სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება №15 |
|
2022 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი |
|
2. ამ წესის მიზანს წარმოადგენს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემის ორგანიზების, შენახვისა და აღრიცხვიანობისათვის ხელშეწყობა.
3. ეს წესი ვრცელდება:
1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსზე, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში:
ა) დეპარტამენტის უფროსსა და მის მოადგილეებზე;
ბ) სამმართველოს უფროსზე;
გ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებელზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელზე;
დ) ოპერატიულ მუშაკზე;
ე) ექსპერტ-კრიმინალისტზე.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტში):
ა) დეპარტამენტის უფროსსა და მის მოადგილეზე;
ბ) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს ინსპექტორზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორზე.
4. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლება აქვს შეინახოს და ატაროს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ეძლევა შესაბამისი ჩანაწერის მქონე სამსახურებრივი მოწმობა.
5. სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, აღრიცხვასა და გაცემას უზრუნველყოფს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი.
2. სამსახურის ბალანსზე არსებული, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი აღირიცხება შესაბამის რეესტრში (დანართი №1);
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი მიანიჭოს თანამშრომლის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს და მისცეს მისი შენახვისა და ტარების უფლება.
2. სამსახურის თანამშრომელზე სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გაცემა ხდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
3. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის მიერ წარედგინება მოხსენებითი ბარათი მისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მოდელისა და ნომრის, ასევე ჩაბარების მიზეზის მითითებით; სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება ფორმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებით.
4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი, სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აბარებს მასზე გადაცემულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს.
5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით გათვალისწინებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სამსახურის თანამშრომელზე გაცემა და სამსახურის თანამშრომლისთვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარება აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (დანართი №2).
6. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მიღებისას სამსახურის თანამშრომელი ეკონომიკურ დეპარტამენტში წარადგენს ხელწერილს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესების დაცვის თაობაზე (დანართი №3).
2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, შესაბამისი ბრძანების გამოცემით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს მიანიჭოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი და თანამშრომელს მიანიჭოს მისი ტარების უფლება.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მოხსნა ხდება სამსახურის თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ამავე იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით.
4. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, მის საკუთრებაში არსებულ ცეცხლსასროლ იარაღს ეხსნება სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი და იგი კარგავს მისი ტარების უფლებას, ამავე იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსის მინიჭების შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებით.
5. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსი, აღირიცხება შესაბამის რეესტრში (დანართი №4).
2. სამსახურებრივ-საშტატო ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსმინიჭებული საკუთრებაში არსებული იარაღის დაკარგვის, მოპარვის ან მისი ნების საწინააღმდეგოდ მფლობელობიდან სხვაგვარად გასვლის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, უშუალო ხელმძღვანელს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციასა (შემდგომში – გენერალური ინსპექცია) და ეკონომიკურ დეპარტამენტს.
3. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული, იმ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას, რომელიც არ არის გაცემული თანამშრომლებზე, უზრუნველყოფს ეკონომიკური დეპარტამენტი – სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ საცავში (საიარაღო ოთახში) არსებულ ლითონის კარადაში, სადაც გამოირიცხება იარაღთან და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.
4. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში და ისეთ პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება.
5. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის საცავზე (საიარაღო ოთახზე) ხორციელდება 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, რასაც ახორციელებს გენერალური ინსპექცია.
6. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის უფლება აქვს ეკონომიკური დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომლებს. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა მტკიცდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღისა და შენახვის პირობების ყოველწლიური ინვენტარიზაციის ჩატარების დროს, ასევე ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში, იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შეიძლება დაშვებულ იქნან სხვა პირებიც, ეკონომიკური დეპარტამენტის მეთვალყურეობის ქვეშ.
7. იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) ყოველი შესვლა აღირიცხება შესაბამის ჟურნალში (დანართი №5).
2. ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრება სამსახურის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.
3. საინვენტარიზაციო კომისიის სამუშაო ჯგუფი აღრიცხვიანობისა და შენახვის პირობების შემოწმების მიზნით, ატარებს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ინვენტარიზაციას, რა დროსაც ხდება იარაღის საცავში არსებული და სამსახურის თანამშრომლებზე გაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის აღწერა-დათვალიერება და იარაღის მდგომარეობის შემოწმება.
4. ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას, როგორც წესი, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის თანამშრომლებზე გაცემა და ჩაბარება შეჩერებულია, გარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევისა.
5. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი ადგენს ოქმს და ინვენტარიზაციის შედეგებს აცნობებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუდმივმოქმედ საინვენტარიზაციო კომისიას.
დანართი №1
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის რეესტრი იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) არსებული ცეცხლსასროლი იარაღი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებზე გაცემული ცეცხლსასროლი იარაღი
დანართი №2
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე გაცემისა ან/და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისათვის გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარების (დაბრუნების) აღრიცხვის ჟურნალი
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი მე – ______________________________________________________ __________________________________________________________
გაცნობილი ვარ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების შესახებ. ინდივიდუალური ცეცხლსასროლი საბრძოლო იარაღის მოხმარებისა და გამოყენების წესებს ვფლობ სრულყოფილად. ჩემზე გაპიროვნებულ ცეცხლსასროლ იარაღს ვატარებ მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობით ნაკარნახევ შემთხვევაში და შევინახავ იარაღისათვის განკუთვნილ სათანადო სეიფში არასაბრძოლო მდგომარეობაში. სრულად დავიცავ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების, შენახვისა და გამოყენების წესებს. ზემოაღნიშნულს ვადასტურებ წინამდებარე ხელწერილით.
------------------------------------ ხელმოწერა / სახელი, გვარი / თარიღი:
დანართი №4
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების საკუთრებაში არსებული და სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სტატუსმინიჭებული იარაღის რეესტრი
დანართი №5 იარაღის საცავში (საიარაღო ოთახში) შესვლის აღრიცხვის ჟურნალი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||