართვაზე, მათ შორის წარდგენილი იდეების ანალიზზე და საჯარო ხმის მიცემის პროცედურით შედეგების შეჯამებაზე.
4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომში - საკრებულო) პასუხიმგებელია მონაწილეობით ბიუჯეტირების პროცესის კონტროლზე.
მუხლი 6🔗.
მუნიციპალიტეტის მერი
1. პროგრამის განხორციელების პროცესში, მერი:
ა) ამტკიცებს საბჭოს დებულებას, საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას და საბჭოს ხელმძღვანელს;
ბ) საბჭოს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის განხორციელების ფორმის და დაფინანსების მოცულობასთან დაკავშირებით;
გ) საბჭოს წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს პროგრამის წლიურ სამოქმედო გეგმას;
დ) იღებს გადაწყვეტილებას პროგრამისა და პროექტების საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფის შესახებ;
ე) უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 7🔗.
საბჭო
1. პროგრამის განხორციელებისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობას და ხელმძღვანელს ამტკიცებს მერი.
2. მერი უფლებამოსილია, საბჭოს შემადგენლობაში მოიწვიოს საკრებულოს შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეები, მაჟორიტარი დეპუტატები, პროფესიული, აკადემიური წრეების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მოსახლეობის წარმომადგენლები.
3. საბჭო ანგარიშვალდებულია მერთან.
4. საბჭოს უფლებამოსილება:
ა) შეიმუშავებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას;
ბ) განსაზღვრავს პროგრამის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი საერთო თანხის განხორციელების არეალს, ვადებსა და მონაწილეობითი ბიუჯეტის ფორმირების წესს;
გ) უწევს კოორდინაციას და საკონსულტაციო მხარდაჭერას მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში;
დ) განსაზღვრას საერთო კალენდარს, მათ შორის განაცხადების მიღების დაწყების/დასრულების და ხმის მიცემის თარიღების შესახებ;
ე) ამტკიცებს პროექტების შერჩევის მიზნით გასამართი კენჭისყრის ფორმას და პროცედურებს;
ვ) ამტკიცებს საკონკურსო პროექტების განაცხადის ფორმებს;
ზ) ახდენს საპროექტო განაცხადების პირველად ტექნიკურ გადარჩევას ამ დადგენილების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით;
თ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობისათვის პროექტების წარდგენისა და განხილვის, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმართვის პროცესს;
ი) საბიუჯეტო კალენდრის გათვალისწინებით მერს წარუდგენს გადაწყვეტილებას მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით, მოქალაქეების მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებების ნუსხის შესახებ;
კ) ამზადებს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოსათვის წარსადგენი პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშებს;
ლ) ამტკიცებს ხმის მიცემის შედეგებს;
მ) უფლებამოსილია განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებები.
5. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა.
მუხლი 8🔗.
საკრებულო
პროგრამის განხორციელების პროცესში საკრებულო:
ა) შესაბამის კომისიებში იხილავს, იძლევა შეფასებებს და რეკომენდაციებს პროექტების მიმდინარეობასთან და შედეგებთან დაკავშირებით;
ბ) ისმენს საბჭოს ანგარიშს მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელების თაობაზე გაწეული სამუშაოს შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
გ) მონაწილეობას ღებულოს საბჭოს საქმიანობაში.
თავი III
პროგრამის ეტაპები და პროცესი
მუხლი 9🔗.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეტაპები
მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) მომზადება და საინფორმაციო კამპანია;
ბ) იდეების წარდგენა;
გ) იდეების ანალიზი;
დ) ხმის მიცემა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა;
ე) პროექტების ბიუჯეტში ასახვა;
ვ) პროექტების განხორციელება;
ზ) მონიტორინგი და შეფასება;
თ) ანგარიშგება და კონტროლი.
მუხლი 10🔗.
მონაწილეობითი ბიუჯეტის შედგენის პროცესი და პროცედურები
1. მომზადება
ა) ყოველი წლის 01 მარტიდან ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში მომდევნო წელს განსახორციელებელი პროექტების თემატიკას, ტერიტორიას, დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობას და თითოეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების წარდგენის ფორმებსა და ვადებს.
ბ) საბჭო აწყობს საჯარო შეხვედრებს მოქალაქეებთან და აწვდის ინფორმაციას მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში წარსადგენი პროექტების წარდგენის პროცედურებისა და ვადების შესახებ.
2. იდეების წარდგენა
ა) მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ფარგლებში, იდეების წარდგენა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, 16 წლის ასაკიდან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
ბ) თითოეულ პირს შეუძლია არაუმეტეს სამი იდეის დარეგისტრირება;
გ) იდეების წარდგენა ხორციელდება საბჭოს მიერ წინასწარ დადგენილ ვადაში და ფორმატით.
დ) იდეების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტორნულად ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში და მუნიციპალიტეტში.
3. იდეების ანალიზი
ა) საბჭო ახორციელებს წარდგენილი იდეების ანალიზს;
ბ) იდეების ანალიზის მიზნით საბჭო იკრიბება მინიმუმ ორჯერ.
გ) საბჭოს პირველ შეკრებაზე ხორციელდება იდეების პირველადი ანალიზი, ტექნიკური გადარჩევა რომლის მიზანია იდეების აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა:
გ.ა) განაცხადის ფორმა სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული;
გ.ბ) ხორციელდებოდეს საბჭოს მიერ დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში;
გ.გ) იდეა უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას;
გ.დ) განაცხადით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ექცეოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ე) იდეის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფარგლებში განსაზღვრული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას;
გ.ვ) იმ შემთხვევაში, თუ იდეის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ქონება უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში;
გ.ზ) იდეა არ უნდა იყოს დაფინანსებული წინა წლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, არ უნდა იყოს სხვა პროექტის ანალოგიური ვერსია, ასევე არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს.
გ.თ) შემოტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
დ) იდეა რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოირიცხება და მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული პროექტი შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება იდეის ავტორს.
ე) პირველადი ანალიზის პროცესში შესაძლებელია მსგავსი პროექტების კომბინირება და იდეების შევსება.
ვ) საბჭო უფლებამოსილია ხარვეზის შემთხვევაში იდეის ავტორს მოსთხოვოს ბიუჯეტის დაზუსტება, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
ზ) ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, იდეის ავტორებს უფლება აქვთ მერიიდან (მერიის შესაბამისი სამსახურებიდან და უწყებებიდან) მიიღონ კონსულტაციები ბიუჯეტის მომზადების და სხვა ტექნიკური საკითხების თაობაზე.
თ) საბჭოს შემდგომ შეკრებაზე ხორციელდება იდეების საბოლოო ანალიზი, რომლის შედეგად საბჭო გამოავლენს განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს.
ი) იდეას, რომელიც საბოლოო ანალიზის შედეგად აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ენიჭება პროექტის სტატუსი, თავსდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, შესაბამის ბლოკში და მონაწილეობს საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში.
კ) ის იდეები, რომელთა შერჩევაც არ მოხდა საჯარო ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე თავსდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, სადაც მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული იდეა ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.
4. ხმის მიცემა
ა) ხმის მიცემა ხორციელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირდაპირი ხმის მიცემის გზით, ასევე შესაძლებელია ონლაინ ხმის მიცემის გზით.
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პლატფორმაზე ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები.
გ) ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში.
დ) ხმის მიცემის პროცესის ზედამხედველობას ახორციელებს საბჭო.
ე) ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის უფლება გააჩნია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან;
ვ) ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილე მოქალაქეს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთხელ და არაუმეტეს ერთ პროექტს;
ზ) ხმის მიცემის წესი და პირობები განისაზღვრება საბჭოს მიერ;
თ) პროექტების რეიტინგის ფორმირება ხორციელდება ხმის მიცემის პროცედურის შედეგად მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისად.
ი) პროექტების ხმის მიცემის პროცედურის შედეგების გათვალისწინებით საბჭო ადასტურებს ხმის მიცემის პროცედურის შედეგებს.
5. პროექტების ბიუჯეტში ასახვა
პროექტები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე დააგროვებენ საუკეთესო შედეგებს რიგითობის მიხედვით, მონაწილეობითი ბიუჯეტისათვის განსაზღვრული ასიგნების მოცულობის ფარგლებში, ასახული იქნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტში და ექვემდებარება დაფინანსებას.
6. პროექტების განხორციელება
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახული პროექტების განხორციელების მიზნით მერია ახორციელებს ბაზრის კვლევას და საჭიროების შემთხვევაში - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას;
ბ) შემდგომ ეტაპზე მერია ახორციელებს პროექტების ფარგლებში საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას;
გ) ბაზრის კვლევის ან/და მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით შესაძლებელია პროექტის ღირებულების ცვლილება, ასევე პროექტის ავტორთან შეთანხმებით შესაძლებელია პროექტის ფარგლებში ცალკეული ღონისძიების კორექტირება და შეცვლა, რაც არ უნდა იწვევდეს პროექტის მიზნებისა და მოსალოდენლი შედეგების არსებით ცვლილებას;
დ) პროექტის განხორციელების, მათ შორის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისას მერია უზრუნველყოფს პროექტის ავტორის ინფორმირებასა და ჩართულობას;
ე) მერია უზრუნველყოფს ასევე პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას მერიის და მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული პლატფორმის ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებზე.
7. ანგარიშგება და კონტროლი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია გასული წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მონაწილეობით ბიუჯეტირების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს, სადაც აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის მიმოხილვა - დარეგისტრირებული პროექტების ჩამონათვალი და აღწერა, ანალიზის შედეგები, ხმის მიცემის შედეგები;
ბ) დაგეგმილი და ფაქტიურად განხორციელებული პროექტების შესახებ ფინანსური ინფორმაცია.
გ) მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიზნებისა და მიღწეული შედეგების შედარება;
დ) მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის გამოწვევები და მიღწევები.